ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 13:12

Georgia: Address of Natia Turnava, Minister of Economy and Sustainable Development, on the occasion of the Sustainable Energy Week in Georgia

Written by
Rate this item
(0 votes)

22 – 26 ივნისს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ტარდება. ამით ქვეყანა უერთდება ევროკავშირის ანალოგიურ კვირეულს, რომელიც 2006 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბური აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების მისაღწევად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ“ - განაცხადა მინისტრმა.

Additional Info

Read 913 times Last modified on ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 13:13

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა