აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მერების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნებისთვის MyCovenant პლატფორმაში ენერგიაზე წვდომისა და ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ ანგარიშგების მოთხოვნები

27 მარ 2026
გააზიარეთ:

ძვირფასო მერების შეთანხმების ხელმომწერებო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან (CoM East)!

გთხოვთ, გაეცნოთ ენერგიაზე ხელმისაწვდომობისა და ენერგეტიკული სიღარიბის ანგარიშგების შესახებ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ანგარიშგების შესაბამისობის უზრუნველყოფას ანგარიშგების ერთიანი ჩარჩოს Common Reporting Framework (CRF) მოთხოვნებთან.

CRF არის ანგარიშგების მოთხოვნების სტანდარტიზებული კრებული, რომელიც 2018 წელს შეიქმნა მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილების სამოქმედო დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების გამარტივებისთვის. ის ჰარმონიზებას ახდეს რეგიონების ანგარიშგებებს შორის, მოიცავს სათბურის გაზების ემისიებს, კლიმატურ რისკებს და ენერგიაზე წვდომას.

მოთხოვნები

2025 წლის იანვრის შემდეგ, საერთო მოთხოვნაა, რომ SEAP-ის ან SECAP-ის მონიტორინგის ანგარიშის ყველა წარმდგენმა, ასევე უნდა წარადგინოს ენერგეტიკული სიღარიბის (EP) შესახებ ანგარიში.

შესაბამისად, გარკვეულ ვადებში, CoM East-ის ყველა ხელმომწერმა თავის სამოქმედო გეგმებში შერბილებისა და ადაპტაციის ზომებთან ერთად უნდა ჩართოს EP კომპონენტი.

ახალი ხელმომწერები, რომლებმაც შეთანხმებასთან მიერთების თავიანთ ფორმებში აიღეს ვალდებულება, რომ ენერგეტიკულ სიღარიბეს გაითვალისწინებდნენ და შეასრულებენ ამ ვალდებულებას პირდაპირ საკუთარ ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმებსა (SECAP) და შემდგომში, მონიტორინგის ანგარიშებში

ხელმომწერებმა, რომლებმაც შეთანხმებას დიდი ხნის წინ შეუერთდნენ და რომლებმაც არ აქვთ ენერგეტიკულ სიღარიბესთან დაკავშირებული ვალდებულება და მიიღეს/წარადგინეს SECAP-ები ენერგეტიკული სიღარიბის გარეშე, თანდათანობით უნდა მოახდინონ ამ საკითხის ინტეგრირება „ჩემი შეთანხმების“ მონიტორინგის ანგარიშის შაბლონების მეშვეობით.

ქვემოთ იხილეთ დეტალური აღწერა.

ხელმომწერები, რომლებმაც შეთანხმებას 2022 წლის შემდეგ შეუერთდნენ და რომლებმაც ხელი მოაწერეს მიერთების ფორმას ენერგეტიკული სიღარიბის (EP) განხორციელების ვალდებულებით:

  • ხელმომწერთა ამ ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს SECAP დოკუმენტი და ონლაინ შაბლონი, რომელიც მოიცავს EP კომპონენტს.
  • MyCovenant პლატფორმის მეშვეობით სამოქმედო გეგმების წარდგენისას, ხელმომწერებმა უნდა: განსაზღვრონ ენერგეტიკული სიღარიბის მიზანი, მათ შორის საბაზისო და სამიზნე წლები, შეარჩიონ ერთეული „მუნიციპალიტეტის საზღვრებში ენერგეტიკული სიღარიბის წინაშე მყოფი ოჯახების ან მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი“-ისა და „ენერგიაზე ხელმისაწვდომობის“ ინდიკატორებისთვის , რაც სავალდებულოა ჩვენი რეგიონისთვის. ეს ინდიკატორი მონიშნული იქნება მწვანე ფერით (სავალდებულო ველის სახით). იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული სავალდებულო ინდიკატორის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ხელმომწერებს შეუძლიათ აირჩიონ სხვა (არასავალდებულო) ინდიკატორი იმავე თემატიკისთვის, ხოლო , სავალდებულო ინდიკატორების ველებში მიუთითონ „N/A“ – ‘არ არის ხელმისაწვდომი“.
  • ანალოგიურად, ენერგიაზე წვდომისა და ენერგეტიკული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს „ჩემი ქმედებები“ (MY ACTION’s) განყოფილების შესაბამის ცხრილში.
  • იგივე პროცედურა ვრცელდება მონიტორინგის ანგარიშებზეც, სადაც უნდა იყოს ასახული ენერგეტიკული სიღარიბის გადაჭრის შესახებ განხორციელებული ქმედებები.

ყველა სხვა ხელმომწერი, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიერთების ფორმებს ენერგეტიკული სიღარიბის (EP) წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულების გარეშე:

  • თუ, რაიმე მიზეზით ამ ჯგუფის ხელმომწერებს ჯერ არ წარუდგენიათ SECAP-ები, მაშინ მათ სამოქმედო გეგმებში უნდა აისახოს EP კომპონენტი როგორც ტექსტობრივ, ასევე ონლაინ წარდგენის ვერსიებში, ზემოთ აღწერილი ინსტრუქციის შესაბამისად. იგივე ეხება მონიტორინგის ანგარიშებსაც.
  • თუ ხელმომწერებმა უკვე წარადგინეს SECAP-ები, სადაც EP-ის საკითხი არ იყო ასახული, მაშინ იგი უნდა აისახოს MyCovenant-ის ვებ პლატფორმის მონიტორინგის ანგარიშების შაბლონში. ამისათვის, მონიტორინგის ანგარიშის ონლაინ შაბლონის შევსებისას, ხელმომწერმა ასევე უნდა შეავსოს შესაბამისი სავალდებულო ველები, რომლებიც დაკავშირებულია „ენერგიაზე წვდომასთან“ MYSTRATEGY-ში, MY INVENTORIES-ში და „ენერგიაზე წვდომასთან და ენერგეტიკული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედებებთან“ MY ACTIONS-ში (როგორც ზემოთ იყო აღწერილი).

ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი მნიშვნელოვანი განმარტება. ვინაიდან ხელმომწერებმა, რომელთა სამოქმედო გეგმებში არ იყო EP-ზე მითითება, სავარაუდოდ, არ განახორციელეს ენერგეტიკული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე ღონისძიება, ისინი ვერ შეძლებენ ამ კომპონენტის მონიტორინგის ანგარიშების წარდგენას (ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების ღონისძებები არ იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ქმედება არ განხორციელებულა და შედეგის მონიტორინგი და ანგარიშგება შეუძლებელია).

ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი განმარტებაა საჭირო:

ვინაიდან ხელმომწერებმა, რომელთა სამოქმედო გეგმებში არ იყო ასახული ენერგეტიკული სიღარიბის საკითხები, ბუნებრივია, რომ არ განახორციელეს ენერგეტიკული სიღარიბის დასაძლევად რაიმე ღონისძიება, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ ამ კომპონენტის მონიტორინგის ანგარიშების წარდგენას (ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების ღონისძებები არ იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ქმედება არ განხორციელებულა და შედეგის მონიტორინგი და ანგარიშგება შეუძლებელია).

ამგვარად, ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ ინფორმაციის ასახვით და ამ საკითხების მონიტორინგის ანგარიშში ჩამოთვლით, ხელმომწერები არ აქვეყნებენ ანგარიშს განხორციელების შესახებ, არამედ ინტეგრირებენ ენერგეტიული სიღარიბის საკითხებს საკუთარ სამოქმედო გეგმებში SECAP-ებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შერბილებისა და ადაპტაციის შესახებ ინფორმაცია განხილული იქნება, როგორც შერბილებისა და ადაპტაციის ქმედებების განხორციელების მონიტორინგის ანგარიში, ხოლო ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ ინფორმაცია განხილული იქნება, როგორც ამ საკითხზე შემუშავებული მაგრამ, (ჯერ არ განხორციელებული) ღონისძიებების შესახებ საბაზისო ინფორმაცია.

ეს არის მარტივი გზა EP საკითხების ონლაინ პლატფორმაში ინტეგრირებისთვის SECAP-ის გადახედვის/ხელახალი დამტკიცების/ხელახლა წარდგენის გარეშე.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ მუნიციპალიტეტები SECAP-ს შეავსებენ EP საკითხის შესახემ ანალიზის მომზადებასაც.