უკრაინა, მარიუპოლი: მარიუპოლი ანახლებს მუნიციპალური ტროლეიბუსების პარკს
მარიუპოლს, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერს, აქვს ამბიციური პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად, რაც მოიცავს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებს კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების დახმარებით მარიუპოლმა შეიძინა 72 თანამედროვე, დაბალასასვლელიანი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტროლეიბუსი და განაახლა სატროლეიბუსო ინფრასტრუქტურა. ყველა ეს ღონისძიება არის 2015 წელს შემუშავებული მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის ნაწილი.