რა არის მერების შეთანხმება
მერების შეთანხმება (CoM) არის, მსოფლიოში უდიდესი, ადგილობრივი კლიმატური და ენერგეტიკული ქმედებების მოძრაობა. ის აერთიანებს ათასობით ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც ნებაყოფლობით ივალდებულეს განახორციელონ ევროკავშირის კლიმატური და ენერგეტიკული ამოცანები.
ეს ინიციატივა, დღეისათვის აერთიანებს 140-ზე მეტ ქვეყნის 13,000-ზე მეტ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოს, რომლიც ეყრდნობა მრავალმონაწილიანი გლობალური მოძრაობის სიმტკიციტეს და სპეციალიზებული ოფისების მიერ შეთავაზებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას.
2008 წელს, ევროკავშირის ფარგლებში დაწყებულმა მერების შეთანხმებამ გააფართოვა თავისი მოქმედების არეალი მსოფლიოს სხვა რეგიონებზეც. გლობალური მერების გლობალური შეთანხმების წარმატება განპირობებულია, ბოლო რვა წლის განმავლობაში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ დაგროვილი გამოცდილებასა და შემდეგ ძირითად ფაქტორებზე: მმართველობის აღმავალ (ქვემოდან ზემოთ) წესი, თანამშრომლობის მრავალდონიანი მოდელი და შინაარსზე მორგებული მოქმედების ჩარჩო.