შემოგვიერთდი

მერების შეთანხმება იწვევს ყველა დონის სახელმწიფო ორგანოებს სათანამშრომლოდ, ისევე როგორც შესაბამის მხარდამჭერ ორგნიზაციებს, სააგენტოებს და ასოციაციებს შემოუერთდნენ ინიციატივას, რათა მოკლე დროში განახორციელონ კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი საქმიანობა. გაწევრიანებასთან დაკავშირებული დეტალური ინფომრმაცია იხილეთ ქვემოთ.

შეთანხმების კოორდინატორები, იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში შემავალ ხელმომწერებს. დახმარება პირველ რიგში ითვალისწინებს  მდგრადი ენერგიის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების ტექნიკურ ანდა ფინანსურ დახმარებას და ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობას.  

დამატებითი დეტალების ნახვა შესაძლებელია აქ


ვის შეუძლია გაწევრიანება

პროვინციები, რეგიონები, სამინისტროები ... ნებისმიერი საჯარო ორგანო, რომელიც ოფიციალურ ვალდებულებას აიღებს ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერა  აღმოუჩინონ   მერების შეთანხმების ხელმომწერებს, ოფიციალურად აღიარებულნი იქნებიან, როგორც შეთანხმების კოორდინატორები.  

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

შეთანხმების კოორდინატორების უპირატესობა:

icon
ევროკომისიის მიერ მხარდაჭერა და აღიარება
icon
საერთაშორისო დონის ცნობადობა, შესრულებული საქმიანობების და ჩატარებული ღონისძიებების შეთანხმების ვებ-გვერდზე განთავსებით
icon
ევროპელ კოლეგებთან სამუშაო გამოცდილების გაზიარება
icon
სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებში და გამოცდილების გაზიარების სხვადასხვა პლატფორმებში მონაწილეობა
icon
შემუშავებული მეთოდოლოგიებისა და საშუალებების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერა
icon
ტერიტორიული განვითარების და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება
 
 

 

როგორ უნდა გაწევრიანდეთ

თქვენი ორგანიზაციდან შეთანხმების კოორდინატორად ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამოდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ:

საფეხური 1

ხელი მოაწერეთ შეთანხმების კოორდინატორთა ვალდებულების დეკლარაციას დაშეავსეთ  ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა

საფეხური 2

დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ  ვალდებულების განცხადებას

საფეხური 3

ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს რაც, საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენთან ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.

როდის გაწევრიანდეთ

შეთანხმების კოორდინატორობის მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება ამ გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

სიახლეების გამოწერა