შეთანხმების მხარდამჭერები არამომგებიანი ორგანიზაციებია (ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობების ასოციაციები ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული სააგენტოები...), რომლებიც ხელს უწყობენ მერების შეთანხმებას, მხარს უჭერენ წევრებს  მიაღწიონ მერების შეთანხმების ფარგლებში დასახულ ამოცანებს.

ისინი მოქმედებენ თავიანთი პროფესიული ინტერესების სფეროებში (მაგ: ენერგეტიკა, გარემოსდაცვა, წყალი, ჰაერი), მმართველობის სხადასხვა (მაგ: ევროპულ, ეროვნულ, რეგიონალურ თუ ადგილობრივ) დონეებზე, რათა ხელი შეუწყონ მერების შეთანხმების ინიციატივას და მხარი დაუჭირონ მათ ხელმომწერებს.

მარეგულირებელ, საკანონმდებლო და ფინანსური სფეროების კომპეტენტური ცოდნა  - იყოს ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე - მერების შეთანხმების მხარდამჭერებს დაეხმარონ როგორც  რჩევით, ასევე ერთობლივად განსაზღვრონ არსებული ინიციატივები.


ვის შეუძლია  გაწევრიანება

ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ფედერაციებს, ადგილობრივ და რეგიონლურ თემატურ სააგენტოებს (ენერგეტიკული/გარემოსდაცვითი)  შეთანხმების მხარდაჭერებად გაწევრიანება  შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მხარდამჭერების სია

 

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების ხელმომწერად გახდომის უპორატესობები:

icon
ევროკომისიის  მიერ მხარდაჭერა და აღიარება
icon
საერთაშორისო ცნობადობა, შესრულებული საქმიანობების და ჩატარებული ღონისძიებების შეთანხმების ვებ-გვერდზე განთავსება
icon
ევროპელ კოლეგებთან  სამუშაო გამოცდილების გაზიარება
icon
ადგილობრივი და საკუთარი წარმატებული მაგალითების ხელშეწყობა
icon
სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებში და გამოცდილების გაზიარების პლატფორმებში მონაწილეობა
icon
ტერიტორიული განვითარების და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება
 
 
 

როგორ უნდა გაწევრიანდეთ

ს ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები, ქსელები, სააგენტოები რომლებიც დაინტერესებულები არიან მიიღონ შეთანხმების მხარდამჭერის სტატუსი, შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ:

N.B. დასაშვებია ყველა სააგენტოსა და მუნიციპალური ასოციაციების, მათი ქსელების რეგისტრაცია რათა  გახდნენ მერების შეთანხების ინციატივის აქტიური მხარდაჭერები. გამონკლისს წარმოადგენენ ის კომერციული სააგენტოები, რომლებიც საპროექტო საფუძველზე, ან უმეტესად კერძო ინვესტიციებით ფინანსდება.

საფეხური 1

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

საფეხური 2

დასაშვებობის დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ  ვალდებულების განცხადებას

საფეხური 3

ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს. რაც საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენი ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.

როდის უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების მხარდამჭერს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის  გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

შეთანხმების კოორდინატორები, იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში შემავალ ხელმომწერებს. დახმარება პირველ რიგში ითვალისწინებს  მდგრადი ენერგიის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების ტექნიკურ ანდა ფინანსურ დახმარებას და ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობას.  

დამატებითი დეტალების ნახვა შესაძლებელია აქ


ვის შეუძლია გაწევრიანება

პროვინციები, რეგიონები, სამინისტროები ... ნებისმიერი საჯარო ორგანო, რომელიც ოფიციალურ ვალდებულებას აიღებს ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერა  აღმოუჩინონ   მერების შეთანხმების ხელმომწერებს, ოფიციალურად აღიარებულნი იქნებიან, როგორც შეთანხმების კოორდინატორები.  

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

კოორდინატორების სია

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების კოორდინატორების უპირატესობა:

icon
ევროკომისიის მიერ მხარდაჭერა და აღიარება
icon
საერთაშორისო დონის ცნობადობა, შესრულებული საქმიანობების და ჩატარებული ღონისძიებების შეთანხმების ვებ-გვერდზე განთავსებით
icon
ევროპელ კოლეგებთან სამუშაო გამოცდილების გაზიარება
icon
სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებში და გამოცდილების გაზიარების სხვადასხვა პლატფორმებში მონაწილეობა
icon
შემუშავებული მეთოდოლოგიებისა და საშუალებების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერა
icon
ტერიტორიული განვითარების და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება
 
 

 

როგორ უნდა გაწევრიანდეთ

თქვენი ორგანიზაციდან შეთანხმების კოორდინატორად ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამოდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ:

საფეხური 1

ხელი მოაწერეთ შეთანხმების კოორდინატორთა ვალდებულების დეკლარაციას დაშეავსეთ  ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა

საფეხური 2

დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ  ვალდებულების განცხადებას

საფეხური 3

ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს რაც, საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენთან ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.

როდის გაწევრიანდეთ

შეთანხმების კოორდინატორობის მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება ამ გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

ადგილობრივი ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და შეგუებაში. მერების შეთანხმებასთან მიერთება მუნიციპალიტეტბს ეხმარებათ მათი ცოდნისა და ცნობადობის გაზრდით, რესურსებთან და ქსელთან წვდომის საშუალების შექმნით, რაც აუცილებელია ენერგეტიკის და კლიმატის სფეროში აღებული ვალდებულებების ახალ დონეზე გადასაყვანად.


ვის შეუძლია გაწევრიანება

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ღიაა ყველა დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მიუხედავად მათი ზომებისა და მიუხედავად ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის განხორციელების პროცესების მიმდინარეობისა. 

მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ აიღონ ჯგუფური ვალდებულბა და მოამზადონ ერთობლივი მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (ვარიანტი 2) ან მოამზადონ ინდივიდუალური (ვარიანტი1) სამოქმედო გეგმები  CO2 ემისიის 35%-ით შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლებს გეგმები. 

დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია მერების შეთანხმების ვებ-გვერდზე ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში.

ხელმომწერთა სია

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

მერების შეთანხმების ხელმომწერები მრავალ წინაპირობას პოულობენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ მოძრაობაში:

icon
გაძლიერებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა ეროვნული და რეგიონალური ორგანოების მხრიდან
icon
ადგილობრივო ხელისუფლების მიერ განხორციელებული კლიმატისა და ენერგეტიკის საქმიანობის,  მაღალი დონის საერთაშორისო აღიარება და ცნობადობა
icon
ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა
icon
პროგრესის წარმოჩენისა და მონიტორინგის სანდო საშუალებები
icon
კლიმატისა და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების საუკეთესო შესაძლებლობები
icon
გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა რეგულარულად ჩატარებული ღონისძიებების და ონლაინ დისკუსიების საშუალოებით
icon
პრაქტიკული მხარდაჭერა (ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი), სახელმძღვანელო მასალა და ინსტრუმენტები
 
 
როგორ გაწევრიანდეთ

მუდმივად მზარდ მოძრაობაში გასაწევრიანებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა განახორციელოს:

საფეხური 1

მუნიციპალურ საბჭოს უნდა წარუდგინონ  მერების შეთანხმების   კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ვალდებულების დოკუმენტი. დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ..

საფეხური 2

მას შემდეგ რაც საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილბას, უნდა დაევალოს მერს ან შესაბამის თანამდებობის პირს ხელი მოაწერონ შეთანხმებასთან მიერთების ფორმას.

საფეხური 3

ხელმოწერის შემდეგ, უნდა მერების შეთანხმების ვებგვერდზე უნდა შეიტანოთ შეთანხმებასთან მიერთების ხელმოწერილი ფორმა;  ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დადასტურების წერილს, სადაც ინფორმაციას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

როდის უნდა გაწევრიანდეთ

ადგილობრივ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოაწეროს ხელი მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისათვის.

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია შესაბამის განყოფილებაში და სარეგისტრაციოდ ატვირთოთ ვალდებულების შესრულების განაცხადი

სხვებისათვის სტიმულის მისაცემად შეთანხმების ყველა ხელმომწერი აზიარებენ თავისს მიღწევებს. ჩვენი საუკეთესო მაგალითების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მიღწევების  კონკრეტული მაგალითები, ქალაქების პროფაილები, ვიდეო მასალა და სხვა.

  

 

მერების შეთანხმების გაერთიანება სასარგებლო რჩევებს აზიარებს.

მერების შეთანხმების ხელმომწერები საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად, ვალდებულნი არიან კლიმატის ცვლილების  სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ,  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოამზადონ და წარადგინონ მონიტორინგის ანგარიში. ხოლო ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განაახლონ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია რათა, კლიმატის ცვლილებასთან მედეგობა, ემისიისა და  ენერგიის მოხმარების მაჩვენებლები ზუსტად იქნას ასახული.

ქვემოთ იხილავთ ხელმომწერების მიერ დამტკიცებულ მონიტორინგის ანგარიშების სიას. კონკრეტული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ მიმართოთ საძიებო სისტემას.

მერების შეთანხმებაში ოფიციალური გაწევრიანების შემდეგ, ხელმომწერები ვალდებულნი  დადგენილ პერიოდში (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმისათვის (SEAP) და ორი წელი - მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმისათვოს  (SECAP)) წარადგინონ მუნიციპალური საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმა.

 

ქვემოთ იხილავთ, როგორც ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ უკვე დამტკიცებულ ასევე, ამჟამად განხილვაში მყოფ  სამოქმედო გეგმებს. კონკრეტული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ მიმართოთ საძიებო სისტემას.

ორშაბათი, 25 ივნისი 2018 08:56

ოქსანა კისილი

Written by

ოქსანა კისილს,  მუნიციპალიტეტების ენერგოეფექტური პროექტებისათვის, ენერგომომსახურეობის კომპანიების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და სხვა ფორმების მეშვეობით ენერგოეფექტური ღონისძიებების, ენერგომოხმარების (ფინანსური) დაზოგის პოტენციალის,  ენერგოეფექტური ღონისძიებების ფინანსური სქემების შემუშავების სფეროში  9 წელზე მეტი მუშაობის პროფესიული გამოცდილება გააჩნია. მისი საქმიანობა საჯარო და კერძო სექტორში მოიცავდა ბიზნეს გეგმებისა და საბიუჯეტო საინვესტიციო პროგრამების შემუშავებას ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი რესურსების წყაროების (RES) პროექტების,  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დასაფინანსებლად. ქ-ნ კისილს საჯარო სამსახურებთან მუშაობის სპეციფიური გამოცდილება გააჩნია, განსაკუთრებით კი საბიუჯეტო  საინვესტიციო პროგრამების,  SEAP-ის ფარგლებში მუნიციპალური ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებისათვის,   ბიუჯეტის შესრულებისა და დანერგვის პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.

Additional Info

  • Имя ოქსანა კისილი
  • Должность ეროვნული ექსპერტი უკრაინაში
  • Телефон +38 097 665 90 12
    +38 044 278 03 13
  • Email ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ორშაბათი, 25 ივნისი 2018 08:37

გიორგი აბულაშვილი

Written by

გიორგი აბულაშვილს სუფთა ენერგიისა და კლიმატის ცვლილების,  საერთაშორისო და ეროვნული პროექტებში მუშაობის 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. 2007 წლიდან ბატონმა გიორგი  გააფართოვა საკუთარი ცოდნა მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის დაგეგმვითი საქმიანობით. იგი ხელმძღვნელობს ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს, რომელიც საქართველოში „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ოფიციალური მხარდამჭერია.

Additional Info

  • Имя გიორგი აბულაშვილი
  • Должность ქვეყნის ექსპერტი აზერბაიჯანში და საქართველოში
  • Телефон +995 322 242 542
  • Email ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ორშაბათი, 25 ივნისი 2018 08:36

ივან შჩედრანოკი

Written by

ივან შჩედრანოკს EU, SIDA, GEF and the WB მიერ, ბელარუსის ყველა რეგიონებში და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში EaP   დაფინანსებული რამოდენიმე გრძელვადიანი, საერთაშორისო პროექტის შემუშავების და მართვის 12 წელზე მეტი წარმატებული  სამუშაო/პროფესიული გამოცდილება გააჩნია. ბ-ნ   შჩედრანოკი ფონდ „ინტერაქციას“ ხელმძღვანელობს, რომელიც ბელარუსში „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ (CoM East) მხარდამჭერია. მას  5 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მდგრადი ენერგიის, ურბანული მობილობისა და მუნიციპალური განათების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.

Additional Info

  • Имя ივან შჩედრანოკი
  • Должность ეროვნული ექსპერტი ბელარუსში
  • Телефон +375 296 324 872
  • Email ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ორშაბათი, 25 ივნისი 2018 08:34

არტემ ხარაზიანი

Written by

არტემ ხარაზიანს კლიმატის ცვლილების, ენერგიის დაზოგვის და ენერგოეფექტურობის სექტორების განხრით 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება გააჩნია. მისი მართვის უნარი მოიცავს პროექტის ლოჯისტიკისა და პროექტის დაგეგმვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების საქმიანობების მობილიზებას, კოორდინაციას, ასევე საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების გაწევას. ბ-ნ ხარაზიანს ასევე გააჩნია ტექნიკური კონსულტაციების, ორგანიზების და მონაცემთა შეგროვების, სისტემატიზაციის, ანალიზის უზრუნველყოფის და პროექტის კოორდინაციის უნარები.

Additional Info

  • Имя არტემ ხარაზიანი
  • Должность ეროვნული ექსპერტი სომხეთში
  • Телефон +374 91 211 102
  • Email ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა