მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ანგარიშგების შაბლონი აჯამებს მათი სამოქმედო გეგმის ძირითად ელემენტებს და  მონიტორინგის განხორციელებას. მას შემდეგ რაც ხელმომწრები (თავიანთ მშობლიურ ენაზე) შეათანხმებენ სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციას, მათ მოეთხოვებათ ონლაინ დაასრულონ თავიანთი შაბლონის შევსება, რომელიც მოცემულია შეთანხმების ვებ-გვერდზე „ჩემი შეთანხმება/My Covenant“ ინგლისურ ენაზე. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება პროცესი დასრულებულად, რასაც მერების შეთანხმების ინიციატივის სამოქმედო გეგმის შეთანხმების ოფიციალური წარდგენა მოსდევს.

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ახალი ხელმომწერები  ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (მეკსგ / SECAP), რომელიც მიმართულია 2030 კლიმატის შერბილებისა და შეგუებისაკენ. სამოქმედო გეგმა ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უჩვენებს შეთანხმების ხელმომწერებს თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ამოცანებს. გეგმა მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, მაგ: საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია, როგორც კლიმატის შერბილების ნაწილი, კლიმატის ცვლილების რისკი და შეგუების ნაწილის მოწყვლადობის შეფასება, მკაფიოდ განსაზღვრავს ამოცანებსა და მიზნებს; ასევე დროში გაწერილი ღონისძიებებს, მოვალეობების გადანაწილებას და სავარაუდო ზემოქმედებას.

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა მესგ (SEAP) ძირითადი დოკუმენტია რომლის მიზანია 2020 წლისათვის  CO2-ის ემისიის 20%-ით შემცირება. მესგ-ს წარმატებული განხორციელების მიზნით ყალიბდება საქმიანობა, ღონისძიებები, ვადები და მოვალეობები, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მესგ-ის შემუშავების ვალდებულება აქვთ მერების შეთანხმების ხელმომწერებსრომლებიც 2016 წლადმე მიუერთდნენ ინიციატივას.

რისკისა და მოწყვლადობის შეფასება საშუალებას იძლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული იმ არსებითი რისკებისა და პოტენციური საფრთხეების განსასაზღვრად, რომლებიც ზიანს მოუტანს მოსახლეობას, მათ საკუთრებას, გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს და გარემოს. იგი საშუალებას აძლევს განისაზღვროს განსაკუთრებულად მაღალი საფრთხის მქონე არეალი და  უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.  რისკისა და მოწყვლადობის შეფასება, საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციასთან (BEI) ერთად მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები - მერების შეთნხმების ფარგლებში, მონაწილეთა მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში  ორგანიზებული ღონისძიებაა. რომლის მიზანია ენერგიის გონივრულად გამოყენების შედეგად მიღებულ შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა.  რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას, მდგრადი ენერგიის (და კლიმატის) სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ერთობლივ დიალოგში ჩართოს  დაინტერესებული მხარეები და  მოქალაქეები. ტარდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (მაგ: ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის პარალელურად), ღონისძიება შეიძლება მრავალნაირი იყოს,  მაგრამ  როგორც წესი მოიცავს ისეთ აქტივობებს როგორიც არის სემინარები, გამოფენები, ექსკურსიებს  და ღია კარის დღეებს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.eusew.eu.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნიკურ განყოფილებას წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ინიციატივის ტექნიკურ და სამეცნიერო მხარდაჭერას. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მერების შეთანხმების ოფისთან (CoMO),  ტექნიკური სახელმძღვანელოებით და დოკუმენტების ნიმუშებით უზრუნველყოფს ხელმომწერებს, მათ მიერ აღებული ვალდებულებების,  მონიტორინგის განხორციელების და მიღებული შედეგების  დროულად შესასრულებლად. 

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ვებ-გვერდი:http://ec.europa.eu/dgs/jrc/

შეთანხმების ხელმომწერებმა  მესგ-ს წარდგენის შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში უნდა მოამზადონ მონიტორინგის ანგარიში,  რომელიც  განხორციელების შუალედურ შედეგებს ასახავს. ამ ანგარიშის  მიზანია შეაფასოს შედეგების შეესაბამისობა წინასწარ დაგეგმილ მიზნებთან.

ანგარიში უნდა მოიცავდეს განახლებულ გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციას (MEI), რომელის შემუშავება იმავე მეთოდებით და მონაცემებით ხდება რითაც საბაზისო  ემისიების ინვენტარიზაცია (BEI) რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეესაბამისობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ჩათვლიან რომ ეს დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მისი მომზადების ინტერვალი შესაძლოა გაიზარდოს, მაგალითად „მოქმედებათა ანგარიშეგებისთვის“ (MEI)-ს გარეშე ყველ 2 წელიწადში (2,6,10,14 წწ) და „სრული ანგარიშგება“ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციით (BEI) ყოველ 4 წელიწადში (4,8,12,16 წწ).

მოქმედებათა ანგარიში SECAP-ის განხორციელების შესახებ ისეთ ხარსიხობრივ ინფორმაციას მოიცავს, როგორიც არის მისი განხორიელების პერიოდში წამოქმნილი  სირთულეები, ყოველი მოქმედების  განხორციელების სტატუსი და სხვა.

„სრული ანგარიშგება“ კი გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციით (MEI), საშუალებას იძლევა  ენერგიის მოხმარების, ენერგიის წარმოების და CO2 ემისიის შემცირების შეაფასების საშულებას.

ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი ძირითადი შუამავალია ადგილობრივ მთავრობასა და მერების შეთანხმების ოფისს შორის. მისი ამოცანაა უპასუხოს ინიციატივის შესახებ  ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებს, ასევე დაეხმაროს ხელმომწერებს.

ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული (LAREAs) სააგენტოები მხარს უჭერენ ენერგომენეჯმენტის მაგალითების წარდგენას, მდგრადობის კონცეფციას, უზრუნველყოფენ ინფორმაციით და სახელმძღვანელოთი, ასევე სთავაზობენ ადგილობრივ ენერგეტიკულ საჭიროებებზე მორგებული, ენერგეტიკული სერვისებს.

ევროკავშირის განსაზღვრებით „შეთანხმების მხარდამჭერები“ არიან ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები და ქსელები, რომლებიც მერების შეთანხმების ინიციატივის სტიმულირებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელმომწერთა დახმარებას აქტიური ლობირებით, კომუნიკაციითა და კავშირების დამყარებით ცდილობენ.

სიახლეების გამოწერა