მერების შეთანხმების კლიმატისა და ენერგეტიკისთვის ხელმომწერები ვლდებულნი არიან  შეიმუშავონ კლიმატის ცვლილების შერბილების და შეგუების კომპლექსური მიდგომა, ასევე უზრუნველყონ თავიანთი მოქალაქეებისათვის მდგრად, საიმედო და ხელმისაწვდომ ენერგიაზე წვდომა.  

კლიმატის ცვლილების შერბილების და შეგუების კომპლექსური მიდგომის გამოყენება უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას, ქმნის ურთიერთდახმარებას და თანადაფინანსებას, ზრდის რენტაბელობას და ეხმარებათ თავიდან აიცილონ არაადექვატური მოთხოვნები. 

კლიმატის ცვლილების შერბილებისა და შეგუების კომპლექსური მიდგომის შემუშავებასთან დაკავშირებული დამატებით ინფორმაციისათვის გთხოვთ წაიკითხოთ ეს მოკლე სტატია - (Climate-ADAPT). 

მერების კლიმატის ცვლილების შეგუების ინიციატივა სრულად არის ინტეგრირებული მერების შეთანხმებაში 

მერები შეგუებისთვის/ Mayors Adapt  - მერების კლიმატის ცვლილების ინიციატივა,  ევროკავშირის მიერ ქალაქების კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩასართავად შეიქმნა. მისი განხორციელება შეგუების ინიციატივის სახით 2014 წელს დაიწყო, რომელიც მერების შეთანხმების პარალელურად მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემსუბუქება. 2015წ. ევროკომისიამ კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული საქმიანობის ინტეგრირებული ხელშეწყობის მიზნით ეს ორი ინიციატივა გააერთიანა. 2017 წლიდან შეგუების კომპონენტის და მერების კლიმატის ცვლილების ინიციატივის,  მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკაში სრული ინტეგრაცია მოხდა.  

რას ნიშნავს შეგუება ქალაქებისათვის? 

კლიმატის ცვლილების ეფექტის შემსუბუქებისათვის სათბური გაზების ემისიის შემცირების პარალელურად, ქალაქებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ  მედეგობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარდაუვალი უარყოფითი შედეგების მიმართ. 

გარკვეული რეგიონალური და ადგილობრივი განსხვავებებით, კლიმატის ცვლილება გავლენას ყველა ქვეყანასა და ქალაქზე მოახდენს. ქალაქები შეიძლება განსაკუთრებით დაუცველი იყვნენ  ექსტრემალური ამინდისადმი, კონკრეტულად კი წყალდიდობის, სითბური ტალღების, ძლიერი შტორმისა და სხვა. ბევრმა მათგანმა უკვე გამოსცადა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა შედეგები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, აზიანებს შენობებს, აფერხებს ელექტროენერგიის და წყლის მოწოდებას და ტრანსპორტის მოძრაობას. ამავდროულად გათბობისა და გაგრილების სისტემების მუშაობისათვის გაზრდილი ენერგიის მოხმარება, ხელს უწყობს ენერგიის გადასახადის ზრდას და კლიმატის ცვლილებას. 

შეგუება ახალ შესაძლებლობებს ქმნის 

კლიმატის ცვლილებისადმი შეგუება აუცილებელია ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სისტემების მდგრადობის გასაზრდელად. კლიმატის ცვლილებისადმი შეგუება თქვენს ადსახლებას უფრო უსაფრთხოს, ეკოლოგიურად სუფთას და უფრო მიმზიდველს გახდის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის. შერბილებისა და შეგუების ინტეგრირებული მიდგომა უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნის საშუალებას იძლევა. შეგუების ეფექტური ღონისძიებები ხშირად ხელს უწყობს ნახშირბადის ემისიის შემცირებას, პირველ რიგში შედეგების აღმოფხვრის საერთო ხარჯების შემცირებით, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების დაზოგვით და ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით.

მუნიციპალური შეგუების სტრატეგიები, ქვეყნების კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაძლიერების ნორმებს ადგენს 

კლიმატის შერბილებისა და შეგუების ინტეგრირებული პოლიტიკა, მერებსა და სხვაპოლიტიკურ ლიდერებს საშუალებას მისცემს თავიანთი ქალაქები, საცხოვრებლად უფრო მეტად მიმზიდველი გახადონ. ურბანული სტერეოტიპების დანგრევა ხელს უწყობს ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების შემუშავებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ბინათმშენებლობა და საზოგადოებრივი  პარკები. დაინტერესებული მხარეების ჩართვის გაძლიერება უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის წარმატებულა ურთიერთთანამშრომლობას. კლიმატის ცვლილების შედეგებისად მზაობის ღონისძებებში განხორციელებული ინვესტიციები ქალაქებს უფრო მეტად მიმზიდველს, ჯანმრთელს და უსაფრთხოს გახდის.   

შეგუებასთან დაკავშირებულ რა სახის ინფორმაციას უზრუნველყოფს მერების შეთანხმება? 

ამჟამად მერების შეთანხმების მონიტორინგისა და ანგარიშგების  სისტემა,  კლიმატის ცვლილების შეგუების განყოფილებასაც  მოიცავს: 

მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) ნიმუშში მოცემულია შეგუების სქემა, რომლის მეშვეობითაც ქალაქები თავად შეაფასებენ თავიანთი შეგუების სტატუსს; რისკისა და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების შეფასებისა და ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის შემუშავების შაბლონი ყველა მუნიციპალური სექტორიზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ გავლენას ასახავს. 

კვლევები და საუკეთესო მაგალითები: 

მერების შეთანხმება აგროვებს საუკეთესო პრატიკულ მაგალითებს, რითიც სტიმულს აძლევს ქალაქებს და ხელს  უწყობს კოლეგებს  შორის გამოცდილების გაზიარებას. 

ქალაქებისათვის შეგუების ელექტრონული სწავლების მოდული ექსკლუზიურად, მხოლოდ მერების შეთანხმების ხელმომწერთათვის არის ხელმისაწვდომი. ეს მოდული უზრუნველყოფს პრაქტიკული ინფორმაციით, სასწავლო მაგალითებით და სხვა სასარგებლო რესურესების ლინკებით. 

დამატებით, ევროკავშირი და გარემოს დაცვის ევროპული სააგენტო აგროვებენ, ევროკავშირის Climate-ADAPT და საინფორმაციო პლატფორმის მიერ კლიმატის ცვლილების შეგუებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ცოდნას, უზრუნველყოფენ ქალაქებს მრავალფეროვანი ინფორმაციით და საშუალებებით, მაგ: 2000 მეტი დამხმარე სახის მასალა, შეგუების საინფორმაციო ფურცელი ქალაქების პროფაილებით, ქალაქების მიერ შეგუებისათვს საჭირო მხარდამჭერი საშუალებები, რომელიც დეტალური სახელმძღვანელოა მერების ინტეგრირებული შეთანხმების ინიციატივისათვის. ეს საშუალებები ეხმარება პროფესიონალებს განახორციელონ ინტეგრაციის შეგუების პოლიტიკა.  

Additional Info

  • Ссылка https://climate-adapt.eea.europa.eu/

Additional Info

  • Адрес პრარეზნაიას ქუჩა 10, ოფისი #66, კიევი, 01034, უკრაინა
  • Номер телефона +380 44 278 03 13
  • Электронный адрес ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • Координаты 50.448536, 30.518292
სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 16:14

Facts and figures about EU-Ukraine relations

Written by
სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 15:29

Merry Christmas and a Happy New Year 2019!

Dear Colleagues, Partners and Friends,

On behalf of the multinational CoM East team we wish you a very Happy Holiday season!

Moldova: presentation of smart street lighting in Ocnita city, 30/11/2018 (1'32)

https://youtu.be/UKkEI2F8Xi8

Covenant of Mayors - a European initiative that makes cities better, 23/11/2018, Kiev, Ukraine (2'14)

https://youtu.be/ab3KvB3G8vk?t=6

Ukraine: energy efficiency of Slavutych, 23/11/2018 (30'42)

https://youtu.be/ZPV91e_71vQ

Ukraine: Hola Prystan CoM-DeP Networking Event & Press Tour, 23-24/05/2018 (3'29)

https://youtu.be/wO5iPg-o1pU

სიახლეების გამოწერა