ხმელნიცკი, უკრაინა: ენერგიისგადანაწილებულიგენერაცია

ხმელნიცკის მუნიციპალიტეტმა დანერგა თანამედროვე ენერგიის გადანაწილებული გამომუშავების სისტემა ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
2024 წლის მონაცემებით, ქალაქ ხმელნიცკიში დამონტაჟდა და ფუნქციონირებს 15 თბო-ელექტროსადგური. ხმელნიცკის თბოსადგურების ჯამური დადგმული ელეტრული სიმძლავრე შეადგენს 7,5 მეგავატ-ს ელექტროენერგიას და თბური სიმძლავრე – 10,5 მეგავატს, რაც ყოველწლიურად უზრუნველყოფს 30 გვტ.სთ სითბოს და 21 გვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას. საერთო ჯამში, ეს საკმარიასია ქალაქის საზოგადოებრივი შენობების სექტორის სრული ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან ყველა საქვაბის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილბლად.
ძირითადი შედეგები:
- CHP ერთეულების ეფექტურობის მაჩვენებელი 60-90%.
- CO2 ემისიის შემცირება – 0,2-0,3 ტონა მეგავატ/სთ ელექტროენერგიასა და სითბოზე წელიწადში
- ფულადი დანაზოგი – 150 000-250 000 ევრო 1MW CHP-ზე ყოველწლიურად.
- 200 000 მაცხოვრებელი იღებს სითბოს და ელექტროენერგიას
- შეიქმნა 5 სამუშაო ადგილი