კონკურსი-”საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს – ის ორგანიზატორი“
კონკურსი-”საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს – ის ორგანიზატორი“
2020-06-30

პროექტი  მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (#CoMEast) და მერების შეთანხმების მხარდამჭერი საქართველოში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, აცხადებს კონკურს მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების/მუნიციპალიტეტების შორის ”საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს – ის  ორგანიზატორი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზატორთა გუნდებს (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი+ მუნიციპალიტეტში მერების შეთანხმების საკითხზე მომუშავე სპეციალისტი);

საკონკურსო ნამუშევრები და წარდგენის პირობები:

  • მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქში/მუნიციპალიტეტში ჩატარებული ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს დღის წესრიგი
  • ჩატარებული ონ-ლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა
  • ჩატარებული ონ-ლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020-ს ღონისძიებების მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელების დამადასტურებელი ინფორმაცია
  • საკონკურსო მასალების მიიღება ელ-ფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა - 2020 წლის 27ივნისი

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 30 ივნისს ონლაინ რეჟიმში (კონკურსანტებს დამატებით ეცნობებათ ჩართვის ზუსტი დრო). საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

კონკურსი ტარდება ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში #EUSEW2020

სიახლეების გამოწერა