alt
Phase III, Newsletter #03, March 2023

CoM East Secretariat helps cities in Armenia, Azerbaijan, Georgia, Moldova, and Ukraine to access and benefit from the Global Covenant of Mayors for Climate & Energy (GCoM) and other global initiatives, which offer financial initiatives, capacity building, technical support, and exchange programs to help cities develop and implement sustainable infrastructure projects and attract investments.

alt
Phase III, Newsletter #02, January 2023

The Covenant of Mayors East marked its 10-year anniversary in the region,celebrating a decade of commitment to sustainable energy and climate action bylocal authorities in the Eastern Partnership countries.

alt
Phase III, Newsletter #01, November 2022

Dedicated to the launch of the third phase of the Covenant of Mayors - East project in December 2021,  covers various aspects of the project’s objectives implementation concerning sustainable energy and climate adaptation in the face of the ongoing war in Ukraine.

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #12

მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (CoM East) 12-ე საინფორმაციო ბიულეტენში ასახულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა - მიმდინარე პანდემიის პირობებში ხელმომწერი ქალაქებისათვის, მერების შეთანხმების ეროვნული (CNC) და ტერიტორიული (CTC) კოორდინატორებისა, ასევე მერების შეთანხმების მხარდამჭერი სტრუქტირებისათვის, მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად და პოტენციალის გასაძლიერებლად გაწეული დახმარება. ბიულეტენში გაეცნობით 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოცემულ ძირითად მონაცემებს. ბიულეტენში ასევე ასახულია ინფორმაცია ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ: მერების შეთანხმების ექსპერტების მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყნაში ჩატარებული 300-მდე კონსულტაციის თაობაზე, რაც ეფექტური საშუალება აღმოჩნდა მერების შეთანხმების, ენერგეტიკისა და კლიმატისა ცვლილების ადაპტაციის მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში. ბულეტენში ასახულია ასევე ინფორმაცია მერების შეთანხმების გუნდების მიერ, თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული პოტენციალის ზრდის სპეციალიზირებული რეგიონალური ვებინარების, ონლაინ ტრეინინგებისა და კონკრეტული ქვეყნებისათვის  გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.

 

EN     RU

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #11

ამ გამოცემაში ასახულია ის მხარდაჭერა, რომელსაც უწევს მერების შეთანხმების პროექტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს COVID-19 პანდემიის პირობებში. რთული სიტუაციის მიუხედავად, მერების შეთანხმების ხელმომწერებმა ე.წ. "მწვანე განახლების" და მედეგობის პროცესში ალტერნატიული, კრეატიული და ინოვაციური მიდგომები აჩვენეს. საინფორმაციო ბიულეტენში მოკლედ არის ასახული მერების შეთანხმების პროექტის გუნდის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ხელმომწერების, მერების შეთანხმების ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისთვის და  მხარდაჭერთათვის, ჩატარებული ორგანიზებული სპეციალიზირებული ვებინარების, ტრეინინგების და სხვა ონლაინ ღონისძიებების თაობაზე. ამ ღონისძიებების მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტებში მდგრადი განვითარების პოტენციალის ზრდა, მათ მიერ მდრადი ენერგეტიკული განვითარების და კლმატური ცვლილებებისადმი ადაპტაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამას გარდა ამ გამოშვებაში იხილავთ რეგიონში მერების შეთანხმების გაფართოების ამსახველ მონაცემებს, პროექტების იმ მიმართულებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციების გამჭვირვალობის გაზრდას და ხელმომწერების მიერ დაშვებული ტიპიური შეცდომების შესახებ.

 

EN     RU

alt
საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა #10 ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს - EUSEW 2020-ს ეძღვნება

საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვირეულს EUSEW 2020 დაეთმო, რომელიც COVID-19-ის გამო უჩვეულოდ წარიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მერების შეთანხმების პროექტის ფარგლებში, 85 ენერგეტიკული დღის ორგანიზება ძირითადად ციფრულ ფორმატში მოხდა. გამოცემა ასახავს მერების შეთანხმების პროექტის წევრების - სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ, #EUSEW2020-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების (ღონისძიების სახეობა, რაოდენობა, სოციალურ ქსელებში ჩართულობა, რეგიონალურ ვიქტორინებს და ონლაინ ღონისძიებები) ამსახველ ძირითად მონაცემებს. მიიღებთ ინფორმაციას ვინ დაჯილდოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მერების შეთანხმების პროექტის მეორე, ყოველწლიური ჯილდოთი, გაიგებთ მეტს ფლეშმობ "საუბარი მერთან" შეახებ, სადაც მერების შეთანხმების ლიდერები ახალი რეალობის გათვალისწინებით მდგრადი განვითარებისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის გამოცდილებაზე საუბრობენ.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #9

2019წ უკრაინამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მერების შეთანხმების პროექტის ლიდერია, ქვეყანაში შეთანხმების 10 წლისთავი აღნიშნა. მეცხრე გამოცემა ეძღვენა ინიციატივის ფარგლებში უკრაინის მუნიციპალიტეტების მიღწევებს, რომელმაც შეცვალა ევროპის ენერგეტიკული სახე და მათი მოქალაქეების დამოკიდებულება ენერგეტიკისა და კლიმატის მიმართ. თქვენ გაეცნობით ძირითად ფაქტებს და ციფრებს ქვეყნის მიხედვით, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის ურთიერთთანამშრომლობის და კომუნიკაციის ახალი საშუალების -მუნიციპალური პლატფორმა კლიმატის ცვლილებისა და ადაპტაციის საკითხებისათვის. უკრაინაში CoM-DeP ფარგლებში განხორციელებული 17 სადემონსტრაციო პროექტის თაობაზე. ამავე გამოცემაში მიიღებთ ინფორმაციას, თბილისში მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) ორი პროექტის ერთობლივი მმართველი საბჭოს შეხვედრის თაობაზე. ასევე, მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) პროექტის პოტენციალის ზრდის, საინფორმაციო და ხელშემწყობი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებების თაობაზე.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #8

ამ საინფორმაციო ბიულეტენში განხილულია, მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის მოლდოვის ხელმომწერი ქალაქები. გაეცნობით მოლდოვის მიერ მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მაგალითებს. ბიულეტენში ასევე მოცემულია მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით დაწყებული ახალი პროექტის City2City შესახებ. მოცემულია ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ბევრ ქვეყანაში ჩატარებული ე.წ. მერების კლუბის საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სხდომების შესახებ. და ბოლოს, ბიულეტენი მოკლედ ასახავს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მერების შეთანხმების პროექტის ექსპერტების მიერ პოტენციალის ზრდის, ინფორმციის გავრცელების და კომუნიკაციის მხრივ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა #7 ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვირეულს EUSEW 2019 ეძღვნება

საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა ეძღვნება, მერების შეთანხმების ხელმომეწერების მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, "ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვირეულს EUSEW 2019"აღნიშვნას. საინფორმაციო ბიულეტენი ასახავს მუნიციპალიტეტების მიერ სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგიის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებებს.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #6

ამ საინფორმაციო ბიულეტენში წარმოდგენილია მოკლე ანგარიშს მერების შეთანხმების ხელმომწერი საქართველოს ქალაქების მიღწევები, კლიმატისა და ენერგეტიკისათვის აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ბიულეტენი მიმოხილულია პოტენციალის ზრდის  მნიშვნელოვან ღონისძიებები, რომელიც განახორციელეს მერების შეთანხმების ექპერტებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელმომწერების, კოორდინატორებისა და შეთანხმების მხარდამჭერთათვის და მიზნად ისახავდა, მათი შესაძებლობების გაძლიერებას მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP/მეკსგ) შესამუშავებლად. გაეცნობით ღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ჩატარებულ რიგ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ღონისძიებებს, რომლთა მიზანსაც წარმოადგენდა მერების ახალი შეთანხმების ხელშეწყობას.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა #5 ეძღვნება ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვირეულს - EUSEW 2018-ს

საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური გამოცემა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, "ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვირეულს EUSEW 2018"აღნიშვნას ეძღვნება. მასში ფართოდ არის ასახული სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში, ადგილობრივი თვითმართველობების, კერძო კომპანიებისა და საზოგადოერივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებები. ენერგეტიკული დღეების მიზანია ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურობის თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაციას მოქალაქეებსა და საწარმოებს შორის, მოახდინოს ინოვაციური იდეების სტიმულირება და ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ევროკავშირის მიზნებს, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების დასაძლევად, გააძლიერონ ენერგოეფექტურობა და ენერგოუსაფრთხოება.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #4

ამ საინფორმაციო ბიულეტენში განხილულია ბელარუსში და აღმოსავლეთ პარტნიორეობის ქვეყნებში, მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (CoM East) განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპები, კერძოდ კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CoM-DeP პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროექტების მეორე ეტაპის გამარჯვებულების დაჯილდოვება და საერთაშორისო კონფერენციის "მერების შეთანხმება აღმოსავლეთით: გაერთიანება კლიმატისა და ენერგიისათვის" დასკვნითი ეტაპი. ასევე გაეცნობიან თუ როგორ აძლიერებს CoM East-ის გუნდი ხელმომწერების პოტენციალს და ანვითარებს აღმოსავლეთ პარტნიორეობის ქვეყნების ინიციატივას.

 

EN     RU 

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #3

სომხეთის რესპუბლიკა, ყოველთვის იყო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ყურადღების ცენტრში. ამ საინფორმაციო ბიულეტენში გაეცნობით ძირითად მოვლენებს და ხელმომწერი ქალაქების მიღწევებს, რომლებიც ახალი შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელდა. ასევე სომხეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ექსპერტების მიერ, მერების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვას. გაეცნობით ინფორმაციას სომხეთის ქალაქებში - სპიტაკსა და ვაიკში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მერების შეთანხმება - სადემონსტრაციო პროექტების",  წარმატების შესახებ. ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) პროექტის პოტენციალის გაძლიერებისა და საკომუნიკაციო საქმინობის შესახებ ინფორმაცია.

 

EN     RU

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #2

მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) გუნდი აქტიურად მონწილეობდა ანდა ორგანიზებას უწევდა რამოდენიმე ღონისძიებას, რომელებიც მიზნად ისახავდნენ ენერგოეფექტურობის მოწინავე პრაქტიკის პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების დანერგვას, ასევე ერთობლივ ძალისხმევას ევროკავშირის კლიმატის ცვლილების შედეგების დასაძლევად, ენერგოეფექტურობისა და ენერგოუსაფრთხოების გასაუმჯობესებას და მდგრად ურბანულ განვითარების მიზნების მისაღწევად.

 

EN     RU

alt
საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა #1

#1 ბიულეტენში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას, ერევანში (სომხეთი) მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) დაწყებისა და ხელმოწერის თაობაზე, პროექტის საქმიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

EN     RU 

სიახლეების გამოწერა