Energy efficient cities of Ukraine / უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები

21 ნოე 2023
გააზიარეთ:

უკრაინის ენერგოეფექტური  ქალაქები (EECU)  2007წ დაარსდა. ამჟამად მასში 85 მცირე და დიდი უკრაინული ქალაქია გაერთიანებული. თავის მხრივ უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) ადგილობრივი თვითმმართველობის ორი ევროპული – “Energy Cities” და “Climate Alliance” – ასოციაციის წევრია და უკრაინის მხრიდან მერების შეთანხმების ერთადერთი ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაცია.

უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაარსებულ არასამთავრობო,არაკომერციულ ორგანიზაციას რომელიც, მისი წევრების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად თანამედროვე საინფორმაციო, ახალი ტექნოლოგიების, საინვესტიციო, ურთიერთთანამშრომლობის განვითარების და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.