მერების შეთანხმება აღმოსავლეთით

მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (CoM East) არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის კლიმატური და ენერგეტიკული ინიციატივის წარმოჩენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. CoM East ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელებაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში და საკუთარი წვლილის შეტანაში კლიმატის ცვლილების შერბილებასა და შეგუების საკითხებში.
CoM East პროექტი დაიწყო 2011 წლის სექტემბერში. პროექტის პირველი ფაზა (2011-2015) მოიცავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის რეგიონის 11 ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსი ქვეყანა იყო ჩართული პროექტის მეორე ფაზაში, რომელიც მიმდინარეობდა 2016 წლიდან 2020 წლამდე. მესამე ფაზა (2021-2025) მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) მუნიციპალიტეტებს.

მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ:

  • 2030 წლისთვის, მინიმუმ 35%-ით შეამცირონ CO2 ემისიები.
  • გააძლიერონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისადმი მედეგობა .
  • ხელი შეუწყონ ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევას.

CoM EAST-ის მიზნები:

პროექტის ზოგადი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების შექმნა მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგიის მოხმარებისა და განახლებადი ენერგიის ათვისებას და სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, ასევე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას.
კონკრეტული მიზნები შეიძლება აღწერილი იყოს შემდეგნაირად:

  • მეტი აქცენტი CoM East იდენტობის გაზრდელად GCoM ინიციატივის ფარგლებში და CoM-ის პროცესების ეროვნული სისტემებში ინტეგრაციის საშუალებით.
  • არსებული და პოტენციური ხელმომწერებისთვის, ასევე კოორდინატორებისა და მხარდამჭერებისთვის საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების უწყვეტი და გაძლიერებული უზრუნველყოფა.
  • მუნიციპალური ენერგეტიკული და კლიმატური პროექტების პირდაპირი და მორგებული მხარდაჭერა.
  • მეტი ხელსაყრელი ქსელური შესაძლებლობების შექმნის მუდმივი ძალისხმევა მუნიციპალიტეტებისთვის და უფრო ფართო სპექტრის დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
  • კლიმატის და ენერგეტიკული საკითხების მკაცრი და თანამედროვე კომუნიკაცია, სამოქალაქო ჩართულობის აქცენტით.
  • მეტი ყურადღების მიქცევა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე CoM-ის ფარგლებში და, კერძოდ, ქალებისა და ახალგაზრდების როლზე კლიმატურ ქმედებებში.

CoM EAST-ის ძირითადი საქმიანობები:

  • ინსტიტუციური ურთიერთობები და თანამშრომლობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, პროექტებთან და პროგრამებთან.
  • მუნიციპალიტეტების, კოორდინატორებისა და მხარდამჭერების შესაძლებლობების განვითარება ტრენინგების, ვებინარების, სასწავლო ვიზიტების და ინდივიდუალური მხარდაჭერის საშუალებით.
  • ხელმომწერიმუნიციპალიტეტებისთვის დახმარების ცენტრის და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გმიწოდება.
  • პროექტების მომზადებასა და დაფინანსების მოძიებაში ტექნიკური დახმარება.
  • ქსელის შექმნა და გამოცდილების გაზიარება.
  • კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება.
  • ომით დაზარალებული თემების მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფები:

  • მუნიციპალიტეტები, რომლებიც მიუერთდნენ CoM ინიციატივას.
  • ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორები (რეგიონული ადმინისტრაციები, პროვინციები).
  • შეთანხმების მხარდამჭერები (ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები).