ინფორმაცია პროექტის შესახებ

ევროკავშირის ინიციატივა მერების შეთანხმება აღმოსავლეთით

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მერების შეთანხმება აღმოსავლეთი - CoM East -ის ამოცანაა, გაავრცელოს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.  CoM East-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკა, გააუმჯობესონ ენერგომომარაგების უსაფრთხოება,  თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და შეგუების საკითხში. 

 

ხელმომწერები რომლებიც 2016 წ ოქტომბრამდე შეუერთდნენ მერების შეთანხმებას ვალდებულება აიღეს:

 

  • 2020 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 20%-ით  შეამცირება.

 

ხელმომწერები რომლებიც 2016 წ ოქტომბრის შემდეგ შეუერთდნენ მერების შეთანხმებას -  ვალდებულება აიღეს:

 

  • 2030 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 30%-ით  შეამცირება.
  • განახორციელონ კლიმატის ცვლილების რისკების და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტირების საშუალებით აამაღლონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადი მედეგობა.

CoM East-ის მიზნებია:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქების დახმარება, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავებისა და განხორციელებაში;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინიციატივის მდგრადობის გაზრდა და ევროკავშირის კლიმატისა და EU2030 ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების ინტეგრირება რეგიონალურ კონტექსტში;
  • მერების შეთანხმების ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი პოპულარიზაცია.

CoM East-ის ძირითადი საქმიანობა:

  • მერების შეთანხმების ეროვნული (CNC) და ტერიტორიული კოორდინატორების (CTC), მერების შეთანხმების მხარდამჭერების (CS)  და ხელმომწერების უნარ-ჩვევების გაძლიერება ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის საკითხებში;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელმომწერების და სხვა დაინტერესებულ პირთათვის მერების შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, ქვეყნებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის მართვა;
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობა, რომლის მიზანია 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის, შესაბამისი სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ პროექტის ამოცანების განსახორციელებად;
  • „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ პროექტის შედეგების და მიღწევების გაზიარება ხელმომწერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და მხარდამჭერებისთვის, პროექტის ძირითადი მონაწილეების და სხვა დაინტერესული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება მერების შეთანხმების მიზნებისა და სარგებლების, მიღწევების, წარმატებული მაგალითების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
  • ქვეყნის (ეროვნული) სტრატეგიების შემუშავების კოორდინირება და შეხამება ეროვნულ, საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან და პროგრამებთან, ასევე „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ასახვა აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებში.

CoM East-ი თანამშრომლობს:  

  • ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომლებსაც სურთ გაწევრიანდნენ მერების შეთანხმების ახალ ინიციატივაში და მზად არიან აიღონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ვალდებულება;
  • მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებთან, რომლებმაც უკვე შეიმუშავეს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა ანდა მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა;
  • მერების შეთანხმების ეროვნულ და ტერიტორიულ კოორდინატორებთან, ასევე მერების შეთანხმების მხარდამჭერებთან, რომლებიც აქტიურად ურთიერთთანამშრომლობენ და მოქმედებენ მერების შეთანხმების მიზნების მისაღწევად.

 

CoM East პროექტი 2011წ. სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა (2011-2015) აღმოსავლთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანას მოიცავდა. პროექტის მეორე ფაზა (2016-2020) აღმოსავლთ პარტნიორობის რეგიონის 6 ქვეყანა მოიცვა.

სიახლეების გამოწერა