შემოგვიერთდი

მერების შეთანხმება იწვევს ყველა დონის სახელმწიფო ორგანოებს სათანამშრომლოდ, ისევე როგორც შესაბამის მხარდამჭერ ორგნიზაციებს, სააგენტოებს და ასოციაციებს შემოუერთდნენ ინიციატივას, რათა მოკლე დროში განახორციელონ კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი საქმიანობა. გაწევრიანებასთან დაკავშირებული დეტალური ინფომრმაცია იხილეთ ქვემოთ.

შეთანხმების მხარდამჭერები არამომგებიანი ორგანიზაციებია (ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობების ასოციაციები ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული სააგენტოები...), რომლებიც ხელს უწყობენ მერების შეთანხმებას, მხარს უჭერენ წევრებს  მიაღწიონ მერების შეთანხმების ფარგლებში დასახულ ამოცანებს.

ისინი მოქმედებენ თავიანთი პროფესიული ინტერესების სფეროებში (მაგ: ენერგეტიკა, გარემოსდაცვა, წყალი, ჰაერი), მმართველობის სხადასხვა (მაგ: ევროპულ, ეროვნულ, რეგიონალურ თუ ადგილობრივ) დონეებზე, რათა ხელი შეუწყონ მერების შეთანხმების ინიციატივას და მხარი დაუჭირონ მათ ხელმომწერებს.

მარეგულირებელ, საკანონმდებლო და ფინანსური სფეროების კომპეტენტური ცოდნა  - იყოს ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე - მერების შეთანხმების მხარდამჭერებს დაეხმარონ როგორც  რჩევით, ასევე ერთობლივად განსაზღვრონ არსებული ინიციატივები.


ვის შეუძლია  გაწევრიანება

ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ფედერაციებს, ადგილობრივ და რეგიონლურ თემატურ სააგენტოებს (ენერგეტიკული/გარემოსდაცვითი)  შეთანხმების მხარდაჭერებად გაწევრიანება  შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მხარდამჭერების სია

 

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების ხელმომწერად გახდომის უპორატესობები:

icon
ევროკომისიის  მიერ მხარდაჭერა და აღიარება
icon
საერთაშორისო ცნობადობა, შესრულებული საქმიანობების და ჩატარებული ღონისძიებების შეთანხმების ვებ-გვერდზე განთავსება
icon
ევროპელ კოლეგებთან  სამუშაო გამოცდილების გაზიარება
icon
ადგილობრივი და საკუთარი წარმატებული მაგალითების ხელშეწყობა
icon
სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებში და გამოცდილების გაზიარების პლატფორმებში მონაწილეობა
icon
ტერიტორიული განვითარების და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება
 
 
 

როგორ უნდა გაწევრიანდეთ

ს ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები, ქსელები, სააგენტოები რომლებიც დაინტერესებულები არიან მიიღონ შეთანხმების მხარდამჭერის სტატუსი, შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ:

N.B. დასაშვებია ყველა სააგენტოსა და მუნიციპალური ასოციაციების, მათი ქსელების რეგისტრაცია რათა  გახდნენ მერების შეთანხების ინციატივის აქტიური მხარდაჭერები. გამონკლისს წარმოადგენენ ის კომერციული სააგენტოები, რომლებიც საპროექტო საფუძველზე, ან უმეტესად კერძო ინვესტიციებით ფინანსდება.

საფეხური 1

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

საფეხური 2

დასაშვებობის დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ  ვალდებულების განცხადებას

საფეხური 3

ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს. რაც საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენი ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.

როდის უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების მხარდამჭერს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის  გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

სიახლეების გამოწერა