პროექტის პორტფოლიო
CoM-ის ხელმომწერებს, რომლებმაც შეიმუშავეს ენერგეტიკისა დაკლიმატის სამოქმედო გეგემები (SECAP), საკუტარი მიზნების მისაღწევად ინდენტიფიცირებული აქვთ განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო გრძელი,. თუმცა, SECAP-ში აღნიშნული პროექტები არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან პოტენციურ დამფინანსებელ ინსტიტუტებს. იმისთვის, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს შემდგომ განავითარონ ენერგეტიკისა და კლიმატის პროექტები და ფინანსური ინსტიტუტებისთვის წვდომა მისცენ მუნიციპალურ პროექტებს, CoM East-ის სამდივნომ შექმნა CoM East “პროექტის პორტფოლიო” ინსტრუმენტი – ვებ-ზე განთავსებული აპლიკაცია.
ეს ინსტრუმენტი, მერების შეთანხმების ხელმომწერებს შესაძლებლობას აძლევს ატვირთონ საპროექტო წინადადებები და შეინახონ ისინი ონლაინ მონაცემთა ბაზაში. დაინტერესებულ მხარეებს (IFI-ებს, ინვესტორებს, დონორებს, მთავრობებს, რეგიონულ/ადგილობრივ ხელისუფლებას და ა.შ.) აქვთ შესაძლებლობა, შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით, აირჩიონ ერთი ან მეტი ტიპის პროექტი რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს.
გათვალისწინებულია ორი ტიპის მომხმარებელი: i) მუნიციპალიტეტები (ატვირთული პროექტები) და ii) ინვესტორები (პროექტების განხილვა). პროექტები შეიძლება შემუშავდეს ხუთ სექტორზე: შენობების განახლება, რაიონული გათბობა, ქუჩების განათება, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და ადაპტაცია. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ და 5 ეროვნულ ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული, ქართული, რუმინული და უკრაინული).
შეკითხვების შემთახვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: comprojects-eap@eumayors.eu. იხილეთ ქვემოთ მოცემული პროექტების პორტფოლიოს ინსტრუმენტის ბმული