ტერმინოლოგია

მერების შეთანხმების ოფისი

arrow

მერების შეთანხმების ოფისი

მერების შეთანხმების ოფისი (CoMO) დაფუძნდა და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ინიციატივის კოორდინაციასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. უზურნველყოფს ხელმომწერებს ადმინისტრაციული და ტექნიკური დახმარებით, უზრუნველყოფს კავშირს დაინტერესებულ მხარეებს შორის და ეხმარება მათ საქმიანობაში.

 

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

arrow

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნიკურ განყოფილებას წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ინიციატივის ტექნიკურ და სამეცნიერო მხარდაჭერას. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მერების შეთანხმების ოფისთან (CoMO), ტექნიკური სახელმძღვანელოებით და დოკუმენტების ნიმუშებით უზრუნველყოფს ხელმომწერებს, მათ მიერ აღებული ვალდებულებების, მონიტორინგის განხორციელების და მიღებული შედეგების დროულად შესასრულებლად.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ვებ-გვერდი:http://ec.europa.eu/dgs/jrc/

შეთანხმების კოორდინატორები

arrow

შეთანხმების კოორდინატორები

ევროკავშირის განსაზღვრებით „შეთანხმების კოორდინატორები“ არიან ის სახელმწიფო საჯარო ორგანოები, რომლებიც სტრატეგიულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია ანდა რესურსები საჭირო მოთხოვნების შესასრულებლად. შეთანხმების კოორდინატორები შეიძლება იყვნენ წარმოადგენენ დეცენტრალიზებული ხელისუფლების ორგანოები – როგორიცაა რეგიონები, მხარეები ან ადგილობრივი თვითმმართველობების ჯგუფები- და ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებები, როგორიცაა სამინისტროები და სააგენტოები.

მერების შეთანხმების მხარდამჭერები

arrow

მერების შეთანხმების მხარდამჭერები

ევროკავშირის განსაზღვრებით „შეთანხმების მხარდამჭერები“ არიან ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები და ქსელები, რომლებიც მერების შეთანხმების ინიციატივის სტიმულირებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელმომწერთა დახმარებას აქტიური ლობირებით, კომუნიკაციითა და კავშირების დამყარებით ცდილობენ.

ტექნიკური მხარდაჭერა

arrow

ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი ძირითადი შუამავალია ადგილობრივ მთავრობასა და მერების შეთანხმების ოფისს შორის. მისი ამოცანაა უპასუხოს ინიციატივის შესახებ ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებს, ასევე დაეხმაროს ხელმომწერებს.

ენერგეტიკული სააგენტოები

arrow

ენერგეტიკული სააგენტოები

ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული (LAREAs) სააგენტოები მხარს უჭერენ ენერგომენეჯმენტის მაგალითების წარდგენას, მდგრადობის კონცეფციას, უზრუნველყოფენ ინფორმაციით და სახელმძღვანელოთი, ასევე სთავაზობენ ადგილობრივ ენერგეტიკულ საჭიროებებზე მორგებული, ენერგეტიკული სერვისებს.

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა

arrow

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა მესგ (SEAP) ძირითადი დოკუმენტია რომლის მიზანია 2020 წლისათვის CO2-ის ემისიის 20%-ით შემცირება. მესგ-ს წარმატებული განხორციელების მიზნით ყალიბდება საქმიანობა, ღონისძიებები, ვადები და მოვალეობები, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მესგ-ის შემუშავების ვალდებულება აქვთ მერების შეთანხმების ხელმომწერებსრომლებიც 2016 წლადმე მიუერთდნენ ინიციატივას.

მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა

arrow

მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ახალი ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (მეკსგ / SECAP), რომელიც მიმართულია 2030 კლიმატის შერბილებისა და შეგუებისაკენ. სამოქმედო გეგმა ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უჩვენებს შეთანხმების ხელმომწერებს თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ამოცანებს. გეგმა მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, მაგ: საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია, როგორც კლიმატის შერბილების ნაწილი, კლიმატის ცვლილების რისკი და შეგუების ნაწილის მოწყვლადობის შეფასება, მკაფიოდ განსაზღვრავს ამოცანებსა და მიზნებს; ასევე დროში გაწერილი ღონისძიებებს, მოვალეობების გადანაწილებას და სავარაუდო ზემოქმედებას.

მესგ / მეკსგ შაბლონი

arrow

მესგ / მეკსგ შაბლონი

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ანგარიშგების შაბლონი აჯამებს მათი სამოქმედო გეგმის ძირითად ელემენტებს და მონიტორინგის განხორციელებას. მას შემდეგ რაც ხელმომწრები (თავიანთ მშობლიურ ენაზე) შეათანხმებენ სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციას, მათ მოეთხოვებათ ონლაინ დაასრულონ თავიანთი შაბლონის შევსება, რომელიც მოცემულია შეთანხმების ვებ-გვერდზე „ჩემი შეთანხმება/My Covenant“ ინგლისურ ენაზე. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება პროცესი დასრულებულად, რასაც მერების შეთანხმების ინიციატივის სამოქმედო გეგმის შეთანხმების ოფიციალური წარდგენა მოსდევს.

განხორციელების მონიტორინგის ანგარიში

arrow

განხორციელების მონიტორინგის ანგარიში

შეთანხმების ხელმომწერებმა მესგ-ს წარდგენის შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში უნდა მოამზადონ მონიტორინგის ანგარიში, რომელიც განხორციელების შუალედურ შედეგებს ასახავს. ამ ანგარიშის მიზანია შეაფასოს შედეგების შეესაბამისობა წინასწარ დაგეგმილ მიზნებთან.

ანგარიში უნდა მოიცავდეს განახლებულ გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციას (MEI), რომელის შემუშავება იმავე მეთოდებით და მონაცემებით ხდება რითაც საბაზისო ემისიების ინვენტარიზაცია (BEI) რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეესაბამისობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ჩათვლიან რომ ეს დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მისი მომზადების ინტერვალი შესაძლოა გაიზარდოს, მაგალითად „მოქმედებათა ანგარიშეგებისთვის“ (MEI)-ს გარეშე ყველ 2 წელიწადში (2,6,10,14 წწ) და „სრული ანგარიშგება“ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციით (BEI) ყოველ 4 წელიწადში (4,8,12,16 წწ).

მოქმედებათა ანგარიში SECAP-ის განხორციელების შესახებ ისეთ ხარსიხობრივ ინფორმაციას მოიცავს, როგორიც არის მისი განხორიელების პერიოდში წამოქმნილი სირთულეები, ყოველი მოქმედების განხორციელების სტატუსი და სხვა.

„სრული ანგარიშგება“ კი გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციით (MEI), საშუალებას იძლევა ენერგიის მოხმარების, ენერგიის წარმოების და CO2 ემისიის შემცირების შეაფასების საშულებას.

საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია

arrow

საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია

საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია (BEI), არის შეთანხმების ხელმომწერის ტერიტორიაზე საბაზისო წელს გამოფრქვეული CO2 ემისიის რაოდენობრივი შეფასება. რაც საშუალებას იძლევა CO2 ემისიის წყაროებისა და მისი შემცირების პოტენციალის განსასაზღვრისათვის.

რისკი და მოწყვლადობის შეფასება

arrow

რისკი და მოწყვლადობის შეფასება

რისკისა და მოწყვლადობის შეფასება საშუალებას იძლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული იმ არსებითი რისკებისა და პოტენციური საფრთხეების განსასაზღვრად, რომლებიც ზიანს მოუტანს მოსახლეობას, მათ საკუთრებას, გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს და გარემოს. იგი საშუალებას აძლევს განისაზღვროს განსაკუთრებულად მაღალი საფრთხის მქონე არეალი და უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. რისკისა და მოწყვლადობის შეფასება, საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციასთან (BEI) ერთად მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები

arrow

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები – მერების შეთნხმების ფარგლებში, მონაწილეთა მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა. რომლის მიზანია ენერგიის გონივრულად გამოყენების შედეგად მიღებულ შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა. რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას, მდგრადი ენერგიის (და კლიმატის) სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ერთობლივ დიალოგში ჩართოს დაინტერესებული მხარეები და მოქალაქეები. ტარდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (მაგ: ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის პარალელურად), ღონისძიება შეიძლება მრავალნაირი იყოს, მაგრამ როგორც წესი მოიცავს ისეთ აქტივობებს როგორიც არის სემინარები, გამოფენები, ექსკურსიებს და ღია კარის დღეებს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.eusew.eu.

ვებინარი

arrow

ვებინარი

ვებინარი ეს არის ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში, რომელიც საშუალებას აძლევს მერების შეთანხმებაში ჩართულ პირებს – ხელმომწერებს, მხარდამჭერებსა და კოორდინატორებს – მოისმინონ მერების შეთანხმების წევრის ან სხვა ექსპერტის მიერ ჩატარებული, შეთანხმებასთან დაკავშირებული ლექცია.

წარმატების ეტალონი

arrow

წარმატების ეტალონი

წარმატების ეტალონი ეს არის ინიციატივების შესაბამისი მაგალითები, რომლითაც შეთანხმების ხელმომწერები, კოორდინატორები და მხარდამჭერები განსაკუთრებულად ამაყობენ. უფრო მეტიც, განიხილავენ მათ სხვა ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონების და მათი ქსელებისათვის სასარგებლო ქმედებებად.

თემატური სემინარები

arrow

თემატური სემინარები

თემატური სემინარები ეს არის პოტენციალის ზრდის ინტერაქტიული სესიები, რომლის მიზანია მონაწილეთა შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. თემატური სემინარის მიზანს სადისკუსიო ჯგუფები წარმოადგენენ.

თემატური სამუშაო შეხვედრები

arrow

თემატური სამუშაო შეხვედრები

თემტური სამუშაო შეხვედრები არის საინფორმაციო და გამოცდილების გაზიარების საშუალება, რომლის მიზანია მერების მხარდამჭერთა შორის ურთიერთკავშირის ხელშეუწყობა. ეს არასტანდარტული პლატფორმები შეთანხმების აერთიანებს მონაწილეთა წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიას – დიდ ქალაქებს და დიდ ქალაქური ტიპის დასახლებებს, მცირე და საშუალო ზომის ხელმომწერებს; შეთანხმების კოორდინატორებს და მხარდამჭერებს – სადაც განიხილავენ შეთანხმებასთან დაკავშირებულ თემებს და სვამენ კითხვებს, განსაკუთრებით კი მერების შეთანხმების ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმებსა და ვებინარებზე.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა

arrow

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა (MDCP) ან მერების შეთანხმებს ეროვნული კლუბი, ეს არის სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის (EaP) ყველა ქვეყანაში, და აერთიანებს შეთანხების ხელმომწერებს და ყველა ძირითად მონაწილეს (კოორიდნატორებს, მხარდამჭერებს, EUD, ეროვნულ და რეგიონალურ მმართველობებს, კერძო სექტორს, დონორებს და სხვა) რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ხელმომწერებს მდგრადი მუნიციპალური ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების სტრატეგიების პროექტირება, განხორციელებასა და დაფინანსებაში. პლატფორმების ძირითადი ამოცანაა ეროვნული პოლიტიკის დიალოგი, მასში ჩართულები იქნებიან ძირითადი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც განსაზღვრავენ სამოქმედო გეგმის განხორციელებისას არსებულ ძირითად წინააღმდეგობებს და ხელშემწყობ პირობებს, შეიმუშავებენ სტრატეგიულ რეკომენდაციებს ამ წინააღმდეგობების დასაძლევად, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას მდგრადი ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილებაში. ასევე პლატფორმები ხელს შეუწყობენ ცოდნის გადაცემას, დახმარების სხვადასხვა საშუალებების უფრო ეფექტურ დაგეგმვას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ზრდას.