სადემონსტრაციო პროექტები

მერების შეთანხმება – სადემონსტრაციო პროექტები (COM-DEP)

მერების შეთანხმება, 2011 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მიუერთდნენ შეთანხმებას, ეხმარება მათ ენერგოდამზოგი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.   ამჟამად ასობით მერმა მოაწერა ხელი და მოამზადა მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგები  (SEAP).

მუნიციპალურ დონეზე, ენერგოდაზოგვის მხრივ განხორციელებულ მცირე ღონისიძებების განხორციელებასაც კი დიდი სარგებლის მოტანა  შეუძლია ენერგიის მოხმარების (და CO2-ის ემისიის) შემცირების შედეგად რადგან ის იწვევს კომუნალური მომსახურეობის გაუმჯობესება და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის უკეთესი კომფორტის შექმნა. 

ევროკომისიის (EC) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დემონსტრირება მოეხდინათ მრადი ენერგიის სამოქმედო გეგმების  (SEAP) ღონისძებების წარმატებული განხორციელების დადებითი შედეგებისა ამიტომ, 2014წ მათ დაიწყეს პროექტი „მდგრადი ქალაქების სადემონსტრაციო პროექტები“ რომელიც ამჟამად მერების შეთანხმების -სადემონსტრაციო პროექტების სახელით არის ცნობილი.

პროგრამა მოიცავს

  • I ფაზა (2014-2019) საგრანტო კომპონენტი 17 პროექტი (ჩართულია 19 ადგილობრივი ადმინისტრაცია), ხოლო  II ფაზა (2018-2021) 14 პროექტისგან შედგება (ჩართულია 15 ადგილობრივი ადმინისტრაცია), რომელთა მუნიციპალურმა ენერგეტიკულმა პროექტებმა დაფინანსება კონკურსის საფუძველზე მოიპოვეს  
  • ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) და ლვოვის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი ტექნიკური, პროცედურული და საკომუნიკაციო მხარდაჭერას სთავაზობს აღნიშნულ პროექტებს.
  • აიოლებს ენერგოეფექტურობისა და განახლებადების დაფინანსების ხელმისაწვდომობას

წარმატებულად განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტების, მხარდაჭერის გუნდისა და ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) მიზანია წარმოაჩინოს ყველა ის სასარგებლო შედეგი რასაც ენერგოეფექტურობაში განხორციელებული ინვესტიციები იწვევს მუნიციპალიტეტებისათვის.

სტიმულირება

მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების ინიციატივა შექმნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) მუნიციპალიტეტების სტიმულირებისათვის. მუნიციპალიტეტებმა რომლებმაც მიიღეს დაფინანსება არა მხოლოდ განახორციელეს ენერგოეფექტური ღონისძიებები, ასევე აქტურად უზიარებენ თვიანთ წარმატებულ გამოცდილებას სხვებსმისი სესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტებმა თავიანთი ქალაქების ფინანსური და ეკლოგიური მდგრადობის გასაზრდელად.

2014 და 2018 წლებში გამოცხადებული 2 საპროექტო კონკურსის მეშვეობით, რეგიონის ყველა ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის – მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მოწვეული იყვნენ წარმოედგინათ საპროექტო წინადადებები. საბოლოო ჯამში 31 შემდეგი პროექტი შეირჩა (მათ შორის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთპარტნიორობით არის მომზადებული): 17 უკრაინაში, 4 მოლდოვაში, 5 ბელრუსში, 3 სომხეთში და 2 საქართველოში. პროექტები მოიცავს ენერგოეფექტურობის გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს, რიგ ტექნოლოგიებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ:

საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაცია

მრავალი საზოგადოებრივი შენობა რეგიონში იმ დროს აშენდა, როდესაც ენერგია იაფი და ჭარბი იყო, ხოლო კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნეოდა. დრო შეიცვალა და საზოგადოებრივი შენობების გათბობა ძვირადღირებული გახდა. ზოგიერთ შემთხვევაში გათბობა საერთოდ არ არის, რაც ძალზედ არაკომფორტულია შენობაში მყოფი ადამიანებისთვის. სკოლებში უხარისხო გათბობა უმთავრეს გამოწვევაა. ბავშვებს არ შეუძლიათ სიცივეში კოცენტრირება, რაც ხშირ შემთვევაში მათ ავადობას და სასწავლო პროცესში ჩამორჩენას იწვევს. 

ისეთი მარტივი ღონისძიებები, როგორიც არის კედლების და ჭერის თბოიზოლაცია, ერთმაგი ფანჯრების ორმაგი მინაპაკეტით ჩანაცვლება, საკლასო ოთახის უკეთ გათბობის საშუალებას იძლევა და  სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.

სლავუტიჩი (უკრაინა), კანტემირი (მოლდოვა), თელავი (საქართველო), სპიტაკი და ვაიკი (სომხეთი), ოშმიანი (ბელარუსი)ანხორციელებს ძველი შენობების მოდერნიზაციის სადემონსტრაცო პროექტების.

გარე განათების LED  ნათურებით ჩანაცვლება 

LED ნათურები და განათების სისტემა, განათების წინა ტექნოლოგიებთან შედარებით ორ ძირითად უპირატესობას იძლევა: ამცირებს ენერგიის მოხმარებას და მომსახურების ღირებულებას. მიუხედავად იმისა რომ LED  ნათურები ძვირი ღირს, ისინი გაცილებით დიდ ხანს ემსახურებიან და ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ამგვარად ინვესტირება LED   გარე განათებაში გაცილებით მოკლე პერიოდში იძლევა სარგებელს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) ქალაქების  საკმაოდ  შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ, რაც აფერხებს  გარე განათების LED  ნათურებით ჩანაცვლებისათვის საჭირო  საწყის ინვესტიციების მოძიებას. მერების შეთანხმების  სადემონსტრაციო პროექტები ისეთ  ქალაქებში, როგორიცაა   პოლოცკი და ბერიოზა (ბელარუსი), სამბორი, მენა და ჩერნივცი (უკრაინა), კანტემირი, ოკნიცა და კალარასი (მოლდოვა) საწყისი ინვესტიციებისათვის  სესხს იყენებენ. უნდა აღინიშნოს რომ, ისინი სრულად ადოკუმენტირებენ ხარჯებს, დანაზოგს და უკუგების პერიოდის, რაც ეხმარება სხვა ქალაქებს დონორებისა და ინვესტორების  უფრო საიმედო და ნაკლებრისკიანი დოკუმენტაციის მომზადებაში.

გათბობის სისტემები

უკრაინაში გათბობასა და ცხელი წყლის მოხმარებაზე დახარჯული ენერგია ორჯერ აღემატება მსგავსი კლიმატის მქონე  ევროავშირის სხვა ქვეყნებში მოხმარებული ენერგიის (UNECE, 2004) ოდენობას,  მსგავსი სიტუაცია აღინიშნება  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) ბევრ ქვეყანაში. ცენტრალური გათბობის (DH) სისტემები და ქსელები ხშირად მოძველებული, ცუდად  იზოლირებულია, რაც ქსელში 30%-იან  დანაკარგს  იწვევს.  ზოგადად ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემებზე მოდის CO2 მთლიანი ემისიის 20%, ხოლო წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სისტემებზე 80%-ზე მეტი. ათწლეულების განმავლობაში ენერგიაზე ხარჯები ხელოვნურად იყო შემცირებული, რაც ეხლა მუნიციპალიტეტებს დიდ ზიანს აყენებს და ცენტრალური გათბობის სისტემის მოდერნიზებაში ინვესტირებას,  ფინანსური და გარემოსდაცვითი კუთხით პრიორიტეტულს ხდის.

ჟოვკვა (Zhovkva) და გოლა პრისტანი (Gola Prystan) უკრაინა და ფესტელიტა (Festelita) მოლდოვა, იმ რვა სადემონსტრაციო პროექტს შორისაა, რომლებიც უფრო ენერგოეფექტური გათბობის სისტემებზე მუშაობენ.

მზის ენერგია

ყოფილი საბჭოთა კავშირის, ამჟამად კი ევროკავშირის ორი რესპუბლიკას, ევროპაში   განახლებადი ენერგიის სფეროში საუკეთესო შედეგები აქვთ:   2011წ ლატვიაში განახლებადებიდან  მიღებულმა ენერგიამ 33%-ს მიაღწია, ხოლო ესტონეთში ამ ნიშნულმა 25%-იან მიაღწია (Eurostat).  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის (EaP) ყველა ქვეყანას  განახლებადი ენერგიის  წყაროებიდან, ამაში შედის მზის და ქარის ენერგია, ენერგიის წარმოების კარგი პოტენციალი  გააჩნიათ. ფოტოვოლტაიკებზე ფასის შემცირება, მზის ენერგიას  უფრო  ხელმისაწვდომს  გახდის  მას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის (EaP) ყველა ქვეყანის მუნიციპალიტეტებსა და საოჯახო მეურნებობებისათვის.  

ქალაქი  ერევანი, ისევე როგორც არტიკი და აპარანი (სომხეთი) წარმოადგენენ სადემონსტრაციო პროექტების ქალაქებს, რომლებიც მთლიანად მიმართული არიან მზის ენერგიის მოხმარებისაკენ, იმ დროს როდესაც  ფესტელიტას (Moldova)   მზის პარკის კომპონენტს ფლობს.

მხარდაჭერა

ქ. ლვოვში (უკრაინა)  მდებარე ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ამოცანაა დახმარების გაწევა, როგორც სადემონსტრაციო პროექტების  განხორციელების ეტაპზე (ენერგოეფექტურ ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი/ზედამხედველობა და ევროკავშირის სახელშეკრულებო ვალდებულებებით აღებული ვალდებულებებს შესრულება),  ასევე ტექნიკური  სამუშაოების განხორციელების მთელ ციკლის დროს – ენერგოაუდიტებიდან სამუშაოების დასრულებამდე. მხარდაჭერის გუნდი ასევე ეხმარება პროექტებს თავიანთი შედეგების დოკუმენტირებაში და წარმატებული მგალითების იმ მუნიციპალიტეტებისათვის გაზიარებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი ქალაქების ენერგოეფექტურობით.

გადადით ვებგვერდზე