ნარჩენების მართვა
- მოლდოვა
- primar.ungheni@gmail.com
აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში მერების შეთანხმების გაფართოებისა და რეგიონში ხელმომწერთა რაოდენობის აქტიური ზრდის, უფრო ამბიციური ვალდებულებების გათვალისწინებით და მონიტორინგისა და ანგარიშგების მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე კლიმატისა და ენერგეტიკის ადგილობრივი სტრატეგიების ეროვნულ პოლიტიკასთან (მაგ. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი) და საერთაშორისო პროცედურებთან (მერების გლობალური შეთანხმება) ჰარმონიზაციის აუცილებლობის კონტექსტში, აქტუალური გახდა რეგიონული მეთოდოლოგიური საკონსულტაციო ორგანოს შექმნის აუცილებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ინიციატივების შემუშავებას მონაწილე თემებისათვის.
პრაქტიკოსთა ჯგუფის მთავარი მიზანია გააერთიანოს მოწინავე ხელმომწერები, დაინტერესებული მხარეები და შესაბამისი სფეროების ექსპერტები, რომელთაც სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ შეთანხმების ძირითად მეთოდოლოგიურ და სტრატეგიულ განვითარებაში, როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ამავდროულად, ჯგუფი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაძლიერებას და გამოცდილების გაცვლას აღმოსავლეთ პარტნიორობის და სხვა რეგიონების პრაქტიკოსებს შორის.
ჯგუფი შედგება შეთანხმების ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორების, შეთანხმების მხარდამჭერების, ხელმომწერების, დაინტერესებული მხარეების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტებისგან, რომლებსაც აქვთ ჯგუფში განსახილველი ზოგადი ან სექტორული თემების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ჯგუფის შეხვედრები და ონლაინ დისკუსიები ჩვეულებრივ ტარდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, დისკუსიები შეიძლება უფრო ხშირად მოეწყოს.
ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ სამდივნოსა და მმართველი კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჯგუფის მუშაობის მხარდაჭერა ხდება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ დახმარების გუნდის, როგორც პრაქტიკოსთა ჯგუფის ტექნიკური სამდივნოს მეშვეობით, რომლის წევრები არიან:
• ქ-ნი ირინა ჰოროდისკა, შესაძლებლობების გაძლიერების და დახმარების გუნდის კოორდინატორი, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“;
• ბ-ნი არტემ ხარაზიანი, ტექნიკური დახმარების გუნდის რეგიონული კოორდინატორი, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“.
სამდივნო პასუხისმგებელია შემდეგ აქტივობებზე:
• ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება;
• შეხვედრებისა და დისკუსიების მასალების მომზადება და გავრცელება;
• შეხვედრების მოდერაცია და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა;
• დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება პრაქტიკოსების მოთხოვნით;
• მიღებული კომენტარებისა და რეკომენდაციების ჩართვა საბოლოო დოკუმენტებში და ა.შ.
CoM East-ის რეგიონალური პრაქტიკოსების ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა კიშინიოვში (მოლდოვა) 2024 წლის 5 ივნისს.
შეხვედრის მიზანი იყო 2050 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ნეიტრალურობის ახალი, გრძელვადიანი ვალდებულებების რეკომენდაციების მომზადება CoM East-ის ხელმომწერებისთვის. ასევე, 2030 წლისთვის, სათბურის გაზების ემისიების მინიმუმ 35%-იანი შეამცირების დადასტურება. გრძელვადიანი მიზნების რეკომენდაციების მიწოდება CoM East-ის საბჭოსთვის შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ეროვნული პრაქტიკოსების ჯგუფების (PG) წარმომადგენლებმა, CoM East-ის პრაქტიკოსების ჯგუფის სამდივნომ, ევროკავშირის დელეგაციამ მოლდოვის რესპუბლიკაში, ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრმა (JRC), ასევე DG NEAR-ისა და კლიმატის ალიანსის წარმომადგენლებმა (ონლაინ ფორმატში).
მონაწილეები გაეცნენ რეგიონალური ჯგუფის შექმნის მიზნებს, ევროკავშირის კლიმატის ნეიტრალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც გაწერილია ევროკავშირის კლიმატის კანონში და მწვანე შეთანხმებაში, ასევე ეროვნული პრაქტიკოსების ჯგუფების მიერ წარმოდგენილ წინასწარ რეკომენდაციებს, რომლებიც ეფუძნებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ეროვნული გამოკითხვებისა და დისკუსიების შედეგებს.
PG სამდივნოსა და JRC-ის მიერ წარდგენილი პრეზენტაციების შემდეგ, ეროვნული დელეგაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს ეროვნული კლიმატის ცვლილების სტრატეგიების ძირითადი პუნქტები და განაახლეს ჯგუფი ეროვნული პრაქტიკოსების ჯგუფების მიერ წარდგენილი საბოლოო რეკომენდაციების შესახებ.
შეხვედრის დასკვნით სესიაზე პრაქტიკოსებმა განიხილეს წარდგენილი რეკომენდაციები და წარმოადგინეს მიდგომები ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა:
მსჯელობის შედეგად შემუშავდა CoM East-ის ხელმომწერებისთვის 2050 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების გრძელვადიანი შემცირების სამიზნე მაჩვენებლების შესახებ რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინა CoM East-ის საბჭოს განსახილველად:
ხელმოწერების მიერ საკუთარი ვალდებულებების უფრო იოლად შესრულების მიზნით, CoM East ითხოვს JRC-სგან, რაც შეიძლება მალე შეიმუშავოს მეთოდოლოგია/ინსტრუმენტი:
წარდგენილი რეკომენდაციები დამტკიცდა CoM East-ის საბჭოს მეორე შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2024 წლის 3 სექტემბერს.
ახალი სამიზნე მაჩვენებლები ძალაში შევა 2025 წლის იანვრიდან.