ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 14:28

მერების შეთანხმება - სადემონსტრაციო პროექტები (CoM-DeP)

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების შეთანხმება, 2011 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მიუერთდნენ შეთანხმებას, ეხმარება მათ ენერგოდამზოგი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.   ამჟამად ასობით მერმა მოაწერა ხელი და მოამზადა მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგები  (SEAP).

 

მუნიციპალურ დონეზე, ენერგოდაზოგვის მხრივ განხორციელებულ მცირე ღონისიძებების განხორციელებასაც კი დიდი სარგებლის მოტანა  შეუძლია ენერგიის მოხმარების (და CO2-ის ემისიის) შემცირების შედეგად რადგან ის იწვევს კომუნალური მომსახურეობის გაუმჯობესება და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის უკეთესი კომფორტის შექმნა. 

 

ევროკომისიის (EC) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დემონსტრირება მოეხდინათ მრადი ენერგიის სამოქმედო გეგმების  (SEAP) ღონისძებების წარმატებული განხორციელების დადებითი შედეგებისა ამიტომ, 2014წ მათ დაიწყეს პროექტი „მდგრადი ქალაქების სადემონსტრაციო პროექტები“ რომელიც ამჟამად მერების შეთანხმების -სადემონსტრაციო პროექტების სახელით არის ცნობილი.

 

პროგრამა მოიცავს

  • I ფაზა (2014-2019) საგრანტო კომპონენტი 17 პროექტი (ჩართულია 19 ადგილობრივი ადმინისტრაცია), ხოლო  II ფაზა (2018-2021) 14 პროექტისგან შედგება (ჩართულია 15 ადგილობრივი ადმინისტრაცია), რომელთა მუნიციპალურმა ენერგეტიკულმა პროექტებმა დაფინანსება კონკურსის საფუძველზე მოიპოვეს  
  • ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) და ლვოვის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი ტექნიკური, პროცედურული და საკომუნიკაციო მხარდაჭერას სთავაზობს აღნიშნულ პროექტებს.
  • აიოლებს ენერგოეფექტურობისა და განახლებადების დაფინანსების ხელმისაწვდომობას

წარმატებულად განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტების, მხარდაჭერის გუნდისა და ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) მიზანია წარმოაჩინოს ყველა ის სასარგებლო შედეგი რასაც ენერგოეფექტურობაში განხორციელებული ინვესტიციები იწვევს მუნიციპალიტეტებისათვის.

Read 757 times Last modified on ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 12:35
More in this category: სტიმულირება »

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა