მერების შეთანხმება აღმოსავლეთით კონსორციუმი

Energy Cities (კონსორციუმის ლიდერი)

Energy Cities ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ევროპული ასოციაციაა. 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით Energy Cities-ს  გერმანულ (DE)  ქალაქ ჰაიდელბერგის პრეზიდენტობითა და 11 ევროპული ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ასოციაცია 1990 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად 30 ქვეყანის 1000 ქალაქს  აერთიანებს. Energy Cities ოფისები ბრუსელსა (ბელგია) და ბესანონში (საფრანგეთი) მდებარეობენ.

CLIMATE ALLIANCE

Climate Alliance - უდიდესი ევროპული გაერთიანებაა რომელიც 1990 წელს დაარსდა და ამჟამად ევროპის 1700-მდე  კლიმატის ცვლილებით დაინტერესებულ დიდ თუ პატარა ქალაქს,  რეგიონალურ ადმინისტრაციას, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს. ალიანსის  წევრები, მიუხედავად მოსახლეობის სხვადასხვა მაჩვენებლისაკლიმატის ცვლილებას საერთშორისო მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევენ, რომელსაც ადგილობრივ დონეზე სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. 

Kommunalkredit Public Consulting

Kommunalkredit Public Consulting გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსების პროგრამების მართვისა და მიზნობრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გრძელვადიანი დადებითი გამოცდილების კომპანიაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროში და ნახშირბადის საერთაშორისო ბაზარზე დაფინანსების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და მართვა. 

 

Kommunalkredit Public Consulting შეიმუშავებს და ანხორციელებს კლიმატისა და გარემოს დაცვის ინდივიდუალური დაფინანსების პროგრამებს.

ENERGY EFFICIENT CITIES OF UKRAINE / უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები

უკრაინის ენერგოეფექტური  ქალაქები (EECU)  2007წ დაარსდა. ამჟამად მასში 85 მცირე და დიდი უკრაინული ქალაქია გაერთიანებული. თავის მხრივ უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) ადგილობრივი თვითმმართველობის ორი ევროპული - "Energy Cities" და "Climate Alliance" - ასოციაციის წევრია და უკრაინის მხრიდან მერების შეთანხმების ერთადერთი ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაცია.  

 

უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაარსებულ არასამთავრობო,არაკომერციულ ორგანიზაციას რომელიც, მისი წევრების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად თანამედროვე საინფორმაციო, ახალი ტექნოლოგიების, საინვესტიციო, ურთიერთთანამშრომლობის განვითარების და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

ALLIANCE FOR ENERGY EFFICIENCY AND RENEWABLES OF MOLDOVA / ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის ალიანსი მოლდოვა

AEER მოლდოვის რესპუბლიკაში ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მის მიზანს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროების და გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიების და პოლიტიკის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2012 წლიდან, მერების შეთანხმების ოფიციალური სტატუსი აქვს მინიჭებული. ასევე წარმატებით ახორციელებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განახლებადების  სადემონსტრაციო პროექტებს.

INTERAKCIA BELARUS / ინტერაქცია

ფონდი Interakcia არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ბელარუსის რეგიონებსა და ქალაქებში, მდგრადი განვითარებისათვის პირობებს ქმნის და აუმჯობესებს.

 

ფონდ Interakcia’-ს სჯერა რომ თითოეული რეგიონი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელსაც წინსვლის უნიკალური პოტენციალი გააჩნია.  ფონდის მიზანია რეგიონალური ამ უნიკალური პოტენციალის გამოავლენა და გააძლიერება. ინვესტორებისა და ტურისტების მოსაზიდად საკმარისი შესაძლებლობების, მათთვის საქმიანობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შემთხვევაში, რეგიონს უწყვეტი ზრდისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყობა შეუძლია. 

 

Interakcia-ის სპეცილისტებმა  ბელარუსის 20 სხვადასხვა რეგიონში უამრავი  განვითარების პროექტი განახორციელეს. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, გარემოს დაცვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას,  რეგიონალურ კულტურულ მემკვიდრეობის ხელშეწყობას და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას მონაწილება მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ENERGY EFFICIENCY CENTRE GEORGIA / ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG) 1998წ  ევროკავშირის დაფინანსებული Tacis-ის პროექტის "Creation of an Energy Efficiency Centre and Development Natural Energy Study in Georgia" ფარგლებში დაარსდა. 

 

დაარსების დღიდან ცენტრის მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის გამოყენებას მდგრადი განვითარებისთვის, რის შედეგად ხდება ეროვნული ენერგო უსაფრთხოების დონის ამაღლება და  გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება.  სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის ხელისუფლების ცნობიერების დონის ამაღლება, გარემოსადმი მეგობრული და ეკონომიკურად მომგებიანი მეთოდებით ენერგიის წარმოების და მოხმარების, ასევე  განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის პოტენციალის შესახებ.

 

2014 წლიდან ცენტრი არის "მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერი.

 

2016 წლიდან ცენტრი არის "მწვანე კლიმატის ფონდის" რეგისტრირებული დამკვირვებელი.

UNION OF COMMUNITIES OF ARMENIA / სომხეთის თემების გაეთიანება

სომხეთის თემების გაერთიანება 1997 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის ყველა აგრარულ და თვითმმართველ ორგანოს.

 

თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო 2009 წელს იურიდიულ პირთა კავშირად რეორგანიზდა. ასოციაციის ძირითადი საწესდებო მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობა, თემთა წევრების ინტერესთა დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და წევრთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.  

სიახლეების გამოწერა