Raphael Chatelet

Raphael Chatelet

უკრაინის ენერგოეფექტური  ქალაქები (EECU)  2007წ დაარსდა. ამჟამად მასში 85 მცირე და დიდი უკრაინული ქალაქია გაერთიანებული. თავის მხრივ უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) ადგილობრივი თვითმმართველობის ორი ევროპული - "Energy Cities" და "Climate Alliance" - ასოციაციის წევრია და უკრაინის მხრიდან მერების შეთანხმების ერთადერთი ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაცია.  

 

უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქები (EECU) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაარსებულ არასამთავრობო,არაკომერციულ ორგანიზაციას რომელიც, მისი წევრების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად თანამედროვე საინფორმაციო, ახალი ტექნოლოგიების, საინვესტიციო, ურთიერთთანამშრომლობის განვითარების და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

პარასკევი, 22 ივნისი 2018 09:48

Kommunalkredit Public Consulting

Kommunalkredit Public Consulting გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსების პროგრამების მართვისა და მიზნობრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გრძელვადიანი დადებითი გამოცდილების კომპანიაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროში და ნახშირბადის საერთაშორისო ბაზარზე დაფინანსების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და მართვა. 

 

Kommunalkredit Public Consulting შეიმუშავებს და ანხორციელებს კლიმატისა და გარემოს დაცვის ინდივიდუალური დაფინანსების პროგრამებს.

პარასკევი, 22 ივნისი 2018 09:47

CLIMATE ALLIANCE

Climate Alliance - უდიდესი ევროპული გაერთიანებაა რომელიც 1990 წელს დაარსდა და ამჟამად ევროპის 1700-მდე  კლიმატის ცვლილებით დაინტერესებულ დიდ თუ პატარა ქალაქს,  რეგიონალურ ადმინისტრაციას, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს. ალიანსის  წევრები, მიუხედავად მოსახლეობის სხვადასხვა მაჩვენებლისაკლიმატის ცვლილებას საერთშორისო მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევენ, რომელსაც ადგილობრივ დონეზე სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. 

პარასკევი, 22 ივნისი 2018 09:47

Energy Cities (კონსორციუმის ლიდერი)

Energy Cities ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ევროპული ასოციაციაა. 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით Energy Cities-ს  გერმანულ (DE)  ქალაქ ჰაიდელბერგის პრეზიდენტობითა და 11 ევროპული ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ასოციაცია 1990 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად 30 ქვეყანის 1000 ქალაქს  აერთიანებს. Energy Cities ოფისები ბრუსელსა (ბელგია) და ბესანონში (საფრანგეთი) მდებარეობენ.

ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 10:54

CoM East-ი თანამშრომლობს:  

  • ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომლებსაც სურთ გაწევრიანდნენ მერების შეთანხმების ახალ ინიციატივაში და მზად არიან აიღონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ვალდებულება;
  • მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებთან, რომლებმაც უკვე შეიმუშავეს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა ანდა მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა;
  • მერების შეთანხმების ეროვნულ და ტერიტორიულ კოორდინატორებთან, ასევე მერების შეთანხმების მხარდამჭერებთან, რომლებიც აქტიურად ურთიერთთანამშრომლობენ და მოქმედებენ მერების შეთანხმების მიზნების მისაღწევად.

 

CoM East პროექტი 2011წ. სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა (2011-2015) აღმოსავლთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანას მოიცავდა. პროექტის მეორე ფაზა (2016-2020) აღმოსავლთ პარტნიორობის რეგიონის 6 ქვეყანა მოიცვა.

ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 10:54

CoM East-ის ძირითადი საქმიანობა:

  • მერების შეთანხმების ეროვნული (CNC) და ტერიტორიული კოორდინატორების (CTC), მერების შეთანხმების მხარდამჭერების (CS)  და ხელმომწერების უნარ-ჩვევების გაძლიერება ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის საკითხებში;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელმომწერების და სხვა დაინტერესებულ პირთათვის მერების შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, ქვეყნებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის მართვა;
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობა, რომლის მიზანია 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის, შესაბამისი სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ პროექტის ამოცანების განსახორციელებად;
  • „მერების შეთანხმება აღმოსავლეთის“ პროექტის შედეგების და მიღწევების გაზიარება ხელმომწერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და მხარდამჭერებისთვის, პროექტის ძირითადი მონაწილეების და სხვა დაინტერესული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება მერების შეთანხმების მიზნებისა და სარგებლების, მიღწევების, წარმატებული მაგალითების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
  • ქვეყნის (ეროვნული) სტრატეგიების შემუშავების კოორდინირება და შეხამება ეროვნულ, საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან და პროგრამებთან, ასევე „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ასახვა აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებში.

სიახლეების გამოწერა