ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვების ნაწილში (FAQs) იპოვით პასუხებს “მერების შეთანხმების” ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე. აქ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია როგორც იმ ადამიანებისთვის, ვინც ზოგადად მერების შეთანხმების საკითხით ინტერესდება, ისე კონკრეტული საკითხებით დაინტერესებული, შეთანხმების ხელმომწერების, მომხრეებისა და კოორდინატორებისთვის. ხშირად დასმული კითხვების პერიოდულად განახლება ხდება, რათა მოვიცვათ შეთანხმების საზოგადოებრიობისგან შემოსული აქტუალური საკითხები.
გამოიყენეთ მარჯვნივ განლაგებული მენიუ, რათა სწრაფად იპოვოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვაზე. თუ თქვენი შეკითხვა სიაში არ არის, არ მოგერიდოთ შეთანხმების ტექნიკური დახმარების სამსახურთან პირდაპირ დაკავშირება მისამართზე info-eap@eumayors.eu.
ზოგადი ინფორმაცია
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
შეთანხმებასთან მიერთების პროცედურა – როგორ მოვაწეროთ ხელი მერების შეთანხმებას
ვადის გადაცილება – ხელმომწერის წევრობის უფლება შეჩერებულია
მერების შეთანხმების ოფისი
შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა
გამოფრქვევის (ემისიის) საბაზისო ინვენტარრიზაცია (კადასტრი) (BEI)
რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაა (RVA)
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტი
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)
მერების შეთანხმების ანგარიშების შაბლონური ფორმები
მონიტორინგის ანგარიში
ხარისხის ეტალონები
ადგილობრივი კლიმატის და ენერგეტიკის დღეები
ფინანსირების მექანიზმები
შეთანხმების მხარდამჭერნი
შეთანხმების კოორდინატორები
ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები (LAREAS)
მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა
ზოგადი ინფორმაცია
ზოგადი ინფორმაცია
რა არის მერების შეთანხმება?
მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის პირველ და ყველაზე ამბიციურ, ევროკომისიის მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც უშუალოდაა მიმართული ადგილობრივი ორგანოებისა და მათი მოქალაქეების როლის გაზრდაზე კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში. 2008 წლიდან მერების შეთანხმება გადაიზარდა ადგილობრივი ორგანოების აქტიურ მოძრაობაში, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწიონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროში. მერების შეთანხმებაზე ხელმოწერით ადგილობრივი ხელისუფლება ნებაყოფლობით იღებს სასათბურე გაზების გამოფრქვევის (ემისიის) შემცირებისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე შეწინააღმდეგების ვალდებულებას მდგრადი ენერგეტიკისა (და კლიმატის) სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით.
რა ვალდებულებები უნდა შეასრულონ შეთანხმების ხელმომწერებმა?
შეთანხმების ხელმომწერთა ვალდებულებები უკავშირდება ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის საფუძვლებს. აქ შედის ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პაკეტი 2020 წლამდე იმ ხელმომწერებისთვის, ვინც შეთანხმებას 2008–2015 წ.წ. შეუერთდა და ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის საფუძვლები და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ევროკავშირის სტრატეგია 2030 წლამდე იმ ხელმომწერებისთვის, რომლებიც 2015 წლის მერე შეუერთდნენ შეთანხმებას.
ხელმომწერები, რომლებიც 2020 წლამდე სტრატეგიის (მერების შეთანხმება 2020) და/ან მისი ადაპტირებული ვერსიის (მერები ადაპტირდებიან) ფარგლებში მუშაობენ მოწოდებულნი არიან განაახლონ და გააფართოონ 2030 წლამდე კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე მიმართული საკუთარი ვალდებულებები (მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის) საბჭოს მიერ ახალი ვალდებულებების აღებით და 2030 წლის მიერთების ფორმით.
მერების შეთანხმება
2008 და 2015 წლებს შორის მერების შეთანხმებასთან მიერთებულმა ხელმომწერებმა ნებაყოფლობით ივალდებულეს გადააჭარბონ ევროკავშირის მიზნებს და 2020 წლამდე 20%–თ შეამცირონ CO2–ს გამოფრქვევა.
მერები ადაპტირდებიან
ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებმაც 2014 დან 2016 წლამდე პერიოდში მოაწერეს ხელი “მერები ადაპტირდებიან – ადაპტირების შესახებ მერების შეთანხმებას”, აიღეს პოლიტიკური ვალდებულება იმოქმედონ კლიმატის შეცვლასთან ადაპტაციის მიმართულებით.
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
2015 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ივალდებულეს 2030 წლამდე CO2–ს (შეძლებისდაგვარად სხვა სასათბურე გაზებისაც) გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 40%–თ, კლიმატის შეცვლით გამოწვეული ზეგავლენების მიმართ შეწინააღმდეგების უნარის გაზრდა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის მდგრადი მოწოდება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის CO2–ს შემცირების ამოცანა დადგენილია მინიმუმ 30%–მდე
რატომ არ დგება ფინანსური ვალდებულებები მერების შეთანხმების ხლემოწერით?
მერების შეთანხმების ამომავალი წერტილი იყო ევროპის ქალაქების მოწოდება, რომელიც მოიწონა და მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. რამდენადაც მერების შეთანხმება ქვემოდან წამოსული ინიციატივაა, და ამავე დროს არის მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობითი ვალდებულება მიაღწიონ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც თვითონვე დაისახეს, ამ შეთანხმებაზე მიერთება სრულიად უფასოა, ისევე როგორც გეგმიური დავალებების შესრულება და ანგარიშგება შეთანხმების შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.
რას იღებენ შეთანხმების ხელმომწერნი სამაგიეროდ?
ევროკომისიამ ვალდებულება აიღო მხარი დაუჭიროს მერების შეთანხმების ხელმომწერ ადგილობრივ ხელისუფლებებს და გაასაჯაროოს მათი საქმიანობა
ჯერ ერთი, კომისიამ ჩამოაყალიბა და დააფინანსა მერების შეთანხმების ოფისი (оСоМ), რომელიც საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით ნებისმიერ საკითხში უწევს დახმარებას ხელმომწერებს და პოპულარიზაციას უწევს მათ საქმიანობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. СоМ ოფისი ასევე კოორდინაციას უწევს მესამე პირებთან ურთიერთობებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და დონორებთან ხელმომწერთა საქმიანობის მხარდასაჭერად.
მეორეც, ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს оСоМ–თან, რათა მიაწოდოს სრული ტექნიკური გაიდლაინები და შაბლონები, რომელთა მიზანიცაა მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარება, და სამოქმედო გეგმების განხორცილებისა და მათი შედეგების მონიტორინგის უზრუნველყოფა.
მესამეც, ევროკომისიამ აიღო დაფინანსების მექანიზმების შექმნისა და ევროკავშირის დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერის გაკრვეული ვალდებულება.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ხელმომწერები ამ მოძრაობასთან მიერთების უამრავ მიზეზს ასახელებენ, რომელთა შორისაცაა:
- CO2–ს შემცირების ამბიციური ვალდებულების საჯაროდ გამოცხადება;
- საკუთარ ტერიტორიაზე CO2–ს შემცირების დინამიკის შექმნა ან გაძლიერება;
- მიბაძონ და მაგალითი გადაიღონ ამ საქმის პიონერებისგან;
- საკუთარ ტერიტორიაზე მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება
- გააცნონ საკუთარი ტერიტორის საუკეთესო პრაქტიკა დანარჩენ საზოგადოებას;,
- განაცხადონ საკუთარი მიღწევების შესახებ როგორც შეთანხმების წევრი საზოგადოებრიობის შიგნით, ისე მის გარეთ შეთანხმების ვებ–გვერდის საშუალებით;
- გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი;
- მიიღონ სარგებელი ფართე ტექნიკური მხარდაჭერიდან;
- გააძლიერონ თანამშრომლობა საკუთარ მოქლაქეებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან სამოქმედო გეგემების შემუშვებისა და მისი შესრულების მონიტორინგის გზით.
რისი მოწოდება ევალებათ ხელმომწერებს?
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ადგილობრივი ხელისუფელბები კისრულობენ:
- მოამზადონ და წარმოადგინონ ემისიების საბაზისო დონის ინვენტარიზაცია, (BEI) სადაც მითითებული იქნება ხელმომწერის ტერიტორიაზე გამოფრქვეული CO2–ს რაოდენობრივი მაჩვენებელი;
- მოამზადონ და წარმოადგინონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება (RVA), რომელშიც რისკის დონე ფასდება პოტენციური კლიმატური საფრთხეების ანალიზის, და ხელმომწერის ტერიტორიაზე მოწყვლადობების შეფასების საფუძველზე
- წარმოადგინონ მერების შეთანხმების ინიციატივასთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დადგენილ ვადებში მომზადებული (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმისთვის, და ორი წელი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის) და ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებული მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გგეგმა (SECAP). გეგმაში მითითებული უნდა იყოს დასახული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ზომები და პროგრამა.
- რეგულარულად – ყოველ ორ წელიწადში სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ – წარმოადგინონ მონიტორინგის ანგარიშები სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული წარმატებების მითითებით.
მერების შეთანხმება და მერები ადაპტირდებიან (ვალდებულებები 2016 წლამდე)
მერების შეთანხმების ინიციატივის და/ან “მერები ადაპტირდებიან”–ს ხელმომწერთათვის ვალდებულებები და ანგარიშგების შესაბამისი მოთხოვნები იგივეა, რაც ვალდებულებების თავდაპირველ (მიერთებისას ხელმოწერილ) ტექსტშია მითითებული:
- მერების შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ ოფიციალური ხელმოწერიდან ერთი წლის ვადაში წარადგინონ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ), ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში – მონიტორინგის ანგარიშები.
- “მერები ადაპტირდებიან”–ს ხელმომწერები ვალდებულნი არიან ოფიციალური ხელმოწერიდან ორი წლის ვადაში შეიმუშაონ ადაპტაციის ადგილობრივი სტრატეგია და/ან ჩართონ ადაპტაციის ნაბიჯები არსებულ შესაბამის გეგმებში, ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში წარადგინონ მონიტორინგის ანგარიშები.
ხელმომწერები თანახმა არიან შეჩერდეს მოცემულ ინიციატივაში მათი წევრობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ ვადებში ვერ წარმოადგენენ ზემოხსენებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიში). როგორც კი ხელმომწერები მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ, მერების შეთანხმებაში მათი წევრობა განახლდება. წევრობის შეჩერების დეტალები.
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
რა სიახლეს შეიცავს მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის?
ხედვა, მისწრაფებები, სამუშოს მოცულობა
“მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის” – ეს ინიციატივა წამოწყებული იყო 2015 წლის 15 ოქტომბერს “მერების შეთანხმებისა” და “მერები ადაპტირდებიან” ერთობლივ ცერემონიაზე, სადაც დამტკიცდა გრძელვადიანი ხედვა და ახალი ვალდებულებები 2030 წლამდე.
ეს ინიციატივა განსაზღვრავს ურთიერთდაკავშირებლი გამოწვევების გამკლავებაზე მიმართულ ახალ ვალდებულებას(ებს) და ერთობლივ გრძელვადიან ხედვას: კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილება, ადაპტაცია და ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუვნელყოფა.
ახალი ხედვა სამ ნაწილიანია და შეიცავს:
ჩვენი ტერიტორიების დეკარბონიზაციის დაჩქარებას, რითაც მიიღწევა გლობალური დათბობის საშუალოდ 2°C–ზე ნაკლებზე დაყვანა.
კლიმატის ცვლილების გარდაუვალ ზემოქმედებასთან ადაპტაციის პოტენციალის გაძლიერება, რაც ჩვენი ტერიტორიების შეუპოვრობას შეუწყობს ხელს.
ენერგოეფექტურობის ამაღლება და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება ჩვენს ტერიტორიებზე ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუვნელსაყოფად.
ეს ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალ “გლობალურ წამოწყებას”, რომლის ფაგრლებშიც ხელმომწერებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი ხედვები, შედეგები, გამოცდილება და ნოუ–ჰაუ ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და ქალაქების დაძმობილების გზით.
ვალდებულებები
ხელმომწერები, 2030 წლისათვის ვალდებულობენ მინიმუმ 30%–თ შეამცირონ ნახშირბადის ემისია საკუთარ ტერიტორიაზე და აამაღლონ მდგრადობა კლიმატის ცვლილების მიმართ, ასევე გაზარდონ ძალისხმევა ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდებისთვის.
იმისათვის, რომ ვალდებულებები საქმეში გადაიზარდოს ხელმომწერი ვალდებულებას იღებს, ორი წლის ვადაში ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, წარმოადგინოს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP) და ასევე შესაბამის პროგრამებზე, სტრატეგიასა და გეგმებზე მორგებული ადაპტაციის მოსაზრებები.
ჩემი ადგილობრივი ხელისუფლება უკვე არის მერების შეთანხმების ხელმომწერი – როგორ შეგვიძლია ახალი ვალდებულების აღება?
როგორც მომქმედმა ხელმომწერმა შეგიძლიათ შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერ დროს აიღოთ ახალი ვალდებულებები ქალაქის საბჭოში მათი დამტკიცების და ახალ ვალდებულებებთან მიერთების შესაბამისად ხელმოწერილი ფორმის წარდგენის შემდეგ. ეს ფორმა ჩვენთან შეგიძლიათ მოიპოვოთ.
თუ მერების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი გაქვთ, მაგრამ ჯერ არ დაგიწყიათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მომზადება:
– სანაცვლოდ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ძალისხმევა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის (SECAP) სამოქმედო გეგმის მომზადებისკენ, რომელიც 2030 წლამდე ვადებზე იქნება გათვლილი როგორც კლიმატის ცვლილების ზეგვლიენის შერბილების, ისე მის მიმართ მედეგობის ამაღლების თვალსაზრისით. თქვენი SECAP–ს წარდგენისას მოგეთხოვებათ ასევე ხელშეკრულებასთან მიერთების ახალი ფორმის შევსებაც.
თუ მერების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი გაქვთ და მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმაც წარდგენილი გაქვთ:
ფოკუსირება უნდა მოახდინოთ თქვენი საქალაქო საბჭოს მიერ 2020 წლამდე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, და ასევე შეაფასოთ ამ მიმართულებით არსებული მიღწევები. თუ გსურთ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის (SECAP) სამოქმედო გეგმის წარდგენა 2020 წლამდე, ჯერ უნდა წარადგინოთ ანგარიში მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის (SEAP) შესრულების ანგარიში მონიტორინგის არსებული შაბლონის შესაბამისად.
თითოეული მომქმედი ხელმომწერი, საკუთარი გეგგმის ციკლურობიდან გამომდინარე, თავად წყვეტს როდის აიღოს ახალი ვალდებულებები და, შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს SECAP.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა, რომლებსაც 2020 წლამდე ვალდებულებებზე ხელი აქვთ მოწერილი და ახლა სურთ ახალი ვალდებულებების აღება, კლიმატისა და ენერგეტიკისთვის მერების ახალ შეთანხმებასთან მიერთების მიზნით, შევსებული ფორმა უნდა გაგზავნონ პირდაპირ info-east@eumayors.eu მისამართზე, რადგან ამ შემთხვევაში ონლაინ დარგისტრირების საშუალება არ არსებობს.
შეთანხმებასთან მიერთების პროცედურა – როგორ მოვაწეროთ ხელი მერების შეთანხმებას
შეთანხმებასთან მიერთების პროცედურა – როგორ მოვაწეროთ ხელი მერების შეთანხმებას
ვის შეუძლია მიერთება?
ევროპის ნებისმიერი ქალაქის – მცირე ქლაქებიდან დაწყებული და დიდი მეტროპოლიებით დამთავრებული – ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ გახდნენ მერების შეთანხმების ხელმომწერნი. ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლები დემოკრატიულად იყვნენ არჩეულნი.
რამდენადაც ინიციატივა მოითხოვს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სრულყოფიილი სამოქმედო გეგმის (SECAP) შემუშავებასა და განხორცილებას, ხელმომწერი მმართველი ორგანო კომპეტენტური უნდა იყოს ცოდნის სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, მსენებლობა, მიწათსარგებლობის დაგეგმარება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და ა.შ. თუ დაინტერესებულ ადგილობრივ ორგანოს არ გააჩნია სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო საკმარისი კომპეტენცია ან რესურსები, მათ დახმარება უნდა გაუწიონ შესაბამისმა ორგანოებმა, რომელთაც ამის პოტენციალი გააჩნიათ. აქ იგულისხმება შეთანხმების ტერიტორიალური კოორდინატორები ან მხარდამჭერები.
ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მცირე ორგანოებს ჯგუფური ხელმომწერის სახით შეუძლიათ მიუერთდნენ მერების ხელშეკრულებას და გაინაწილონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. აქ შეგიძლიათ იხილოთ ქალაქების ჯგუფურად მიერთების ინსტრუქცია
როგორ ხდება მუნიციპალიტეტის მიერთება?
მერების შეთანხმების ხელმოწერის მსურველმა მუნიციპალიტეტმა ვალდებულებები უნდა წარუდგინოს ქალაქის საბჭოს (ან სხვა, შესაბამის, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს) და იქ მოხდეს მათი განხილვა. მას შემდეგ, რაც ხელმოწერის გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღბული, ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანომ ონლაინ უნდა შეავსოს საინფორმაციო ფორმა და ატვირთოს მერის ხელმოწერილი მიერთების ფორმა, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია აქ. საბჭოს მიერ გადააწყვეტილების მიღბის თარიღი არის ქალაქის შეთანხმებასთან მიერთების თარიღი და იგი მითითებული უნდა იყოს საინფორმაციო და საკონტაქტო ფორმაში. ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც სწორად შეავსებენ შეთანხმებასთან მიერთების ფორმას და ონ–ლაინ რეგისტრაცია ექნებათ შემდგომში ჩაირიცხებიან შეთანხმების ხელმომწერთა საჯარო სიაში.
შენიშვნა: მერების შეთანხმება ნებაყოფლობითი ინიციატივაა და მასთან მიერთება სრულიად უფასოა.
როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტების ჯგუფის მიერთება?
ერთმანეთთან ახლოს განლაგებულ მცირე მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მოამზადონ ერთობლივი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა. ჯგუფში ჩასართავად საჭიროა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდეს და შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ერთობლივი SECAP ფორმა. მუნიციპალიტეტებს თანამშრომლობის ორი ვარიანტიდან შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი:
ვარიანტი 1 – ინდივიდუალური ვალდებულებები: ჯგუფიდან თითოეული ხელმომწერი ინდივიდუალურ ვალდებულებას იღებს 2020 წლისთვის შეამციროს СО2–ს გამოფრქვევა მინიმუმ 20%–თ და/ან 30%–თ 2030 წლისთვის. ამ შემთხვევაში მან უნდა შეავსოს საკუთარი შაბლონური ფორმა. სამოქმედო გეგმა შეიძლება შეიცავდეს როგორც ინდივიდუალურ, ის ერთობლივ ღონისძიებებს.
ვარიანტი 2 – საერთო ვალდებულებები: ხელმომწერთა ჯგუფი ერთობლივად ვალდებულობს 2020 წლისთვის შეამციროს СО2–ს გამოფრქვევა მინიმუმ 20%–თ და/ან 30%–თ 2030 წლისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელმომწერთა ჯგუფის მიერ ივსება მხოლოდ ერთი საერთო შაბლონური ფორმა, რომელიც საჯარო ვებ–გვერდზე გამოჩნდება ქალაქების ჯგუფურ პროფილში.
როდის შეიძლება შეთანხმებასთან მიერთება?
ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მერების შეთანხმებასთან მიერთება, ამისათვის დადგენილი ვადები არ არსებობს. მერების შეთანხმების ცერემონია ყველა მერს საშუალებას აძლევს, რომ გამოაჩინონ საკუთარი საქმიანობა, დაამყარონ კავშირები და საჯაროდ მოაწერონ ხელი შეთანხმებას.
შენიშვნა: მიერთების თარიღად ითვლება ქალაქის საბჭოს (ან მისი ექვივალენტური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.
ვინ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებასთან მიერთების ფორმას?
ქალაქის საბჭო იღებბს მერების შეთანხმებასთან მიერთების ოფიციალურ გადაწყვეტილებას და ქალაქის მერს ან მის წარმომადგენელს გადასცემს მიერთების ფორმის ხელმოწერის უფლებამოსილებას.
როგორ შეიძლება ხელმომწერის სტატუსის შემოწმება?
შეთანხმების ხელმომწერი, დიდი და პატარა ქალაქების სიის გაცნობა შეგიძლიათ აქ
ვადის გადაცილება – ხელმომწერის წევრობის უფლება შეჩერებულია
ვადის გადაცილება – ხელმომწერის წევრობის უფლება შეჩერებულია
როდის შეუჩერდება წევრობა ხელმომწეერს?
როგორც ვალდებულებების შემცველ დოკუმენტებშია აღწერილი, ყველა ხელმომწერი ეთანხმება წევრობის შეჩერებას იმ შემთხვევაში თუ დადგენილ ვადებში ვერ წერმოადგენენ ზემოთ მითითებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიშები). ეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია, რომელსაც ყველა ხელმომწერი დაეთანხმა მერების შეთანხმების ხელმოწერის დროს. თუ ხელმომწერის წევრობა შეჩერებულია, საჯარო ვებ–გვერდზე მისი პროფილი ნაცრისფერდება და ხელმომწერების ძიების დროს არ გამოჩნდება.
შეუძლია თუ არა ხწლმომწერს დაბრუნება წევრობის შეჩერების შემდეგ?
ხელმომწერს, რომელმაც დოკუმენტების მიწოდების ვადები ვერ დაიცვა და ამის გამო შეუჩერდა წევრობა, მაინც ექნება საკუთარ პროფილზე წვდომა “ჩემი შეთანხმების” სახელით და ყოველთვის შეუძლია დაბრუნება. როგორც კი ხელმომწერი წარადგენს ანგარიშს, რომელიც დროზე არ იქნა წარდგენილი, ის ავტომატურად გამოჩნდება საჯარო ვებ–გვერდზე და ხელმომწერთა საძიებელში, როგორც აქტიური ხელმომწერი. გადავადება არსად არ რეგისტრირდება და არანაირ გავლენას არ მოახდენს შემდგომ საქმიანობაზე მერების შეთანხმების ფარგლებში.
მერების შეთანხმების ოფისი
მერების შეთანხმების ოფისი
რას წარმოადგენს მერების შეთანხმების ოფისი (CoMO)?
მერების შეთანხმების ოფისი (CoMO), რომელიც ევროკომისიი მიერ ფინანსდება, ინიციატივის საერთო კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. CoMO იმართება ადგილობრივი და რეგიონალური სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენელი გამოცდილი ევროპული ქსელების კონსორციუმის მიერ, სადაც შედიან: Energy Cities. ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო (CEMR), Climate Alliance, EUROCITIES, Fedarene და ICLEI Europe.
ინიციატივის კოორდინაცია ხორციელდება ევროკომისიის გაერთიანებულ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც ხელმომწერთა მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. ეს ხდება ანგარიშგების ონ–ლაინ სისტემის მეშვეობით და მისი ნახვა ხელმომწერებს შეუძლიათ სისტემაში “ჩემი შეთანხმება” (‘My Covenant’) შესვლისთანავე.
რას შეიძლება მოელოდეთ CoMO –გან?
მერებბის შეთანხმების ოფისი მოქმედებს, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი ყველა ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოს ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი. მისი მიზანია:
- დაეხმაროს ყველა იმ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს, რომელსაც სურს, მიერთების პროცედურის გავლით, მონაწილეობა მიიღოს ინიციატივაში.
- მერების შეთანხმებასთან დაკავშირებული ზოგადი და ტექნიკური ინფორმაციის, და ასევე ვალდებულებების გაცნობა ხელმომწერთათვის.
- თქვენს საკომუნიკაციო და სარეკლამო საქმიანობაში დახმარება.
- მესამე პირებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ. შეთანხმების კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან) ურთიერთობების კოორდინაცია
- მერების შეთანხმების მონაწილე მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა.
ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი ბასუხისმგებელია სამოქმედო გეგმების შეფასებაზე, ხელმომწერი ქალაქებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე, და ასევე პასუხების მომზადებაზე ტექნიკური ხასიათის შეკითხვებზე.
რა არის მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი (oСоМ-East)?
მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი (oСоМ-East), რომელიც ფინანსდება ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ, პასუხისმგებელია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინიციატივის კოორდინაციასა და მენეჯმენტზე. ოფისი ხელმომწერებს უწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ. დახმარებას, ხელს უწყობს შეთანხმების პარტნიორებს შორის ურთიერთქმედებას და უზრუნველჰყოფს მათი საქმიანობის წარმოჩენას.
ბრიუსელში განლაგებულ oСоМ–თან ერთად oСоМ აღმოსავლეთი, რომელიც ერევანში (სომხეთი), მინსკში (ბელარუსი), თბილისში (საქართველო), კიშინიოვში (მოლდოვა) და კიევშია (უკრაინა) განლაგებული, დახმარებას უწევს ხელმომწერებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
ოფისი იმართება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს Energy Cities, და რომელშიც შედის ასოციაცია “Climate Alliance”, კონსალტინგის კომპანია “Kommunalkredit Public Consulting”, ფონდი “ინტერაქცია”, ასოციაცია “უკრაინის ენერგოეფექტრი ქალაქები”, სომხეთის თემების რესპუბლიკური ასოციაცია.
მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი პირველადი შუამავლის როლს ასრულებს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მერების შეთანხმებას შორის. მისი მიზნებია:
– შეთანხმების ინციატივასთან მიერთების მსურველი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელშეწყობა.
– მერების შეთანხმებასთან და მასში ჩამოთვლილ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება ხელმომწერთათვის. .
– მესამე პირებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ. შეთანხმების კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან) ურთიერთობების კოორდინაცია.
ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი და ასოციაცია «Climate Alliance» დახმარებას უწევენ უფრო სპეციფიკურ საკითხებში, როგორიცაა СО2–ს გამოფრქვევის ინვენტარიზაცია, SEAP/SECAP–ების შემუშვება და შეფასება.
რას შეიძლება მოელოდეთ CoMO აღმოსავლეთისგან?
CoMO აღმოსავლეთი, ტექნიკური დახმარების ჯგუფის მეშვეობით, ეხმარება შეთანხმების ხელმმომწერებს მთელ რიგ საკითხებში.
კერძოდ CoMO აღმოსავლეთი ანხორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ინდივიდუალური ტექნიკური, საექსპერტო და ადმინისტრაციული დახმარება ხელმომწერი დიდი და პატარა ქალაქებისთვის;
ტქანიკური გაიდლაინების, შაბლონებისა და მეთოდოლოგიური მასალის შემუშვება და გადაცემა ხელმომწერებისთვის,
– მონაცემთა მოგროვების;
– ემისიის საბაზო ინვენტარიზაციის შემუშვების;
– ქალაქის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების;
– SEAP–ს ფარგლებში საქმიანობის მონიტორინგის პროცესისა და შესრულების შესახებ ანგარიშგების მიზნით
შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა
შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა
რატომ არის აუცილებელი ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება?
მთელი პროცესის – SEAP/SECAP–ს მომზადებით დაწყებული და განხორციელების შედეგებით დამთავრებული – წარმატების გასაღებს წარმოადგენს სხვადასხვა ადგილობრივ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს (მაგ. მერიის განყოფილებებსა და სამმართველოებს შორის) შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. გარდა ამისა შესაბამისი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების დროს SEAP/SECAP–ს გათვალისწინება.
მუნიციპალიტეტები არ უნდა თვლიდნენ, რომ SEAP/SECAP დამოუკიდებელი დოკუმენტია. პირიქით, ის მჭიდროდ გადაჯაჭვული უნდა იყოს ხელმომწერის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან და ინტეგრირებული იყოს ადგილობრივი ადმინისტრაციის სხვადასხვა დანაყოფების ყოველდღიურ ფუნქციებში.
SEAP/SECAP უნდა მიუთითებდეს, თუ რა ოპერატიული ჯგუფები და ადმინისტრაციული სტრუქტურებია შექმნილი ან შეიქმნება უახლოეს მომავალში გამონაფრქვევის საბზისო ინვენტარიზაციის მომზადების (BEI), რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების (RVA), SEAP/SECAP–თ გათვალისწინებული ზომების დაგეგმვისა და განხორციელების, და შედეგების მონიტორინგის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მართვის სტრუქტურას ხელმძღვანელობდეს მენეჯერი, რომელსაც გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროში, და ასევე SEAP/SECAP–თვის შესაბამისი რაოდენობის ადამიანური რესურსების გამოყოფას სტრუქტურაში (შტატში) ენერგეტიკის მენეჯერის არსებობამ პრინციპიალური როლი შეიძლება ითამაშოს ქალაქის ფარგლებში SEAP/SECAP–ს ეფექტიან განხორციელებაში.
გამოფრქვევის (ემისიის) საბაზისო ინვენტარრიზაცია (კადასტრი) (BEI)
გამოფრქვევის (ემისიის) საბაზისო ინვენტარრიზაცია (კადასტრი) (BEI)
რა არის გამოფრქვევის საბაზისო ინვენტარიზაცია?
SEAP/SECAP უნდა შემუშვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე ენერგიის მოხმარებასა და სასათბურე აირების ემისიასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ საწყის ეტაპზე უნდა ჩატარედეს არსებული (საბაზისო) მდგომარეობისა და სტრუქტურების ყოველმხრივი შეფასება. ეს შეფასება იწყება საბაზო წელს საქალაქო მეურნეობის შესაბამის დარგებში ენერგომოხმარების დონის დადგენით და გამოფრქვევის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) შემუშვებით, და ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ორჟანგის (CO2) ემისიის მოცულობის დადგენით.
BEI და CO2–ს გამოფრქვევის შემდგომი ინვენტარიზაცია (თუ შესაძლებელია) წარმოადგენენ იმ ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს საშუალებას აძლევს განსაზღვროს პრიორიტეტული ზომები და სასათბურე აირების ემისიის შემცირების მიზნით მათ მიერ გატარეებული ზომების ეფექტიანობა.
BEI–ს შემუშავება SEAP/SECAP–ს მომზადების სავალდებულო ეტაპია და ასევე წარმოადგენს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკვანძო ასპეექტს. ინვენტარიზაცია ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ოფიციალურად დამტკიცეულ SEAP/SECAP–ს სრულ ვარიანტში უნდა შევიდეს.
ქვემოთ მოყვანილია BEI–ს ძირითადი მახასიათებლები:
- BEI უნდა ასახავდეს ადგილობრივ მდგომარეობას, ანუ უნდა ეყრდნობოდეს მონაცემებს ენერგიის მოხმარება/წარმოების შესახებ და სხვა ადგილობრივ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ინვენტარიზაციის მოსამზადებლად.. ეროვნულ და რეგიონულ საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი შეფასებები და გათვლები არ გამოდგება, რადგან ისინი არ ასახავენ ადგილზე (ქალაქში) არსებულ რეალურ სიტუაციას, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ისინი კონკრეტული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. ასეთი მონაცემების ბაზაზე გათვლილი ინვენტარიზაცია ვერ გამოდგება ათვლის წერტილად იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შესაფასებლად, რომლებიც ხელისფულების ადგილობრივმა ორგანოებმა ჩაატარეს СО2–ს ემისიის შემცირების მიზნით.
- მეთოდოლოგიური მიდგომები და შეფასებისას გამოყენებული მონაცემების წყაროები არ უნდა იცვლებოდეს წლების განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ BEI–ს შემუშავების მიზნით გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული შემდგომშიც, ემისიების შემცირების საქმეში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის მიზნით ჩატარებული ინვენტარიზაციების დროსაც (ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი).
- BEI უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ დარგებს (სექტორებს), სადაც ადდგილობრივი ორგანოები ხელისუფლება გეგმავს ემისიების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, ანუ ის სექტორები, რომლებიც СО2–ს გამოფრქვეის მთავარ წყაროს წარმოადგენენ (BEI–ში შესატანი სექტორების დეტალური აღწერა შეტანილია SEAP–ს სახელმძღვანელოს მე–2 ნაწილში, იხ. ქვემოთ)
- BEI უნდა შეიცავდეს სანდო ინფორმაციას ან, მინიმუმ, რეალობის საღ აღქმას. (ე.ი. შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ობიექტურობით ასახულ რეალობას) .
- BEI–თვის საწყისი მონაცემების შეგროვების პროცესი, მათი წყაროები და გამოთვლის მეთოდოლოგია შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული (ამის გაკეთება SEAP/SECAP–ს ფარგლებშიც შეიძლება, ან, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი მონაცემების შენახვა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს დოკუმენტებში).
- ხელმომწერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დაბეჯითებითაა რეკომენდებული ჩართონ ენერგიის საფასურის მონიტორინგი როგორც BEI–ში, ისე შემდგომ ინვენტარიზაციებში.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია BEI–ს მომზადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ‘აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დიდი და პატარა ქალაქებისთვის SEAP–ს შემუშვების სახელმძღვანელოში’, ნაწილი I (თავი 2) და ნაწილი II – ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია, რომელიც მომზადებულია გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ 2014 წელს.).
შესაძლებელია თუ არა არსებული ინსტრუმენტების გამოყენება СО2–ს ემისიების გამოსათვლელად?
ყველა ხელმომწერს შეუძლია თავად აირჩიოს, თუ რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს ემისიების გამოსათვლელად. ამავე უნდა უზრუნველჰყონ, რომ მათ მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგები შეესაბამება SEAP სახელმძღვანელოში დეტალურად მოცემულ პრინციპებს (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე), რომლებიც ჩვენს ონ–ლაინ ბიბლიოთეკაში მოიძებნება. მიაქციეთ ყურადღება, რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შერბილების ნაწილს შეეხება, ხოლო როცა ემისიების საბაზისო ინვენტარიზაციას მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის (SECAP) აწარმოებთ გაიდლაინები უცვლელი რჩება.
რომელი წელი უნდა ჩაითვალოს საბაზისოდ СО2–ს ემისიის გამოთვლისას?
საბაზისო წლად ითვლება ამოსავალი წელიწადი, რომელთან შედარებითაც СО2–ს გამოფრქვევა უნდა შემცირდეს 2020 წლის ბოლოსთვის. ამდენად, 2020 წლისთვის ემისიის მოცულობის შემცირება 2020 წელს ფასდება საბაზისო წლის გამოფრქვევების მაჩვენებლებთან შედარებით.
SEAP სახელმძღვანელოში ევროპის ქვეყნებისთვის გაცემული რეკომენდაციებისგან განსხვავებით (სადაც ძირითადად 1990 წლი ითვლება საბაზისო წლად), ხელმომსერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რეკომენდაცია ეძლევათ ამოირჩიონ რაც შეიძლება გვიანი წელი (არა 2000 წლამდე), რომელიც ყველაზე კარგად ასახავს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას და რომლის შესახებაც სანდო სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება.
ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაში 1990 წლის საბაზისო ინვენტარიზაციის შესადგენად.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები საბაზისო წელი ეტალონად ვერ გამოდგება არის ის, რომ ქალაქებს, რომელთაც SEAP/SECAP–ში მრეწველობის დარგების ჩართვა უნდათ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან პოსტსაბჭოური ქვეყნების უეტესობა 90–ან წლებში ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რის გამოც ინდუსტრიალიზაციის მაშინდელი დონე ვერ შეესაბამება დღევანდელს.
ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი ორგანო, აქცევს რა ყურადღებას, სხვა ფაქტებთან ერთად იმ ფაქტსაც, რომ 2020 წელი კარს არის მომდგარი, და შესაბამისად დროის არასაკმარისი მონაკვეთია დარჩენილი CO2 ემისიის შემცირეების ზომების მისაღებად, ისახავს ემისიის შემცირების უფრო ხანგრძლივ პერიოდს (მაგალითად 2030 წლამდე). ამ შემთხვევაში მათ უნდა დაისახონ შუალედური მიზნები 2020 წლისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ხელმომწერებთან შედარება.
რას მოიცავს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის სფერო?
ემისიის საბაზისო ინვენტარიზაცია, არსებითად, ემყარება ენერგომოხმარების საბოლოო მონაცემებს, ე.ი. იმას რასაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ტერიტორიაზე მოიხმარენ საბოლოო მომხმარებლები (ელექტრობის, გათბობა/გაციების და საწვავის ჩათვლით).
ინვენტარიზაციაში ასევე შიძლება ენერგიის ადგილობრივი წარმოების შეტანა იმ შემთხვევაში, თუ SECAP სამმოქმედო გეგმაში შედის მასსთან დაკავშირებული საქმიანობა (მაგ. ფოტოელექტრული პანელები, ქარის ენერგია, ცენტრალიზებული გათბობა, ან ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოება). SEAP სახელმძღვანელოში (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე) მოცემულია მეტი ინფორმაცია ამ ვარიანტის შესახებ. მიაქციეთ ყურადღება, რომ რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შედეგების შერბილებას შეეხება, მაგრამ მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია SECAP–თვისაც ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის განახლების მიზნით.
რომელი მიდგომის არჩევა შეიძლება ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად?
ორი განსხვავებული მიდგომა შეიძლება შეირჩეს ადგილობრივ დონეზე ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად:
ტერიტორიალური (სტანდარტული), ანუ IPCC (კლლიმატის ცვლილების ეკსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფი) მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე საბოლოო ენერგომოხმარების შედეგად წარმოქმნილ CO2–ს მთლიან ემისიებს
სასიცოცხლო ციკლის შეფასებითი (LCA) მიდგომა, რომელიც ენერგომატარებლის (საწვავი/ელექტრობა) მთლიან სასიცოცხლო ციკლს ითვალისწინებს. აქ შედის ის ემისიებიც, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტერიტორიის გარეთ ხდება, (მაგალითად საწვავის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების შედეგად, ან ენერგიის კონვერსიის (გარდაქმნის) შედეგად და ა.შ.
რომელი სექტორები უნდა შევიდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში?
მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდეულებებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული მთელი გეოგრაფიული ტერიტორია. ამდენად ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგიის მოხმარება საქმიანობის ყველა საფეროში/ყველა სექტორში. მერების შეთანხმების მიხედვით ძირითადი სექტორებია:
- მუნიციპალური შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
- მესამე კლასის (არამუნიციპალური) შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
- საცხოვრებელი სახლები;
- ტრანსპორტი.
როდის უნდა ჩატარდეს ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი (MEI)?
იმისათვის, რომ ენერგომოხმარებისა და CO2–ს ემისიების მონაცემები ეფექტიანად გაკონტროლდეს და, თუ საჭირო გახდა, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ადაპტირება, ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ რეგულარულად აწარმოონ ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი. მერების შეთანხმების კონტექსტში მოთხოვნა ასეთია, რომ ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ. ჩვენ გირჩევთ ყოველწლიურად ჩაატაროთ მონიტორინგი, რაც საშუალებას იძლევა ყოველი მომდევნო ინვენტარიზაციის შედეგი შეედაროს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციას და ენერგიის ეკონომიის, განახლებადი ენერგიების წარმოების და CO2–ს ემისიების შემცირების ღონისძიებებში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.
რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაა (RVA)
რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაა (RVA)
რას წარმოადგენს რისკებისა და მოწყვლაადობის შეფასება?
რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება წარმოადგენს ანალიზს, რომელიც განსაზღვრავს რისკის ხასიათსა და ხარისხს. პოტენციური საფრთხეების გაანალიზებისა და მოწყვლადობის შეფასების საფუძველზე დგინდება, თუ რა შეიძლება დაემუქროს, ან დააზიანოს ადამიანები, მათი ქონება, საცხოვრისი, ან გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და რომელზეც დამოკიდებულნი არიან. ის იმ ასპექტების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და, შესაბამისად, იძლევა ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. შეფასება შეიძლება შეეხოს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია წყალდიდობებთან, ექსტრემალურ ტემპერატურებთან და თბურ ტალღებთან, გვალვებთან და წყლის რესურსების სიმცირესთან, ქარიშხლებთან და ამინდის სხვა ექსტრემალურ გამოვლინებებთან,ტყის ხანძრების მატებასთან, ზღვის დონის ამაღლებასთან და სანაპირო ზოლის ეროზიასთან (შესაბამის შემთხვევებში). რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება, ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციასთან ერთად, წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების ამოსავალ წერტილს.
სად ვეძებოთ დახმარება რისკების და მოწყვლადობის შეფასების მომზადებისას?
ადაპტაციის ზომების შემუშვებაში ქალაქებისთვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტი (Urban Adaptation Support Tool) დაწვრილებით და ეტაპობრივ ახსნა–განმარტებას იძლევა, თუ როგორ უნდა მომზადდეს რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება. უფო მეტიც, ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ RVA–ს სწორად გამოყენებასა და მიღებული შედეგების შესაბამისი ადაპტაციის ზომების მიღებაში.
აქ შეიგიძლიათ მოიძიოთ Urban Adaptation Support Tool
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტი
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტი
რა არის საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტი?
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმეტნი (RDT) შემუშავებულია მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ოფისის მიერ, რათა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მიაწოდოს ენერგიის საბოლოო მოხმარებასთან და ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის საკონტროლო მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცის (BEI) პროცესში და ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგის (EIM)*
ინსტრუმენტი შეიცავს მონაცემთა ბაზას, კონკრეტული სექტორებისა და ენერგომატარებლების მიხდევით დანაწილებულ ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის 11 ქვეყნისთვის. მონაცემები შემდეგი სექტორებიდანაა: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი.
ენერგიის წყაროების სიაში შედის: ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი.
*) უნდა აღინიშნოს, რომ ინსტრუმენტი შემუშავებულია საკონტროლო მონაცემების მისაწოდებლად იმ შემთხვევისთვის, როცა არ არსებობს სანდო ადგილობრივი მონაცემები გარკვეული წლების და/ან სექტორების მიხედვით. ეს განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება აღმოჩნდეს პატარა თემებისთვის, სადაც ადგილობრივი მონაცემების შეგროვების სისტემა.
რომელი სექტორები და ენერგომატარებლებია ინსტრუმენტში წარმოდგენილი?
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტში წარმოდგენილია შემდეგი სექტორები: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი, ისევე როგორც სხვა ენერგომატარებლები: ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი.
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)
რა არის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)
მერების წინა შეთანხმების ხელმომწერნი, რომელშიც მხოლოდ ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებაზე იყო საუბარი ვალდებულება აიღეს მოემზადებინათ და 2020 წლამდე განეხორციელებინათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). მერების ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის, შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და 2030 წლამდე განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP), რომელიც ითვალისწინებს კლიმატის შერბილებასაც და ადაპტაციასაც.
სამოქმედო გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს, რომელიც გვიჩვენებს როგორ განახორციელებს შეთანხმების ხელმომწერი საკუთარ ხედვას და ამოცანას. გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, ე.ი. საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას კლიმატის შერბილების ნაწილისთვის, და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას ადაპტაციის ნაწილისთვის (მხოლოდ SECAP–თვის); ნათლად დასახულ მიზნებსა და ამოცანებს; და დაგეგმილ ღონისძიებებს თავისი ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და სავარაუდო შედეგებით.
საქმიანობის სფერო:
მერების შეთანხმება ითვალისწინებს საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი სახელისუფლების ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმომწერნი გამოვლენ რამდენიმე როლში, ან ყველა შესაძლო როლში:
- მომხმარებელი და ნიმუში: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია ენერგიის საკუთარ მოხმარებაზე. ამავე დროს ისინი სანიმუშო უნდა იყვნენ დანარჩენი მომხმარებლებისთვის, ენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარებისკენ მოწოდონ მოქლაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
- დამგეგმავი, განმავითარებელი (დეველოპერი) და რეგულატორი: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის, ტრანსპორტისა და მიწათსარგებლობის პოლიტიკაზე. მათ გააჩნიათ ახალი შენობების ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციის, ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ზომებისა და ადაპტაციის სტრატეგიების ადგილობრივი დაგეგვის პრაქტიკაში ინტეგრირების უფლებამმოსილება, ისინი არეგულირებენ ტრანსპორტის გამართულ მუშაობას და ენერგოეფექტურობას კანონიერი გადაწყვეტილებებისა და ნორმატიული დოკუმენტების მიღების გზით.
- მწარმოებელი და მომწოდებელი: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი კომუნალური საწარმო და მომსახურების მომწოდებელი, ხელი შეუწყოს ენერგიის ადგილობრივად წარმოებას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას (მაგ. სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წაარმოება თბოელექტროსადგურში, უბნის ცენტრალიზებული თბომომარაგება და ა.შ.)
- კონსულტანტი და მოტივაციის მიმცემი: ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოიზიდოს ადგილობრივი საზოგადოება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგ. არქიტექტორების, დამგეგმავების ან მშენებლების) კონსულტანტისა და განმანათლებლის როლში გამოვიდეს.
კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილების თემაზე უფრო დაწვრილებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ SEAP სახელმძღვანელოს (ინგლ. გერმ. ფრანგ. იტ. ესპან. ენებზე)
ადაპტაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადაპტაციაში ქალაქებისათვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტს
რომელი სექტორები/საქმიანობის სფეროებია გათვალისწინებული SEAP–ში და SECAP–ში?
რამდენადაც მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს დაქვემდებარებულ მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საქმიანობას, რომელსაც ეწევა როგორც სახელმიწფო, ისე კერძო სექტორი.
შეთანხმების ხელმომწერთ შეუძლიათ თავად ამოირჩიონ მოქმედების არეალი. პრინციპში მოსალოდნელია, რომ სამოქმედო გეგმების უმეტესობა მოიცავს იმ სექტორებს, რომლებიც ემისიის ინვენტარიზაციაში და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშია (მხოლოდ SECAP–თვის) გათვალისწინებული. კლიმატის ცვლილების შერბილებს ნაწილში (SEAP–ც და SECAP–ც) რეკომენდებულია იმ აქტივობების შეტანა, რომელიც შეთანხმების საკვანძო სექტორებზეა მიმართული:
- მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
- სხვა (არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
- საცხოვრებელი სახლები
- ტრანსპორტი
ასევე შეიძლება სხვა აქტივობების ჩართვა ისეთი სექტორებში, როგორებიცაა, მაგალითად:
- მრეწველობა;
- ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება;
- სითბოს/სიცივის ადგილობრივი წარმოება;
- სხვა (მაგალითად სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა).
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის (მხოლოდ SECAP–თვის):
იმ სექტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ქალაქების მედეგობას უწყობენ ხელს დიდ არის დამოკიდებული კონტექსტზე. ამიტომ კლლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სრული და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს საქალაქო მეურნეობის ყველა იმ სფეროს ადაპტაციის ზომებს, რომლებზეც კლიმატი ახდენს გავლენას. იმ სექტორებს შორის, რომლებსაც ქალაქის მედეგობის გაუმჯობესება შეუძლიათ, აღსანიშნავია:
- ინფრასტრუქტურა
- კომუნალური სევისები
- მიწათსარგებლობის დაგეგმვა
- გარემო და ბიომრავალფეროვნება
- სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობას
- ეკონომიკა.
შეიძლება თუ არა, რომ მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების უკვე არსებული ადგილობრივი გეგმა საკმარისი აღმოჩნდეს SEAP / SECAP ფარგლებში არსებული მოთხოვნილებების შესასრულებლად?
იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი, უკვე არსებული, სამოქმედო გეგმა აკმაყოფილებს მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახედოთ დოკუმენტს და დაადგინოთ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შედეგების ცვლილებისთვის SEAP სახელმძღვანელოში რეკომენდებულ 10 ძირითად მოთხოვნას. (იხ.SEAP სახელმძღვანელო, გვ. 8, ინგლ. გერმ. ფრანგ. იტალ. და ესპ. ენებზე).
მოქმედების გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული საკვანძო ვალდებულებები, ანუ СО2–ს ემისიის შემცირება მინიმუმ 20%–თ 2020 წლამდე და/ან СО2–ს ემისიის შემცირება 30%–თ 2030 წლამდე და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაზრდა (SECAP), რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ივალდებულა მერების შეთნხმების ხელმოწერის დროს.
საჭიროა სტრატეგიული ვალდებულებების გადაყვანა მოკლე– და საშუალოვადიანი კონკრეტული მოქმედებების, და ასევე გრძლევადიანი სტრატეგიისა და მიზნების კონტექსტში. თუ თქვენი, არსებული, გეგმის ვადები არ ემთხვევა მერების შეთანხმებით დადგენილ ვადებს (ე.ი. 2020წ. ან 2030 წ.), მაშინ ის უნდა მიუსადაგოთ იგი მერების შეთანხმების სამიზნე დროით ჩარჩოებს და ჩართოთ შეთანხმების მიზანი ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებულ, თქვენს სამოქმედო გეგმაში
ამასთანავე, თქვენი გეგმის საკვანძო ელემენტების შესახებ უნდა განაცხადოთ ონ–ლაინ შაბლონის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე ‘ჩემი ხელშეკრულება’ (‘My Covenant’). გთხოვთ ასევე გადახედოთ ანგარიშგების გაიდლაინებს, რომლებსაც ბიბლიოთეკაში იპოვით.
როდის ხდება SEAP / SECAP შეტანა?
SEAP –ს შეტანის საბოლოო ვადა
მერების შეთანხმების ხელმომწერები, რომლებიც 2020 წლამდე დროის ჩარჩოებში არიან მოქცეული, ვალდებულნი არიან სკუთარი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმები, სადაც დასაბუთებულია შეთანხმების მიზნები და გასატარებელი ღონისძიებები, შეიტანონ ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადაში, როგორც ეს მიერთების დოკუმენტშია მითითებული.
SECAP–ს შეტანის საბოლოო ვადა
ენერგეტიკისა და კლიმატის შესახებ მერების შეთანხმების ხელმომწერები, რომლებიც 2030 წლამდე დროის ჩარჩოებში არიან მოქცეული, ვალდებულნი არიან სკუთარი მდგრადი ენერგეტიკის და კლლიმატის სამოქმედო გეგმები, სადაც დასაბუთებულია შეთანხმების მიზნები და გასატარებელი ღონისძიებები, შეიტანონ ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის ვადაში, როგორც ეს მიერთების დოკუმენტშია მითითებული.
როგორ ხდება SEAP / SECAP შეტანა?
იმისათვის, რომ შეიტანოთ SEAP:
შეთანხმების ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ შეტანის (ჩატვირთვის) ონ–ლაინ სისტემა, რომელში შესვლაც ‘My Covenant’–დანაა შესაძლებელი (ექსტრანეტ ვებ–გვერდის ფუნქცია)
დოკუმენტის ჩატვირთვის პროცედურა ითვალისწინებს შემდეგ ნაბიჯებს:
- ‘My Covenant’ საიტში შესვლა პირადი ლოგ–ინის და პაროლის გამოყენებით. პაროლის აღდეგენა შეგიძლიათ “შესვლა” ფუნქციიდან ნებისმიერ დროს.
- შეავსეთ ინგლისურ ენაზე ‘SEAP შაბლონის ფორმა’. ამისათვის აჭერთ ‘My action plan’ > ‘SEAP template’ საბაზო თავში ცისფერ მენიუში და ავსებთ შემდეგ სამ განყოფილებას: თქვენი ‘Overall Strategy’, თქვენი ‘Baseline Emission Inventory’ და კთქვენი ‘SEAP’. მწვანე ფერის უჯრების შევსება სავალდებულოა! შაბლონის შევსების კონკრეტული ინსტრუქციის პოვნა შეიძლება შეთანხმების ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.
- თქვენი SEAP დოკუმენტის ატვირთვა – SEAP შაბლონის შევსების შემდეგ, დააჭირეთ (დაკლიკეთ) ‘Upload SEAP document’ და შეიყვანეთ თქვენი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა – შესაბამისად დამტკიცებული ქალაქის საბჭოს მიერ – (და სხვა თანმდევი დოკუმენტები) PDF ფორმატში.
- დაადასტურეთ SEAP დოკუმენტის ატვირთვა ‘Go to submission’ დაჭერით (დაკლიკვით) და მიჰყევით ინსტრუქციას.
2017 წელს ხელმისაწვდომი იქნება შაბლონის წინასწარი შემოწმების სისტემა, რომელიც შეცდომების და შეუსაბამობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა დაკლიკოთ ‘See notification checklist’ ღილაკი. ეს მოხდება პარალელური ონ–ლაინ დანართის მეშვეობით, რომელიც გაერთიანებულ კვლევით ცენტრშია შემუშვებული და იქიდანვე იმართება.
მიღებისთანავე თქვენს SEAP დოკუმენტს გაანალიზებს გაერთიანებული კვლევითი ცენტრი და თქვენ მიიღებთ პასუხს. SEAP–ს შეფასების პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შეიძლება აქ.
იმისათვის, რომ შეიტანოთ SECAP
SECAP–ს შეტანის პროცედურა ამჟამად შემუშვების სტადიაშია, რაც უკვე არსებული SEAP შაბლონური ფორმის მოდერნიზაციის გეგმის ნაწილს წარმოადგენს და მასში შევა 2030 წლისთვის აღებული ადაპტაციის ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშგება. 2016 წლის განმავლობაში SECAP შაბლონი ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკაში მხოლოდ EXCEL ფრომატში. ახალ ხელმომწერებს, შეუძლიათ ისარგებლონ EXCEL ვერსიით სამუშაო დოკუმენტის სახით, და ასევე ანგარიშგების სტრუქტურის გასაცნობად, რომელიც ონ–ლაინ იქნება წარმოდგენილი 2017 წლის ბოლო კვარტალში.
ამასობაში ახალ ხელმომწერებს შესაძლებლობა ექნება ჩატვირთონ ნებისმიერი დოკუმენტი, მაგალითად ადაპტაციის სტრატეგია, როგორც SEAP შაბლონის შეტანის არსებული პროცედურის ნაწილი. ახალ ხელმომწერებს ასევე შეუძლიათ არსებული SEAP შაბლონის გამოყენება 2030 წლამდე (2020–ს ნაცვლად) კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად. თუმცა, როგორც კი SECAP შაბლონი ხელმისაწვდომი გახდება 2017 წელს, მათ უნდა შეავსონ მისი ყველა დანარჩენი უჯრა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას ეხება.
როგორ შეიძლება, რომ შეთანხმების ხელმომწერებმა შეიტანონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა?
მერების შეთანხმებას მიერთებულ მეზობელ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოების, ჯგუფს, თუ სურს ერთობლივი SEAP/SECAP სამოქმედო გეგმის შემუშავება, შეუძლიათ ასეც მოქცნენ, რისთვისაც თანამშრომლობის ქვემოთ ჩამოთვლილი ორი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ ერთ–ერთი:
ვარიანტი 1:
შერბილება (მიტიგაცია): ჯგუფში შემავალი თვითეული ხელმომწერი ინდივიდუალურად ვალდებულობს СО2–ს ემისიის შემცირებას (SEAP). რამდენადაც ემისიის შემცირების მიზანი ინდივიდუალურ ვალდებულებად რჩება, ყველა ხელმომწერმა უნდა შეავსოს საკუთარი SEAP/SECAP შაბლონი და შეიტანონ ინდივიდუალური მონაცემები ენერგომოხმარების და CO2–ს ემისიასთან დაკავშირებით. ერთობლივი მოქმედების შედეგად მიღებული CO2–ს ემისიის შემცირება, რომელიც ერთობლივ SEAP/SECAP–შია იდენტიფიცირებული, უნდა განაწილდეს ხელმომწერებზე და აღირიცხოს თვითეულ SEAP/SECAP შაბლონში გამჭვირვალობის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც ერთობლივ SEAP დოკუმენტშია აღწერილი.
ერთობლივი SEAP/SECAP უნდა დამტკიცდეს თვითეული მონაწილე მუნიციპალიტეტის ქალაქის საბჭოს (ან ექვივალენტური ორგანოს) მიერ და აიტვირთოს თვითეული ადილობრივი ორგანოს მიერ საკუთარ პროფილზე ‘My Covenant’–ს საშუალებით (შეზღუდული სივრცე).” SEAP/SECAP–თ მოცული თვითეული ხელისუფლების ორგანოს დასახელება ნათლად უნდა იყოს მითითებული სამოქმედო გეგმაში. ასეთი ტიპის ერთობლივი SEAP/SECAP აღწერილია SEAP სახელმძღვანელოში (ინგლ. რუს.).
ადაპტაცია (მხოლოდ SECAP–თვის): ხელმომწერებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ ერთობლივად მოამზადონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების დოკუმენტი და მისი შესაბამისი საქმიანობა, თუ ცალკ–ცალკე. თუ მიერთება ხდება მუნიციიპალიტეტების ჯგუფის სახით, ანუ ვარიანტი 1–ს შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად რეგისტრირდება და შეაქვს მონაცემები ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოს შესახებ და საკონტაქტო დეტალები, ონ–ლაინ რეგისტრაციის ფორმაში შესაბამისი უჯრის მონიშვნით მიუთითებს, რომ ეს არის მუნიციპალიტეტების ჯგუფი, და ერთობლივ ვალდებულებას იღებენ SEAP/SECAP პირველი ვარიანტის მიხედვიტ. იქვე, ფორმაში მითითებულ გრაფებში, შეიტანს შესაბამის მუნიციპალიტეტებს.
ვარიანტი 2:
მიტიგაცია: ჯგუფში შემავალი ხელმომწერები იღებენ СО2–ს ემისიის შემცირების ერთობლივ ვალდებულებას. ამ შემთხვევაში ემისიის შემცირების მიზანი წარმოადგენს ჯგუფის შემადგენელი მუნიციპალიტეტების ერთობლივ ვალდებულებას. ამდენად ხელმომწერების მიერ ივსება ერთად–ერთი SEAP/SECAP შაბლონის ფორმა. ერთობლივი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ჯგუფის თვითეული მონაწილე ხელმომწერის მუნიციპალური საბჭოს (ან მისი ექვივალენტი გადაწყვეილების მიმღები ორგანოს) მიერ და ატვირთული იყოს საზიარო პროფილში ”My Covenant’–ს საშუალებით (შეზღუდული სივრცე). SEAP/SECAP–თ მოცული ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები, და მათი წვლილი საერთო გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული SEAP/SECAP დოკუმენტში. ამ ვარიანტის მიზანია ხელი შეუწყოს მეზობელი სტრუქტურების საუწყებათშორისო თანამშრომლობას დასახული ამოცანის შესრულების გაადვილების მიზნით. იგი განსაკუთრეებითაა რეკომნდებული მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობას განიცდიან, და ასევე ერთსა და იგივე ურბანულ არეალში განლაგებული მუნიციპალიტეტებისთვის.
(მხოლო SECAP–თვის): ხელმომწერებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების მომზადება, და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა ერთობლივად ან ცალკ–ცალკე. როდესაც მიერთება ხდება მუნიციპალიტეტების ჯგუფის სახით ვარიანტი 2–ს მიხედვით, საჭიროა მხოლოდ ერთი პროფილის გახსნა (შექმნა).ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს შესახებ ინფორმაციისა და საკონტაქტო დეტალების ონ–ლაინ დარეგისტრირებისას ამ საერთო პროფილში უნდა შევიდეს შეთანხმებასთან მიერთების ყველა ინდივიდუალური ფორმა. გარდა ამისა მითითებული უნდა იყოს, რომ ეს არის მუნიციპალიტეტების ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას უერთდება ერთობილივი SEAP/SECAP მეორე ვარიანტით, რისთვისაც რეგისტრაციის ონ–ლაინ ფორმაში უნდა მოიხაზოს შესაბამისი უჯრა, და ჩაიწეროს შესაბამისი მუნიციპალიტეტბი ფრომის იმ უჯრებში, სადაც აუცილებელია.
შემაჯამებელი ცხრილი | ||
შეთანხმების ეტაპები: | ვარიანტი 1 | ვარიანტი 2 |
მიზანი – CO2–ს ემისიის შემცირება | ინდივიდ. მიზანი | საერთო მიზანი |
ადაპტაციის ზომები | ერთობლივად ან ინდივიდუალურად | ერთობლივად ან ინდივიდუალურად |
SEAP/SECAP შაბლონის შეტანა | ინდივიდუალურად | 1 მთელი ჯგუფისთვის |
SEAP/SECAP დოკუმენტის შეტანა | 1 საერთო SEAP/SECAP | |
შედეგების გამოქვეყნება “მერების შეთანხმების” ვებ–გვერდზე | 1 ყოველ ხელმომწერზე | 1 მთელ ჯგუფზე |
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ორივე შემთხვევაში დაბეჯითებითაა რეკომენდებული, რომ ‘ხელმომწერთა ჯგუფმა’ გამოყოს ორგანო/სახელისუფლებო ორგანო, რომელიც SEAP/SECAP–ს შემუშავების და განხორციელების მთელი პროცესის განმავლობაში კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს შეიძლება იყოს ჯგუფში ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტი, ან ქალაქების შემთხვევაში – აგლომერაცია, ან პროვინცია/რეგიონი, რომელიც შეთანხმების ოფიციალურ კოორდინაციას იკისრებს. (იხ. მერების შეთანხმების კოორდინატორების სია) თუ გსურთ მერების შეთანხმებასთან “ხელმომწერთა ჯგუფის” სახით მიერთება, გთხოვთ დაუკავშირდეთ მერების შეთანხმების ოფისს (info-east@eumayors.eu). მერების შეთანხმების ოფისი უფლებას იტოვებს უარი უთხრას ისეთ განცხადებას, რომელიც არ შეესაბამება SEAP სახელმძღვანელოს დანართი 1–ში განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მაგ. მე–2 ვარიანტის შემთხვევაში: ჯგუფი უნდა შედგებოდეს მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებისგან, რომლებც ერთ არეალშია განლაგებული, და თითოეულის მოსახლეობა 10 000 კაცზე ნაკლებია).
მიერთების ფორმის ჩამოტვირთვა:
ხელმომწერთა ჯგუფი – ვარიანტი 1
ხელმომწერთა ჯგუფი – ვარიანტი 2
მიერთების ფორმას ხელს აწერს ჯგუფის წევრი ყველა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს თითოეული მათგანის მუნიციპალური საბჭო.
როგორ ვითხოვოთ SEAP / SECAP–ს შეტანის ვადის გაგრძელება?
ხელმომწერები ვალდებულნი არიან წარადგინონ მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა (SEAP) მიერთბიდან 1 წლის ვადაში, ხოლო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის გეგმა (SECAP) – მიერთებიდან 2 წლის ვადაში*. თუ SEAP/SECAP ამ თარიღისთვის ვერ მოესწრო, შეთანხმების ხელმომწერებმა ვადის გაგრძელება უნდა ითხოვონ. ამისთვის საჭიროა გადავადების ონ–ლაინ ფორმის შევსება, რომელიც განლაგებულია საიტზე ‘My Covenant’ (მერების შეთანხმების ექსტრანეტ ვებ–გვერდი.
თუ ინდივიდუალური ხელმომწერი ხართ (ე.ი. არ განეკუთვნებით ტერიტორიულ კოორდინატორს):
ინდივიდუალურ ხელმომწერებს ეძლევათ 9–თვიანი გადავადება, იმ შემთხვევაში, როცა სიტუაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება არ იძლევა SEAP/SECAP–ს დროულად დასრულებისა და შეტანის საშუალებას.
საბოლოო ვადის 9 თვით გადადების პროცედურა:
– შედით ‘My Covenant’ საიტზე საკუთარი საიდენტიფიკაციო ნიშნებით;
– დააჭირეთ (დაკლიკეთ) ‘‘My Action Plan’ > ‘Submit a delay request’ და შევასეთ ფორმა (ასტერისკით * მონიშნული ყველა ველი აუცილებლადდ უნდა შეივსოს). მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადავადების გამომწვევი მიზეზების ახსნას.
– დააჭირეთ ‘Submit delay request’ ღილაკს. თქვენ 1 დღის ვადაში მიიღებთ დამადასტურებელ ელექტრონულ წერილს
თუ მერების შეთანხმების ოფიციალურ ტერიტორიულ კოორდინატორს განეკუთვნებით
თუ შეთანხმების ოფიციალური ტერიტორიული კოორდინატორი (CTC), გიჭერთ მხარს, შეგიძლით მას 18–თვიანი გადავადება სთხოვოთ.
საბოლოო ვადის 18 თვით გადადების პროცედურა CTC–თვის:
შედით ‘My Covenant’ საიტზე და დარეგისტრირდით მათი საიდენტიფიკაციო ნიშნებით;
დააჭირეთ ‘My Signatories’ > ‘Submit a delay request’ და შევასეთ ფორმა (ასტერისკით * მონიშნული ყველა ველი აუცილებლადდ უნდა შეივსოს). მოთხოვნაში უნდა იყოს: ჩვეულებრივი გადადების მოთხოვნის მთავარ საფუძვლებს და იმ ინსტრუმენტების/მომსახურების ჩამონათვალს, რომლებიც CTC–მ ხელმომწერთა მხარდასაჭერად შეიმუშვა.
დააჭირეთ ‘Submit delay request’ ღილაკს. გადავადება ავტომატურად ებოძებათ ასოცირებულ მუნიციპალიტეტებს. თქვენ (და თქვენს ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტები 1 დღის ვადაში მიიღებთ დამადასტურებლ ელექტრონულ წერილს.
რა ვქნათ, თუ SEAP / SECAP დადგენილ ვადებში არ არის წარდგენილი?
თუ მერებბის შეთანხმების ხელმომწერმა არ შეიტანა განცხადება გადავადების თხოვნით:
ერთი გადავადების უფლება შეიძლება მიეცეს, იმ პირობით, რომ ხელმომწერი სათანადოდ შეავსებს გადავადების მოთხოვნის ონ–ლაინ ფორმას – გთხოვთ იხილოთ FAQ თავი სათაურით ‘როგორ მოვითხოვოთ SEAP–ს შეტანის საბოლოო ვადის გაგრძელება?’
თუ მერების შეთანხმების ხელმომწერს ერთხელ უკვე უბოძეს გადავადება:
ინიციატივის გლობალური წარმატება და მისდამი ნდობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ სრულდებოდეს ხელმომწერების მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ევროკომისია, პატვის სცემს რა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოების ძალისხმევას, რომ დროულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და გაითვალისწინონ მერების შეთანხმების ოფიციალური ტექსტის ის დებულება, რომელიც მის შეწყვეტას ეხება (*), შეაჩერებს ხელმომწერების მოქმედებებს, თუ დოკუმენტი გახანგრძლივებულ ვადებშიც არ იქნება შეტანილი. მიუხედავად ამისა, მერების ხელმომწერის სტატუსის კვლავ გააქტიურება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი იმ პირობით, რომ მუნიციპალიტეტი შეასრულებს პირველად ვალდებულებას და წესითა და რიგით შეიტანს სამოქმედო გეგმას ონ–ლაინ ექსტრანეტ სისტემის საშუალებით (‘My Covenant’).
_____________________________________________________________
(*) მოკლე ამონაწერი შეთანხმების ოფიციალური ტექსტიდან (გვ. 7):
“მონაწილეობის შეჩერება პირობების დაუცველობის შემთხვევაში: ხელმომწეერნი თანახმა არიან, რომ შეუჩერდეთ ინიციატივაში მონაწილეობა – მერების შეთანხმების ოფისის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე – იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (ე.ი. მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა და მონიტორინგის ანგარიშები) დადგენილ ვადებში არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცედურა უზრუნველჰყოფს გამჭვირვალობას, სანდოობას და სამართლიანობას იმ ხელმომწერებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს.
_____________________________________________________________
შენიშვნა: შეჩერების ახალი, სრულიად ავტომატიზებული და გამჭვირვალე პროცედურის შემოღების შემდეგ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხელმომწერი სკუთარ ვალდებულებებს საჯაროდ ხელმისაწვდომია და ინახება მათ ინდივიდუალურ პროფილში – იხ. ხელმმომწერთა სია. თუ ხელმომწერს სტატუსი შეჩერებული აქვს, საჯარო პროფილი განაცრისფერებულია და იუწყება “ხელმომწერის სტატუსი შეცერებულია – დოკუმენტების შემოტანის ვადა ამოიწურა”
რა ხდება SEAP–ს შეტანის შემდეგ? – SEAP / SECAP–ს შეფასება
ანგარიშგების ონ–ლაინ პლატფორმა ‘My Covenant’–ს საშუალებით თქვენი სამოქმედო გეგმის შეტანის შემდეგ თქვენი გეგმის ყველა ძირითადი რეზულტატი, ავტომატურად, გრაფიკულ ასახვას ჰპოვებს მერების ხელშეკრულების ვებ–გვერდზე განლაგებულ თქვენს “ხელმომწერის პროფილში”. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, თქვენს მიერ ატვირთული მთელი დოკუმენტაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი თქვენს საჯარო პროფილზე ჩასატვირთად.
ამის შემდეგ სამოქმედო გეგმა გადაიცემა შეფასების პროცესის გასავლელად, რომელსაც ატარებს ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი გეგმა ვარგისიანობის კრიტერიუმებს და გიგზავნით საპასუხო ანგარიშს.
შეფასების პროცესი ძირითადად ემყარება SEAP / SECAP ონ–ლაინ შაბლონის ფორმაში კოდირებულ აღწერებს. ამიტომ მერების შეთანხმების ყველა ხემომწერი ვალდებულია უზრუნველჰყოს, რომ შაბლონის ფორმაში შეტანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მათ სრულ SEAP / SECAP დოკუმენტს.
ვარგისიანობის კრიტერიუები შემდეგია:
1) სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ქალაქის საბჭოს, ან მისი ექვივალენტური ორგანოს მიერ.
2) სამოქმედო გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილების (ე.ი. СО2–ს გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 30%–თ 2030 წლამდე) და ადაპტაციის შესახებ.
3) სამოქმედო გეგმა უნდა ემყარებოდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) და კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების შედეგებს.
4) კლიმატიც ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს საქმიანობის ძირითად სექტორებს (მუნიციპალური, არამუნიციპალური, საცხოვრებელი შენობები და ტრანსპორტი):
- ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში ამ ოთხიდან მინიმუმ სამი სექტორი უნდა შედიოდეს;
- კლიმატის ზემოქმედების შერბილების ღონისძიებები ამ ოთხიდან მინიმუმ ორ სექტორს უნდა მოიცავდეს.
შეთანხმების ხელმომწერს დაუკავშირდებიან, თუ ონ–ლაინ შაბლონის ფორმა არასრულად იქნება შევსებული, ან თუ რაიმე ინფორმაციის დამატება გახდა საჭირო.
შენიშვნა:
SEAP / SECAP ანალიზის სავარაუდო ვადა – ექვსი თვე.
თქვენი სამოქმედო გეგმის შეფასების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთობლივ კვლევით ცენტრს jrc-com-technical-helpdesk@ec.europa.eu მისამართზე.
იმ შემთხვევებში, როცა სამოქმედო გეგმების კოორდინაციას შეთანხმების კოორდინატორი აწარმოებს, გაერთიანებულ კვლევით ცენტრს შეუძლია ჯგუფური ანალიზის ჩატარება, რაც დააჩქარებს მათ საპასუხო ანგარიშს. თუ თქვენს რაიონს/რეგიონს შემუშავებული აქვს ერთიანი მიდგომა სამოქმედო გეგმების შედგენაში ხელმომწერებისათვის დახმარების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ გაერთიანებულ კვლევით ცენტრს: jrc-com-technical-helpdesk@ec.europa.eu (მეტი ინფორმაცია იხ. აქ).
მერების შეთანხმების ანგარიშების შაბლონური ფორმები
მერების შეთანხმების ანგარიშების შაბლონური ფორმები
რა არის ანგარიშგების შაბლონური ფორმა?
მერების შეთანხმების ანგარიშგების შაბლონური ფორმები საშუალებას აძლევს ხელმომწერებს სტრუქტურირებულად განაზოგადონ მათი სამოქმედო გეგმების ძირითადი ელემენტები და თვალი მიადევნონ შესრულებას მონიტორინგის სტადიაზე. ეს შაბლონები მერების შეთანხმების ოფისის და გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების პრაქტიკოსებთან თანამშრომლობით, არის შემუშავებული.
საკუთარ სახელმწიფო ენაზე შედგენილი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შეტანისას ხელმომწერებმა ონ–ლაინ შაბლონური ფორმაც უნდა შეავსონ, რომელიც, ინგლისურ ენაზე, მოიპოვება შეთანხმების შეზღუდული წვდომის ვებ–გვერდზე ‘My Covenant’. მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ხდება მერების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ოფიციალური შეტანა.
SEAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც 2020 წლამდე მერების შეთანხმების ხელმომწერნი ამჟამად იყენებენ შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
- ზოგადი სტრატეგია: განსაზღვრავს CO2–ს გამოფრქვევის შემცირების საბოლოო მიზანს, საერთო ხედვას, თანამშრომლებისა და ფინანსური სახსრების განაწილებას, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების მოზიდვას და ა.შ.
- ემისიების ინვენტარიზაცია: გვიჩვენებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობას და CO2–ს გამონაბოლქვს ენერგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით.
- სამოქმედო გეგმა: განსაზღვრავს საერთო სტრატეგიის რეალიზაციაზე მიმართულ ძირითად ნაბიჯებს და ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების
გთხოვთ, იხილოთ ‘მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშგებისა და მონიტორინგის გაიდლაინები’ ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.
SECAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისა და კლიმატის შესახებ მერების შეთანხმების ხელმომწერები ამჟამად იყენებენ, და რომელიც კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებისა და ადაპტაციისთვის 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს, შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
შესავალი:
- სტრატეგია: აკონკრეტებს როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზოგად სტრატეგიას. მასში გაერთიანებულია ხედვა, CO2–ს ემისიის შემცირების მიზანი, ადაპტაციის მიზნები, თანამშრომლებისა და ფინანსური რესურსების განაწილება, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და მოქლაქეების მოზიდვა.
თავი I: ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება:
- ემისიების ინვენტარიზაცია; მიუთоთებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ CO2–ს ემისიას ნერეგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით;
- შერბილების ღონისძიებები: განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების ძირითად ღონისძიებებს, რომლებიც საერთო სტრატეგიის განხორციელებაზე უნდა იყოს მიმართული, ასევე ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების შეფასებას.
თავი II: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია:
- ადაპტაციის შეფასების სკალა: იძლევა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ადაპტაციის პროცედურის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვას.
- რისკები და მოწყვლადობა: განსაზღვრავს პოტენციურ სექტორებს და რისკის დონეს, რომელსაც მათ ცლიმატის ცლილება უქმნის;
- ადაპტაციის ღონისძიებები: განსაზღვრავს ძირითადი აქტივობების სიას იმისათვის, რომ მოხდეს ზოგადი სტრატეგიის რეალიზაცია თავისი ვადებით, აღებული ვალდებულებებით, და გამოყოფილი ბიუჯეტით; ასევე იმას, თუ რა რისკებსა და სისუსტეებს შეიცავს ესა თუ ის აქტივობა;
- მაჩვენებლები: წარმოადგენს ერთგვარ საკონტროლო ნუსხას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომპლექსური გეგმის შესრულების სულისჩამდგმელის როლში უნდა გამოვიდეს.
გთხოვთ, იხილოთ ‘ენერგიისა და კლიმატისთვის მერების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშგების ეტაპობრივი ინსტრუქციები ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.
შეგროვილი ინფორმაციის ძირითადი მომენტები შაბლონურ ფორმაში გრაფიკულ ფორმატშია მოცემული, რომელიც შემდგომში მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე თითოეული ხელმომწერის პროფილში ჩნდება.
შაბლონური ფორმა რომელ ფორმატშია ხელმისაწვდომი?
მერების შეთანხმების თქვენი სამოქმედო გეგმა შეტანილი უნდა იყოს ონ–ლაინ შაბლონური ფორმის გამოყენებით, რომელიც განლაგებულია ‘My Covenant’ ვებ გვერდზე.
SECAP შაბლონური ფორმის ვერსია ჩამოსატვირთად მოიპოვება ვებ–გვერდის ბიბლიიოთეკაში. ეს EXCEL–ს შაბლონური ფორმა წარმოადგენს ოფიციალური ონ–ლაინ შაბლონური ფორმის ოფ–ლაინ სამუშაო ვერსიას. ონ–ლაინ ოფიციალური შაბლონური ფორმა ივსება ინგლისურად და შეიტანება ონ–ლაინ. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეუძლებელია EXCEL–ში შეტანილი მონაცემების ექსპორტირება ონ–ლაინ პლატფორმაზე და პირიქით.
SEAP / SECAP შაბლონური ფორმის შევსებისას რამდენად აუცილებელია, რომ შეთანხმების ხელმომწერმა წარადგინოს მხოლოდ საკუთარი საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია (BEI), თუ შესაძლებელია საბაზისო წლის შემდგომი ინვენტარიზაციების ჯამური შედეგების შეტანაც?
საკუთარი სამოქმედო გეგმის წარდგენისას შეთანხმების ხელმომწერთ მოეთხოებათ შეავსონ საკკუთარი საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია, როგორც შბლონური ფორმის ნაწილი. ამასთანავე, სასურველია, რომ შეტანილი იყოს ინფორმაცია შემდგომი ინვენტარიზაციების შესახებ, ე.წ. ემისიების სამონიტორინგო ინვენტარიზაციები (MEIs), თუკი ასეთები არსებობს (გასაკუთრებით სულ ბოლო). მაგალითად, შეთანხმების ზოგიერთ ხელმომწერს ჩატარებული აქვს 1990 წლის საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია და შემდეგ დამატებული აქვს უფრო გვიანდელი ინვენტარიზაციები (MEIs) სამოქმედო გეგმის შბლონურ ფორმაში.
SEAP / SECAP შაბლონური ფორმის შევსებისას რამდენად აუცილებელია,, რომ შეთანხმების ხელმომწერმა ასევე ჩააბაროს ანგარიში უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც CO2–ს ემისიის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია?
თუ თქვენ უკვე განახორციელეთ ემისიის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები, შედეგები ნათელი ხდება საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) მონაცემების შემდგომ ინვენტარიზაციებთან შედარების შედეგად. შეგიძლიათ აღწეროთ ეს ღონისძიებები როგორც სამოქმედო გეგმაში, ისე მონიტორინგის ანგარიშებში. არ არის აუცილებელი წარსულ (დასრულებულ) ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენა სამოქმედო გეგმის შაბლონურ ფორმაში, რადგან ამ ეტაპზე თქვენ მხოლოდ განსაზღვრავთ სამომავლო მოქმედებებს, რომლებიც დასახული მიზნის მისაღწევადაა საჭირო. თუ გადაწყვეტთ, რომ ძველი საქმიანობა შეიტანოთ სამოქმედო გეგმაში, მაშინ მათ, თქვენს შაბლონის ფორმაში, უნდა დაარქვათ “ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები” და ცალკე გმოყოთ ისინი შეთანხმების ვებ–გვერდის “ხარისხის სუკეთესო მაჩვენებლების” კატალოგში.
როგორ უნდა გამოითვალოს CO2–ს მოსალოდნელი საბოლოო შემცირება სექტორების მიხედვით SEAP / SECAP შაბლონის ფორმაში?
CO2–ს ემისიის შემცირების გამოთვლა (SEAP –თვის 2020 წლამდე, ხოლო SECAP–თვის 2030 წლმადე) უნდა წარადგინოთ შაბლონის გრაფაში “თქვენი სამოქმედო გეგმის საკვანძო ელემეტები” (‘Key elements of your Action Plan’). შეთანხმების ხელმომწერებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს გამოთვლები ჩაატარონ “საბაზო წლის მონაცემების საფუძველზე’ (იხ. ვარიანტი 1), ან ბოლო წლის ინვენტარიზაციის შედეგებთ (ვარიანტი 2).
მაგალითი
საბაზო წელი: 1990
CO2–ს ემისიის საერთო მოცულობა საბაზო წელს: 1 მილიონი ტონა
მიზანი: 25%–ანი შემცირება, ანუ 250 000 ტონა
CO2–ს ემისიის ჯამური მოცულობა 2009 წელს: 900 000 ტონა CO2–ს ემისიის ინვენტარიზაციის ბოლო წლის მონაცემების მიხედვით
ვარიანტი 1: თქვენი საბაზისო ინვენტარიზაციის შედეგები ჩათვალეთ ეტალონურ მონაცემებად და შეაფასეთ თვითეული სექტორის მოსალოდნელი წვლილი CO2–ს შემცირების საერთო ამოცანის შესრულებაში.
ამ ვარიანტით CO2–ს, ჯამური მოსალოდნელი შემცირება სექტორების მიხევით უნდა შეესაბამებოდეს CO2 –ს შემცირების საბოლოო მიზანს. ამ მაგალითში ეს რიცხვი უნდა შეადგენდეს 250 000 ტონას.
ვარიანტი 2: თქვენი ბოლო ინვენტარიზაციის შედეგები ჩათვალეთ ეტალონურ მონაცემებად შეაფასეთ თითოეული სექტორის მოსალოდნელი წვლილი იმ ძალისხმევაში, რომელიც ჯერ კიდევ გასაწევია 2020 წლის საერთო მიზნის მისაღწევად.
ამ ვარიანტით CO2–ს, ჯამური მოსალოდნელი შემცირება სექტორების მიხევით უნდა შეესაბამებოდეს დარჩენილ ძალისხმევას. ამ მაგალითში იგი შეესაბამება 150 000 ტონას: რადგან 1990 წლიდან მოყოლებული უკვე მიაღწიეთ СО2–ს ემისიის შემცირებას 100 000 ტონით, მიზნად დაგრჩათ “მხოლოდ” კიდევ 150 000 ტონით შემცირება. ეს ვარიანტი ვალიდურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული გაქვთ ემისიების სამონიტორინგო ინვენტარიზაცია და ანგარიში ამის შესახებ ჩაბარებული გაქვთ SEAP/SECAP შაბლონური ფორმით.
შენიშვნები:
- სექტორების დონეზე ეს გათვლები სავალდებულოა იმ სექტორებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია აქტივეობები თქვენი სამოქმედოგეგმის მიხედვით
- თუ საბაზო წლად ბოლო წელი გაქვთ აღებული, მაშინ ორივე ვარიანტმა ერთნაირი ციფრები უნდა მოგვცეს. ეს ვარიანტები შემუშავებული იყო იმ ქალაქებისთვის დასახმარებლად, რომლებსაც საბაზო წლად დიდ ხნის წინანდელი წლები აქვთ აღებული (მაგ. 1990 წ.)
- ამ ციფრების საფუძველზე გამოყვანილი გრაფიკული გამოსახულება გამოქვეყნდება მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე, ხელმომწერის პროფილში.
რა ხდება მაშინ, როცა CO2–ს ემისიის შემცირების სამიზნე წლებად 2020 ან 2030 წ.წ. კი არა გაქვთ აღებული,, არამედ სხვა ვადები?
2020 და 2030 წლები, მერების შეთანხმების შესაბამისად, თქვენი ვალდებულებების შესრულების ვადებია. ამ მიზეზით, და ასევე იმისთვის, რომ შედარების საშუალება არსებობდეს, მერების შეთანხმების ყველა ხელმომწერმა სამიზნე წლად 2020 ან 2030 წელი უნდა დაისახოს. მაგალითად, თუ თქვენი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უფრო გრძელვადიან, 2030 წლის იქით, მიზნებს ისახავს, ამასთანავე აუცილებელია შუალედური მიზნების დასახვაც 2020 ან 2030 წლისთვის, იმის მიხედვით, თუ რომელი ვალდებულებაა აღებული მერების შეთანხმებით. SEAP/SECAP შაბლონური ფორმაის “სტრატეგიის” ნაწილში შეგიძლიათ, საკუთარი არჩევანის მიხედვით, დააკონკრეტოთ 2020, 2030, და გრძელვადიანი მიზნები (ფაკულტატური).
მონიტორინგის ანგარიში
მონიტორინგის ანგარიში
რას წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში?
მონიტორინგი და შედეგების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს მთავარი მიღწევების დანახვა და სამოქმედო გეგმის მუდმივი გაუმჯობესება (თუ საჭირო გახდა კორექციის ზომების მიღება). მერების შეთანხმების ხელმომწერებს გააჩნიათ მონიტორინგის ანგარიშების რეგულარული წარდგენის ვალდებულება, რათა თვალსაჩინო გახდეს მიღწეული შედეგები როგორც განხორციელებული ზომების, ისე СО2–ს ემისიის შემცირების თვალსაზრისით.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ მონიტორინგის მოკლე ცნობარი.
რა უნდა შევიდეს მონიტორინგის ანგარიშში და როდის უნდა იქნეს შეტანილი? შეთანხმების ხელმომწერებისთვის არსებობს ორი განსხვავებული ვარიანტი:
1) ანგარიში საქმიანობის შესახებ
სამოქმედო გეგმის შეტანიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეთანხმების ხელმომწერნი ატარებეს საკუთარი მიღწევების მონიტორინგს საქმიანობის ანგარიშის სახით, სადაც შედის:
ანგარიში შესრულების მდგომარეობის შესახებ ხარისხობრივ ჭრილში, ადაპტაციის სკალის ბოლო ინფორმაცია, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების ცხრილის განახლებული ვარიანტი.
2) სრული ანგარიშგება
სამოქმედო გეგმის შეტანიდან ყოველ ოთხ წელიწადში შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა წარადგინონ უფრო რაოდენობრივი ანგარიში – სრული ანგარიშგება, სადაც შედის:
ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი და მიღებული ზომების რაოდენობრივი შედეგები, როგორიცაა ენერგიის დაზოგვა, განახლებადი ენერგიის წარმოება, CO2 ემისიის შემცირება.
ადაპტაციის სკალის ახალი მონაცემები, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის მიმართულებით განხორციელებული, მინიმუმ 3 ძირითადი აქტივობის ბოლო მონაცემები.
ეს ანგარიშგების მინიმალური მოთხოვნებია, თუმცა, როგორც საქმიანობის შესახებ ანგარიშგება, ისე სრული ანგარიშგება ხელმომწერმა შეიძლება გააკეთოს იმ სიხშირით, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის იმისთვის, რომ გაიაზროს, თუ რამდენად წარმატებით ასრულებს საკუთუთარ ვალდებულებებს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ “Quick Reference Guide on Monitoring” და “Covenant of Mayors for Climate and Energy Reporting Guidelines” , რომლებიც website library ვებ–გვერდზეა განლაგებული.
როგორ უნდა ჩაბარდეს მონიტორინგის ანგარიში?
შეთანხმების ხელმოწერებს სთხოვენ გამოიყენონ ანგარიშის ჩაბარების ონ–ლაინ სისტემა, რომელიც ‘My Covenant‘ ვებ–გვერდის შეზღუდულ სივრცეშია განლაგებული. პროცედურა შემდეგ ნაბიჯებს გულლისხმობს:
- ‘My Covenant’ ვებ–გვერდზე შესვლა პერსონალური იდენტიფიკაციის ნიშნებით – პაროლის განახლება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ‘sign-in’ ფუნქციიდან.
- შეავსეთ ‘Monitoring template’ (მონიტორინგის შაბლონური ფორმა) ინგლისურ ენაზე – დააჭირეთ “‘My progress’ > ‘Get started’ ან ‘Fill in a monitoring template’ საწყისი გვერდის ცისფერ მენიუში. აირჩიეთ როგორ გინდათ მონიტორინგის განხორციელება – საქმიანობის შესახებ ანგარიშის საშუალებით (ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგის (MEI) ჩართვის გარეშე) თუ სრული ანგარიშგებით (მინიმუმ ერთ–ერთი ბოლო MEI–ს ჩართვით). მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა მწვნე ველის შევსება სავალდებულოა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მინიმუმ სამი აქტივობა მაინც უნდა იყოს წარადგინოთ “ხარისხის ეტალონის” სახით.
- ატვირთეთ მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტი (ფაკულტატური) – მონიტორინგის შბლონური ფორმის შევსების შემდეგ, თუ მოისურვებთ მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტის დამატებას, დააჭირეთ ‘Upload monitoring document’ და ჩატვირთეთ PDF ფორმატში. თუ ამის გაკეთება არ გსურთ, გააგრძელეთ ‘Go to submission’–ზე დაჭერით (დაკლიკებით).
- დაადსტურეთ მონიტორინგის ანგარიშის ონ–ლაინ გაგზავნა – დააჭირეთ ‘submit’, რათა თქვენი მონიტორინგის ანგარიშის შევსებული შაბლონური ფორმა ოფიციალურად იყოს გაგზავნილი. 2017 წლიდან შემოღებული იქნება შაბლონური ფორმის წინასწარ გადამოწმების სისტემა, რომელიც შეცდომებისა და შეუსაბამობების დადგენის საშუალებას იძლევა. ამისათვის უნდა დააჭიროთ ‘See notification checklist’ ღილაკს. სისტემა პარალელური ონ–ლაინ დანართის რეჟიმში იმუშავებს, რომელიც ერთიანმა კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა და თავადვე მართავს.
შაბლონური ფორმის შევსების პროცესის ნაბიჯ–ნაბიჯ განმარტებისთვის ასევე იხილეთ ანარიშგების გაიდლაინები, რომლებიც ვებ–გვერდის ონ–ლაინ ბიბლიოთეკაში მოიპოვება
როგორ მოვითხოვოთ მონიტორინგის შაბლონური ფორმის შეტანის გადავადება?
მონიტორინგის შაბლონური ფორმის შეტანის გადავადების მოთხოვნის შეტანის მიზნით info@eumayors.eu მისამართზე უნდა გაგზავნოთ მოთხოვნის მიზეზის მოკლე ახსნა–განმარტება. თუ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მიიღებდ დადასტურებას.
თუ ინდივიდუალური ხელმომწერი ხართ (ე.ი. არ განეკუთვნებით შეთანხმების ოფიციალურ კოორდინატორს):
ინდივიდუალურ ხელმომწერებს 9 თვემდე ვადით გადავადება შეიძლება ებოძოთ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია, რომლის გმოც ხდება მონიტორინგის ანგარიშის გადადება და ვერ შეტანა ოფიციალურად დადგენილ ვადებში, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს კონტროლს არ ექვემდებარება.
თუ განეკუთვნებით შეთანხმების ოფიციალურ კოორდინატორს:
თუ მხარს გიჭერთ შეთანხმების ოფიციალური კოორდინატორი, კოორდინატორს შეუძლია ითხოვოს 18–თვიანი გადავადება ყველა მხარდაჭერილი ხელმომწერისთვის.
ხარისხის ეტალონები
ხარისხის ეტალონები
როგორ უნდა მიაწოდოთ თქვენი ხარისხის ეტალონები?
შეთანხმების ხელმომწერთ მოეთხოვებათ შემდეგი მოქმედებების ჩატარება:
- ‘My Covenant’–ში შესვლა;
- გადასვლა ‘My Action Plan’ > ‘My Sustainable Energy Action Plan’ და მოქმედებების ჩამონათვალში ‘star’ პიქტოგრამაზე დაჭერით იმ მოქმედებების მონიშვნა, რომლებიც ხარიხსის ეტალონად შეიძლება ჩაითვალოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ მხოლოდ იმ მოქმედებების მონიშვნა შეიძლება, რომლებიც მოცემულ დროში ხორციელდება.
- ინფორმაციის შეტანა ინგლისურ ან რუსულ ენაზე: მონიშნული მოქმედებების მოკლე აღწერა და CO2–ს ემისიის შემცირებასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან, რეალიზაციის ღირებულებასთან და/ან სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებული ძირითადი ციფრები.
შეთანხმების კოორდინატორებმა და მხარდამჭერებმა უნდა შესრულონ შემდეგი პროცედურა:
- ‘My Covenant’–ში შესვლა;
- გადასვლა ‘My Benchmarks’ > ‘Add a new Benchmark’
- სრული ინფორმაციის შეტანა ინგლისურ ან რუსულ ენაზე, მათ შორის მოკლე აღწერა, მონაწილე ხელმომწერბი და რომელ კატეგორიას განეკუთვნება “ხარისხის ეტალონი”
შენიშვნა: მერების შეთანხმების ოფისი იტოვებს უფლებას ამოიღოს საჯარო ვებ–გვერდიდან ‘ხარისხის ეტლონი’, თუ მოწოდებული ინფორმაცია არასრულია და/ან თუ ხელმომწერთა “ხარისხის ეტალონი”–ს მოქმდებები ჯერ არ არის შესული განხორციელების სტადიაში.
რა არის “ხარისხის ეტალონი’?
ხარისხის ეტალონად გამოდგება ადგილობრივი ინიციატივები, რომლებსაც შეთანხმების ხელმომწერნი, კოორდინატორები და მხარამჭერნი ანხორციელებენ საკუთარ ტერიტორიაზე და რომლებიც მათი განსაკუთრებული სიამაყის საგანს წარმოადგენს, და უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოებსაც ურჩევენ მოახდინონ მათი ტირაჟირება..
“ხარისხის ეტალონების” კატალოგი უზრუნველჰყოფს ონ–ლაინ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად იმ მოქმედებების სადემონსტრაციოდ, რომლებსაც ტირაჟირების მაღალი პოტენციალი გააჩნიათ. კატალოგის გაცნობა შეგიძლიატ აქ.
მონიტორინგის ანგარიშის წარდგენისას შეთანხმების ხელმომწერებმა, ‘ხარისხის ეტალონის’ სახით უნდა შეიტანონ მინიმუმ სამი განხორციელებული მოქმედება, რომლებსაც შაბლონურ ფორმაში უფრო დეტალურად აღწერენ.
ადგილობრივი კლიმატის და ენერგეტიკის დღეები
ადგილობრივი კლიმატის და ენერგეტიკის დღეები
რა არის ადგილობრივი კლიმატის ენერგეტიკის დღე?
კლიმატის და ენერგეტიკის დღე არის ადგილობივი ღონისძიება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლება, და კავშირი ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილებას შორის. ამ დღეების ორგანიზება,, როგორც წესი ხდება გარკვეულ პერიოდში, ღონისძიებები განსხვავებული შეიძლება იყოს და უხშირესად მოიცავენ სემინარებს, გამოფენებს, ექსკურსიებს და ღია კარის დღეებს. ენერგეტიკის ადგილობრივი დღეების მაგალითები მოცემულია შეთანხმების ონ–ლაინ პორტალში.
ენერგეტიკის დღეები მუნიციპალური ორგანოების და/ან სხვა უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთადაც შეიძლება ჩატარდეს (მაგალითად ქალაქის დღესთან ერთად).
ღონისძიების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობას, როგორებიცაა ბროშურები, ლიფლეტები, პროსპექტები, რომლებიც მოსახლეობას და ღონისძიების სხვა მონაწილეებს უადვილებენ ინფორმაციის მიღებას.
რისთვის არის საჭირო კლიმატისა და ენერგეტიკის ადგილობრივი დღეების ორგანიზება?
რამდენადაც სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ ტერიტორიას – არა მარტო მუნიციპალურ შენობა–ნაგენბობებს და ტრანსპორტს, არამედ კერძო სახლებს, მომსახურების სფეროსა და ტრანსპორტს – ამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართვა სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.
შეთანხმების თითოეულ ხელმომწერს შეუძლია აამარლოს მათი ჩართულობა ეფექტიანი კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარებით, რომლებიც ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებს შეეხება.
როგორ მივიღოთ დახმარება?
მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე, მერების შეთანხმების აქტუალური დღის წესრიგის პროგრამაში, იპოვით შთაგონებას ენერგეტიკის დღის ღონისძიებების ჩასატარებლად
ამას გარდა, ევროკომისია ყოველწლიურად მასპინძლობს მდგრადი ენერგეტიკის ევროპულ კვირას (EUSEW), რომელიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების საკითხებზეა კონცენტრირებული. EUSEW–ს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეთმობა მთელს ევროპაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ენერგეტიკის დღის აღნიშვნას
ენერგეტიკის დღის ადგილობრივად აღნიშვნა არის არამომგებიანი ღონისძიება, აქტივობა, პროექტი, გამოფენა ან ჩვენება, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროების პოპულარიზაციაზეა მიმართული. გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა გამოფენები, კონფერენციები, ონ–ლაინ ღონისძიებები, წარმოდგენები, ექსკურსიები, ღია კარის დღეები, სემინარები, მედია–კამპანიები და კონცერტები.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ info@eusew.eu მისამართზე
ფინანსირების მექანიზმები
ფინანსირების მექანიზმები
რა შემოთავაზება არსებობს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის Horizon 2020 პროგრამით?
Horizon 2020 არის ევროკომისიის მთავარი კვლევითი და ინოვაციური პროგრამა, რომელზეც დაახლოებით 80 მილიარდი ევროა გამოყოფილი 7–წლიანი ვადით (2014–2020 წ.წ.) პროგრამა სამ ძირითად საყრდენზე დგას მეცნიერების საუკთესო მიღწევები, მოწინავე მრეწველობა და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება. ეს საყრდენები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებად იყოფა, რომელთაგან ორი – განსაკუთრებით საინტერესოა ხელისუფელბის ადგილობრივი ორგანოებისთვის: ‘უსაფრთხო, სუფთა და ეფექტიანი ენერგეტიკა” და “განვითარებული, ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) და ინტეგრირებული ტრანსპორტი”. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის ‘უსაფრთხო, სუფთა და ეფექტიანი ენერგეტიკის’ მიმართულებით საქმიანობის თითოეულ სფეროში დადგენილია შემდეგი პრიორიტეტები:
- ენერგოეფექტურობა: EE-5, EE-6, EE-8, EE-9, EE-10, EE-11, EE-15, EE-19, EE-22, EE-23, EE-24, EE-25.
- კონკურენტუნარიანი, დაბალნახშირბადიანი ენერგეტიკა: LCE-21
- განვითარებული ქალაქები და საზოგადოება: SCC-1, SCC-02 SCC-03
- სხვა აქტივობები: B.1.4. მდგრადი ენერგიის ინოვაციური ფინანსირება (ფინანსური ინსტრუმენტი EIB-ELENA)
რაც შეეხება განვითარებული, ეკოლოგიურად სუფთა და ინტეგრირებული ტრანსპორტის სფეროს, “მობილურობა განსაზღვრავს ზრდის ტემპს” ლოზუნგის ფარგლებში დადგენილია შემდეგი პრიორიტეტები:
- ურბანული მობილურობა: MG5.2, MG-4.4, MG-4.5
- ლოგისტიკა: MG-5.3
- ჭკვიანური სატრანსპორტო სისტემები: MG-6.1, MG-6.2, MG-6.3
- სოციალურ–ეკონომიკური და ბიჰევიორალური (ქცევითი) კვლევები და პოლიტიკის შემუშავებაზე მიმართული პერსპექტიული ღონისძიებები: MG-8.4, MG-8.5
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
- ყველა მოწოდება Horizon 2020 ფარგლებში იხ. აქ.
- ზოგადი ინფორმაცია Horizon 2020 პროგრამის შესახებ, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ შევიტანოთ განაცხადი დაფინანსებაზე, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
- ენერგოეფექტურობის მოწოდების (კონკურსის) თემაზე ნებისმიერი კითხვის წმოჭრის შემთხვევაში დაკავსირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით EASME-Energy@ec.europa.eu ან your H2020 National Contact Point ვებ–გვერდის გამოყენებით
შეთანხმების მხარდამჭერნი
შეთანხმების მხარდამჭერნი
რას ნიშნავს შეთანხმების მხარდამჭერი?
შეთანხმების მხარდამჭერები არიან ხელისუფლების ორგანოების ადგილობრივი და რეგიონული ასოციაციები, ადგილობრივი და რეგიონული თემატური სააგენტოები და არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ მერების შეთანხმების ინიციატივის ხელშეწყობის და საკუთარი წევრების მობილიზაციის საშუალება, რომ დაეხმარონ ადგილობრივ ხელისუფლებას მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ისინი იყენებენ პროპაგანდისტულ, საკომუნიკაციო და ქსელურ საქმიანობას მერების შეთანხმების ინიციატივის მხარდასაჭერად და ხელმომწერების ვალდებულებების შესრულებისთვის დასახხმარებლად.
შეთანხმების მხარდამჭერთა სია მონახეთ აქ.
რა როლს თამაშობენ შეთანხმების მხარდამჭერნი?
გააჩნიათ რა გამოცდილება ნორმატიულ, საკანონმდებლო და ფინანსურ სფეროებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ, შეთანხმების მხარდამჭერთ შესანიშნავი საშუალება აქვთ, ინდივიდუალური მიდგომით, კონსულტაცია გაუწიონ ხელმომწერებს მიმდინარე ინიციატივებთან ურთიერთკავშირების (სინერგიის) დადგენაში. მათ ტექნიკური დახმარების გაწევაც შეუძლიათ ხხელმომწერთათვის. მერების შეთანხმების მხარდამჭერთა ამოცანებს შორის არის:
პოპულარიზაცია გაუწიონ მერების შეთანხმების ინიციატივას, მობილიზება გაუწიონ არსებულ და პოტენციურ ხელმომწერებს (სარეკლამო მასალების ეროვნულ ან რეგიონულ კონტექსტთან ადაპტაცია, ინფორმაციის გავრცელება ბიუ;ლეტენების, ვებ–გვერდების, სემინარების და სხვა ღონისძიებების საშუალებით)
დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ მერების შეთანხმების ხელმომწერებს;
ხელი შეუწყონ გაცვლებს, ასევე მერეების შეთანხმებისთვის აქტუალური ცოდნის, გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და რესურსების გაზიარებას
პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ მერების შეთანხმების სხვა მხარდამჭერებთან და ეროვნულ/ტერიტორიულ კოორდინატორებთან, ხელმომწერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მერების შეთანხმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოებაში, რათა შესაძლებელი გახდეს ერთობლივი საქმიანობა და კოორდინირებული მიდგომა.
უკეთ დაეხმარონ მათი წევრებს და/ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისა და კკლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებთან.
მონაწილეობა მიიღონ მერების შეთანხმების ღონისძიებებში, და დაეხმარონ იმ აქტვიბოების იდენტიფიცირებაში, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია.
რეგულარულად, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, მიაწოდონ ანგარიშები მერების შეთანხმების ოფისს ინიციატივის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ, და მონაწილეობა მიიღონ შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში.
მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების მხარდმჭერთა მონაწილეობა ინიციატივაში, თუ ადგილი ექნება ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების არ შესრულებას.
სინამდვილეში რამდენად არიან შეთანხმების მხარდამჭერნი ჩართულნი მერების შეთანხმების ინიციატივაში, და რა უპირატესობას ანიჭებთ მათ მხარდამჭერის სტატუსი?
შეთანხმების მხარდამჭერობას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია:
- აღიარება ევროკომისიის მიერ
- საერთაშორისო დონეზე საკუთარი საქმიანობის ვიზუალიზაციის საშუალება, განსაკუთრებით მისი პოპულარიზაციით მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე
- გამოცდილების გაცვლა და კავშირების დამყარება (ნეტვორკინგი) ევროპელ კოლეგებთან;
- სპეციალიზირებულ სადიკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და სხვა პლატფორმებში მონაწილეობა გამოცდილების გაცვლის მიზნით;.
- და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი: ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება.
სინამდვილეში, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების მხარდაჭერს, წვდომა აქვს პაროლით დაცულ ’My Covenant’ ვებ–გვერდზე, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან ინფორმაციის და ძირითადი მონაცემების გაცვლის შესანიშნავ პლატფორმას, და ზრდის თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაციის საშუალებას. ’My Covenant’–ს საშუალებით შეგიძლიათ:
- პროფილის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
- თქვენი ‘ხარისხის ეტალონების’ (ე.ი. განხორციელებული მთავარი აქტივობების) ვიზუალიზაცია შეთანხმების საზოგადოებრიობისათვის და მის ფარგლებს გარეთ;
- პოტენციალის გაცვლის პლატფორმაზე (‘Capacity sharing’) სასარგებლო რესურსების ატვირთვა და გაცვლა, სადისკუსიო ჯგუფებში მონაწილეობა;
- დღის წესრიგში თქვენი ღონისძიებების გამოქვეყნება;
- შეთანხმების საზოგადოებრიობასთან ქსელური თანამშრომლობის (ნეტვორკინგი) უზრუნველყოფა (ფორუმების, ვებინარების ღონისძიებების… გზით) და სხვათა საქმიანობიდან შთაგონების მიღება.
ექსტრანეტი (’My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია: თქვენს მიერ შეტანილი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი პირდაპირ აირეკლება საჯარო ვებ–გვერდზე.
როგორ შევიტანოთ განაცხადი?
თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია მიიღოს მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის სტატუსი, მან უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:
- შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ონ–ლაინ ფორმა;
- მონაწილეობის უფლების დადასტურების შემდეგ, შეავსოს და ხელი მოაწეროს ვალდებულებების განაცხადს (დეკლარაციას), და უკან გაგზავნოს შეთანხმების ტექნიკურ სამსახურში მისამართზე info-east@eumayors.eu.
სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი ვალდებულებების განაცხადის მიღების შემდეგ მერების შეთანხმების ოფისი ჰქმნის თქვენი ორგანიზაციის ონ–ლაინ პროფილს, რაც საშუალებას გაძლევტ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მერების შეთანხმების საზოგადოებრიობაში და დაგეხმარებათ უკეთ დაუჭიროთ მხარი თქვენს ასოცირებულ ხელმომწერებს.
შეთანხმების მხარდამჭერნი და მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
შეთანხმების მხარდამჭერად გახდომის საპარტნიორო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და შეთანხმების მხარდამჭერი გავხდი 2015 წელს, ან უფრო ადრე. საჭიროა თუ არა, რომ თავიდან მივუერთდე ახალ ინიციატივას?
არა, მერების შეთანხმების არსებულ მხარდამჭერებს, LAREA ან ასოცირებულ პარნერბს არ მოეთხოვებათ ახალ ინიციატივასთან მიერთება. ორგანიზაცია ინარჩუნებს სტატუსს და თავად წყვეტს, თუ როდის განაახლოს ხელმომწერთა მიერ 2030 წლისთვის დასახული ამოცანების შესრულებაში მხარდაჭერის ვალდებულებები. ამავე დროს უნდა წაახალისოთ საკუთარი წევრები და თქვენს ტერიტორაიზე არსებული ხელმომწერები, რომ მიუერთდნენ ახალ ინიციატივას საკუთარი ამბიციების გაფართოების მიზნით.
ჯერ არა ვარ ხელმომწერის მხარდამჭერი, მაგრამ მინდა მივუერთდე ახალ ინიციატივას. როგორ უნდა ვქნა ეს?
შეთანხმების მხარდამჭერის სტატუსის მისაღებად, ან საკუთარი ვალდებულებების გასაახლებლად შებრძანდით “How to apply” ფუნქციაში
შეთანხმების კოორდინატორები
შეთანხმების კოორდინატორები
ვინ არიან შეთანხმების კოორდინატორები?
შეთანხმების კოორდინატორები არიან სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც ხელეწიფებათ და უფლება აქვთ განახორციელონ სტრატეგიული ხელმძღვანელობა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიონ მერების შეთანხმების ხელმომწერთ და იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც შეთანხმებასთან მიერთება სურთ.
ფინანსურ დახმარებასთან ერთად, კოორდინატორები, ტრადიციულად, CO2–ს ემისიის ინვენტრიზაციასა და კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშიც, და ასევე მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის მომზადებასა და განხორციელებაშიც ეხმარებიან ხელმომწერებს
ევროკომისია აღიარებს ორი ტიპის კოორდინატორებს:
- შეთანხმების ტერიტორიალური კოორდინატორები: ხელისუფლების დეცენტრალიზებული ორგანოები, როგორებიცაა რეგიონული, რაიონული და ჯგუფური სახელისუფლებო ორგანოები;
- შეთანხმების ეროვნული კოორდინატორები: ეროვნული სახელმწიფო ორგანოები, როგორებიცაა სამინისტროები და ენერგეტიკის ეროვნული სააგენტოები.
შეთანხმების კოორდინატორების სია შეგიძლიატ იხილოთ აქ.
რაში მდგომარეობს შეთანხმების კოორდინატორების როლი?
ევროკომისია ეროვნულ და ტერიტორიალურ კოორდინატორებს მნიშვნელოვან მოკავშირებად განიხილავს მერების შეთანხმების ხელმომწერთა დახმარებაში, რათა ამ უკანასკნელებმა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და გაზარდონ შეთანხმების გავლენა.
შეთანხმების კოორდინატორების ტიპიური ამოცანები შემდეგში მდგომარეობს:
- მერების შეთანხმებასთან მიერთების მსურველი მუნიციპალიტეტების რიცხვის გაზრდა და მერების შეთანხმების (არსებულ და პოტენციურ) ხელმომწერებს შორის ცოდნისა და გმოცდილების გაზიარებაში დახმარება;
- ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის SEAP/SECAP სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში ტექნიკური და სტრატეგიული დახმარების გაწევა;
- ხელმომწერთათვის ფინანსური დახმარების გაწევა პირდაპირი დახმარების (გრანტები, სუბსიდიები და ა.შ.) ან/და ტქნიკური დახმარების გასაწევად ადამიანური რესურსების გამოყოფის სახით;
- სხვა ეროვნულ / ტერიტორიალურ კოორდინატორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობა ერთობლივი საქმიანობისა კოორდინირებული მიდგომების წახალისების მიზნით;
- მერების შეთანხმების საქმიანობაში მონაწილეობა და დახმარება იმ ღონისძიებების დადგენასა და ჩატარებაში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია;
- მერების შეთანხმების ოფისისთვის რეგულარული, არანაკლებ ყოველი ორი წლისა, ანგარიშების წარდგენა ხელმომწერთა მხარდამჭერი აქტივობების შესახებ და შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში მონაწილეობა.
ზემოთ ჩამოთვლილილ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების კოორდინატორების მონაწილეობა ინიციატივაში
რა პრაქტიკული წვლილი შეაქვთ კოორდინატორებს ინიციატივაში და რა უპირატესობებს აძლევთ მათ ეს სტატუსი?
შეთანხმების კოორდინაგორის სტატუსის მიღებას მრავალმხირვი უპირატესობა მოაქვს:
- ევროკომისიის მიერ მოწონება და აღიარება;
- ფართე პოპულარობა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით შეთანხმების ვებ–გვერდზე მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განლაგების გზით;
- გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ევროპელ კოლეგებთან და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
- უკვე შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების შესახებ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მიღება;
- მიზნობრივ სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და გამოცდილების გაზიარების სხვა პლატფორმებში მონაწილეობა;
- და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება.
პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების კოორდინატორს, ხელი მიუწვდება პაროლით დაცულ ვებ–გვერდზე ‘My Covenant’, რომელიც კარგი პლატფორმაა ინფორმაციისა და ძირითადი მონაცემების გასაცვლელად შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან, და ასევე იზრდება თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაცია.
‘My Covenant’ ვებ–გვერდის საშუალებით შეგიძლიათ:
- თქვნი პროფილი, და ასევე მასთან ასოცირებული, ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების პროფილები მუდმივად შეიცავდეს უახლეს მონაცემებს;
- მოუწოდოთ ხელმომწერებს, რომ მიბმული (დაკავშირებული) იყვნენ თქვენს პროფილთან;
- თვალი ადევნოთ თქვენი ხელმომწერის წარმატებებს (SEAP, SECAP, მონიტორინგი ….);
- შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ SEAP შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
- შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ მონიტორინგის ანგარიშის შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
- თქვენი ‘ხარისხის ეტალონი’ (ე.ი. განხორციელებული ძირითადი აქტივობები) დაანახოთ შეთანხმების საზოგადოებრიობას და მის ფარგლებს გარეთ;
- ჩატვირთოთ და გააზიაროთ სასარგებლო რესურსები პოტენციალების გაცვლის )Capacity sharing) პლატფორმაზე და მონაწილეობა მიიღოთ სადისკუსიო ჯგუფებში;
- გამოაქვეყნოთ თქვენი აქტივობები დღის წესრიგის პროგრამაში;
- სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ (ნეტვორკინგი) შეთანხმების საზოგადოებრიობასთან (ფორუმების, ვებინარების, რონისძიებების… გზით.) და მიიღოთ შთაგონება მათი აქტივობებიდან.
ექსტრანეტი (‘My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია; უმეტესი ინფორმაცია, რომელიც ექსტრანეტზე შეგაქვთ, აისახება საჯარო ვებ–გვერდზე.
როგორ შევიტანოთ განაცხადი?
თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია გახდეს შეთანხმების ოფიციალური კოორდინატორი, მან უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:
- შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ონ–ლაინ ფორმა;
- დასტურის მიღების შემდეგ შეავსოს და ხელი მოაწეროს ვალდებულებების განაცხადს (დეკლარაციას), რომელსაც მას გამოუგზავნიან, და დაუბრუნოს შეთანხმების ტექნიკური დახმარების სამსახურს მისამართზე (info-east@eumayors.eu).
სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის მიღების შემდეგ მერების შეთანხმების ოფისი თქვენი ორგანიზაციისთვის შექმნის ონ–ლაინ პროფილს, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტირად ჩაერთოთ მერების შეთანხმების საზოგადოებრიობის აქტივობებში და რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ დაეხმაროთ თქვენს ასოცირებულ ხელმომწერებს.
მერების შეთანხმების კოორდინატორები და მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
შეთანხმების საპარტნიორო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და შეთანხმების კოორდინატორი გავხდი 2015 წელს, ან უფრო ადრე. საჭიროა თუ არა, რომ თავიდან მივუერთდე ახალ ინიციატივას?
არა, მერების შეთანხმების არსებულ კოორდინატორებს, არ მოეთხოვებათ ახალ ინიციატივასთან მიერთება. ორგანიზაცია ინარჩუნებს სტატუსს და თავად წყვეტს, თუ როდის განაახლოს ხელმომწერთა მიერ 2030 წლისთვის დასახული ამოცანების შესრულებაში დახმარების ვალდებულებები. ამავე დროს უნდა წაახალისოთ საკუთარი წევრები და თქვენს ტერიტორაიზე არსებული ხელმომწერები, რომ მიუერთდნენ ახალ ინიციატივას საკუთარი ამბიციების გაფართოების მიზნით.
ჯერ არა ვარ შეთანხმების კოორდინატორი, მაგრამ მინდა მივუერთდე ახალ ინიციატივას. როგორ უნდა ვქნა ეს?
შეთანხმების კოორდინატორის სტატუსის მისაღებად, ან საკუთარი ვალდებულებების გასაახლებლად შებრძანდით “How to apply” ფუნქციაში
ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები (LAREAS)
ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები (LAREAS)
რატომ უნდა იყვნენ LAREAs ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში?
მერების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასა და მიზნების მიღწევას არა მარტო პოლიტიკური ნება სჭირდება, არამედ შესაბამისი ტექნიკური პოტენციალიც. ადგილობრივ და რეგიოინულ ენერგეტიკულ სააგენტოებს ამ სფეროში 10–წლეულობით მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ და მათი ეს ცოდნა და გამოცდილება ენერგეტიკის ადგილობრივი პოლიტიკის გატარებისთვის ძალიან გამოადგება მერების შეთანხმებას. შესაბამისად მერების შეთანხმება კარგ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ უკეთ გამოჩნდეს ენერგეტიკული სააგენტოების როლი და მოხდეს მათი საქმიანობის წარმოჩინება,
მათი მისიისდან გამომდინარე, ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები ორმაგ როლს თამაშობენ: ერთის მხრივ მათ რეგიონში მდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში პოპულარიზაციას უწევენ მერების შეთანხმებას, და მეორეს მხრივ შეთნხმების ხელმომწერთ ტექნიკურ დახმარების უწევენ საქმიანობის განხორციელებაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ გააჩნია საკმარისი ფინანსური და/ან ადამიანური რესურსები შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
ამგვარად, LAREA–ებს რეკომენდაცია ეძლევათ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ თავისი რეგიონის სახელისუფლებო ორგანოებთან და დაეხმარონ მათ მერების შეთანხმებით დასახული მიზნებისა და მოთხოვნების განხორციელებაში. LAREAs ასევე შეუძლიათ შეთანხმების მხარდამჭერნი გახდნენ და მჭიდროდ ითანამშრომლონ შეთანხმების კოორდინატორებთან, როგორც შეთანხმების ხელმომწერებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევის “შეიარაღებულმა ფრთამ”.
როგორ ჩავერთოთ მერების შეთანხმების პროცესში?
ეროვნულ ენერგეტიკულ სააგენტოებს შეუძლიათ ჩაერთონ “შეთანხმების კოორდინატორების” სახით.
ადგილობრივ და რეგიონულ ენერგეტიკულ სააგგენტოებს შეუძლიათ გახდნენ შეთანხმების მხარდამჭერნი, რისთვისაც ხელი უნდა მოაწრონ ვალდებულების განაცხადს (დეკლარაციას), რომლიც მიხედვითაც ისინივალდებულებას იღებენ დაეხმარონ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ადგილობრივ და რეგიონულ სახელისუფლებო ორგანოებს. პროცედურის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.
მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა
მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა
რას ნიშნავს “თანამშრომლობის პლატფორმა”?
თანამშრომლობის პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონული ფოსტით დაკონტაქტების შესაძლებლობას, რომელიც დისკუსიის საშუალებას აძლევს ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკისა და პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს. ამ ხელმომწერებს ისტორიული წარსული და ერთნაირი ადმინისტრაციული სისტემები აერთიანებს, რაც დღემდე გავლენას ახდენს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. თანამშრომლობის პლატფორმის საშუალებით ხელმომწერები უზიარებენ ერთმანეთს ემისიის საბაზო ინვენტარიზაციის, და ასევე მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების, რეალიზაციისა და მონიტორინგის გამოცდილებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა დაეხმაროს ახალ ხელმომწერებს უფრო ‘სტაჟიანი” ხელმომწერებისგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებაში.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს პლატფორმაზე?
შეთანხმების ხელმომწერნი, კოორდინატორები და მხარდამჭერები ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკისა და პოსტ–საბჭოური ქვეყნებიდან.
რა თემებზე უნდა გაიმართოს დისკუსია?
ემისიის საბზისო ინვენტარიზაციისა და ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებსათან, რეალიზაციასთან და მონიტორინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე ან რეკომენდაციაზე. ადმინისტრაციულ საკითხებზე (მაგ. პაროლის მიღება, ექსტრანეტი, ვადების გაგრძელება და ა.შ.) გთხოვთ დაუკავშირდეთ შესაბამის ტქნიკური დახმარების სამსახურებს info-east@eumayors.eu (მერების შეთანხმება არმოსავლეთი ინიციატივა) ან info@eumayors.eu (მერების შეთანხმების ოფისი).
ენა
მიწერმოწერა შეგიძლიათ აწარმოოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
სად და როგორ დავრეგისტრირდე პლატფორმაზე?
- შებრძანდით ‘my covenant` ვებ–გვერდზე თქვენი ელ–ფოსტისა და პაროლის საშუალებით. გადადით ‘ ‘my account’ > ‘my profile’ და დარეგისტრირდით პლატფორმაზე ‘yes’ ვარიანტის ამორჩევით იქ, სადაც განლაგებულია ‘მერების შეთანხმება აღმოსავლეთის სადისკუსიო სია’ (Covenant East Discussion List)
- შებრძანდით მისამართზე http://lists.eumayors.eu/sympa და დააჭირეთ ‘First Login?’(პირველად ატვირთვა?) ფუნქციას. შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული მისამართი და დააჭირეთ ‘Request fist password’ (პაროლის მოთხოვნა). პაროლი მოგივათ თქვენს ელექტრონულ მისამართზე. შეამოწმეთ ‘ნაგავიც’ (spam), რომ შემთხვევით იქ არ იყოს მოხვედრილი.
როგორ გამოვიყენოთ თანამშრომლობის პლატფორმა?
თანამშრომლობის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეყტობინებები გაუგზავნოთ ყველას, ვინც ამ პლატფორმაზეა დარეგისტრირებულლი. შეტყობინების გაგზავნა ელექტრონული წერილების სახით შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: covenant-east-discussions@lists.eumayors.eu. ამ მისამართზე გაგზავნილ თქვენს შეტყობინებას ან კითხვას მიიღებს პლატფორმის ყველა დანარჩენი მონაწილე.
თუ ვინმეს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გნებავთ, გაგზავნეთ ის შემდეგ მისამართზე: covenant-east-discussions@lists.eumayors.eu.
როგორ შეიძლება პლატფორმის მიტოვება? (რეგისტრაციის გაუქმება)
თანამშრომლობის პლატფრომიდან გამოსასვლელად შებრძანდით ექსტრანეტ ‘My Covenant`–ში თქვენი ელ–ფოსტის მისამართით და პაროლით. გადადით‘my account’ > ‘my profile’ და გამოდით პლატფორმიდან ‘no’ ვარიანტის ამორჩევით იქ, სადაც განლაგებულია ‘მერების შეთანხმება აღმოსავლეთის სადისკუსიო სია’