EU Neighbours: ევროკავშირის პირველი მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2019 - განაცხადების მიღება დაწყებულია!
EU Neighbours: ევროკავშირის პირველი მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2019 - განაცხადების მიღება დაწყებულია!
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 10:00

ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იწვევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსი აღიარებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სამაგალითო პროექტებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

ვის შეუძლია საკონკურსო განაცხადის შეტანა?

განაცხადების შეტანა შეუძლიათ მოქალაქეებს, ბიზნეს-კომპანიებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთი ან რამდენიმე ქვეყნიდან. ძირითადი მოთხოვნის მიხედვით აპლიკანტს მიღებული უნდა ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერა პროექტისთვის ენერგოეფექტურობის ან განახლებადი ენერგიის სფეროში - უშუალოდ ან არაპირდაპირ, პარტნიორი ორგანიზაციის საშუალებით.

როგორ ხდება განაცხადის შეტანა?

შესაბამის აპლიკანტებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ განაცხადის ფორმის შევსების საშუალებით, 2019 წლის 26 აპრილის
23:00 საათამდე გრინვიჩის დროით (GMT).

რა არის კონკურსის პრიზი?

ჟიურის მიერ შერჩეულ ექვს ფინალისტს მიიწვევენ ბრიუსელში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის 2019 დაჯილდოების ცერემონიაზე და კონკურსთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად 2019 წლის 18-20 ივნისს. გამარჯვებული მიიღებს 1000 ევრომდე ღირებულების პრიზს და გამოცხადდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის 2019 დაჯილდოების ცერემონიაზე ბრიუსელში.

 

დამატებითი ინფორმაცია: www.eapenergyawards.eu

სიახლეების გამოწერა