Raphael Chatelet
14 міських керівників підписали Угоду мерів
3 червня у Чернівцях відбулися заходи, присвячені початку Європейського тижня сталої енергії в Україні
Пітер Вагнер впевнений в успішній реформі енергетичного сектору України
Голова Групи підтримки України Європейської комісії Пітер Вагнер на урочистостях з нагоди відкриття тижня сталої енергії в Чернівцях говорив про ефективність використання енергоресурсів і захисту клімату в Україні, системний підхід у здійсненні спектру реформ, запевнив учасників заходу в постійній та максимально можливій підтримці ЄС кроків по впровадженню Угоди мерів в українських муніципалітетах.
შეთანხმების მხარდამჭერად გაწევრიანება
შეთანხმების მხარდამჭერები არამომგებიანი ორგანიზაციებია (ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობების ასოციაციები ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული სააგენტოები...), რომლებიც ხელს უწყობენ მერების შეთანხმებას, მხარს უჭერენ წევრებს მიაღწიონ მერების შეთანხმების ფარგლებში დასახულ ამოცანებს.
ისინი მოქმედებენ თავიანთი პროფესიული ინტერესების სფეროებში (მაგ: ენერგეტიკა, გარემოსდაცვა, წყალი, ჰაერი), მმართველობის სხადასხვა (მაგ: ევროპულ, ეროვნულ, რეგიონალურ თუ ადგილობრივ) დონეებზე, რათა ხელი შეუწყონ მერების შეთანხმების ინიციატივას და მხარი დაუჭირონ მათ ხელმომწერებს.
მარეგულირებელ, საკანონმდებლო და ფინანსური სფეროების კომპეტენტური ცოდნა - იყოს ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე - მერების შეთანხმების მხარდამჭერებს დაეხმარონ როგორც რჩევით, ასევე ერთობლივად განსაზღვრონ არსებული ინიციატივები.
ვის შეუძლია გაწევრიანება
ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ფედერაციებს, ადგილობრივ და რეგიონლურ თემატურ სააგენტოებს (ენერგეტიკული/გარემოსდაცვითი) შეთანხმების მხარდაჭერებად გაწევრიანება შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მხარდამჭერების სია
რატომ უნდა გაწევრიანდეთ
შეთანხმების ხელმომწერად გახდომის უპორატესობები:
როგორ უნდა გაწევრიანდეთ
ის ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები, ქსელები, სააგენტოები რომლებიც დაინტერესებულები არიან მიიღონ შეთანხმების მხარდამჭერის სტატუსი, შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ:
N.B. დასაშვებია ყველა სააგენტოსა და მუნიციპალური ასოციაციების, მათი ქსელების რეგისტრაცია რათა გახდნენ მერების შეთანხების ინციატივის აქტიური მხარდაჭერები. გამონკლისს წარმოადგენენ ის კომერციული სააგენტოები, რომლებიც საპროექტო საფუძველზე, ან უმეტესად კერძო ინვესტიციებით ფინანსდება.
საფეხური 1
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
საფეხური 2
დასაშვებობის დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ ვალდებულების განცხადებას
საფეხური 3
ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს. რაც საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენი ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.
როდის უნდა გაწევრიანდეთ
შეთანხმების მხარდამჭერს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
კოორდინატორად გაწევრიანება
შეთანხმების კოორდინატორები, იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში შემავალ ხელმომწერებს. დახმარება პირველ რიგში ითვალისწინებს მდგრადი ენერგიის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების ტექნიკურ ანდა ფინანსურ დახმარებას და ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობას.
დამატებითი დეტალების ნახვა შესაძლებელია აქ
ვის შეუძლია გაწევრიანება
პროვინციები, რეგიონები, სამინისტროები ... ნებისმიერი საჯარო ორგანო, რომელიც ოფიციალურ ვალდებულებას აიღებს ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერა აღმოუჩინონ მერების შეთანხმების ხელმომწერებს, ოფიციალურად აღიარებულნი იქნებიან, როგორც შეთანხმების კოორდინატორები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
კოორდინატორების სიარატომ უნდა გაწევრიანდეთ
შეთანხმების კოორდინატორების უპირატესობა:
როგორ უნდა გაწევრიანდეთ
თქვენი ორგანიზაციდან შეთანხმების კოორდინატორად ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამოდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ:
საფეხური 1
ხელი მოაწერეთ შეთანხმების კოორდინატორთა ვალდებულების დეკლარაციას დაშეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
საფეხური 2
დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ ვალდებულების განცხადებას
საფეხური 3
ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს რაც, საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენთან ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.
როდის გაწევრიანდეთ
შეთანხმების კოორდინატორობის მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება ამ გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
ხელმომწერად გაწევრიანება
ადგილობრივი ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და შეგუებაში. მერების შეთანხმებასთან მიერთება მუნიციპალიტეტბს ეხმარებათ მათი ცოდნისა და ცნობადობის გაზრდით, რესურსებთან და ქსელთან წვდომის საშუალების შექმნით, რაც აუცილებელია ენერგეტიკის და კლიმატის სფეროში აღებული ვალდებულებების ახალ დონეზე გადასაყვანად.
ვის შეუძლია გაწევრიანება
მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ღიაა ყველა დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მიუხედავად მათი ზომებისა და მიუხედავად ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის განხორციელების პროცესების მიმდინარეობისა.
მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ აიღონ ჯგუფური ვალდებულბა და მოამზადონ ერთობლივი მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (ვარიანტი 2) ან მოამზადონ ინდივიდუალური (ვარიანტი1) სამოქმედო გეგმები CO2 ემისიის 35%-ით შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლებს გეგმები.
დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია მერების შეთანხმების ვებ-გვერდზე ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში.
რატომ უნდა გაწევრიანდეთ
მერების შეთანხმების ხელმომწერები მრავალ წინაპირობას პოულობენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ მოძრაობაში:
როგორ გაწევრიანდეთ
მუდმივად მზარდ მოძრაობაში გასაწევრიანებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა განახორციელოს:
საფეხური 1
მუნიციპალურ საბჭოს უნდა წარუდგინონ მერების შეთანხმების კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ვალდებულების დოკუმენტი. დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ..
საფეხური 2
მას შემდეგ რაც საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილბას, უნდა დაევალოს მერს ან შესაბამის თანამდებობის პირს ხელი მოაწერონ შეთანხმებასთან მიერთების ფორმას.
საფეხური 3
ხელმოწერის შემდეგ, უნდა მერების შეთანხმების ვებგვერდზე უნდა შეიტანოთ შეთანხმებასთან მიერთების ხელმოწერილი ფორმა; ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დადასტურების წერილს, სადაც ინფორმაციას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.
როდის უნდა გაწევრიანდეთ
ადგილობრივ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოაწეროს ხელი მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისათვის.
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
გთხოვთ შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია შესაბამის განყოფილებაში და სარეგისტრაციოდ ატვირთოთ ვალდებულების შესრულების განაცხადი
წარმატებული გამოცდილება
სხვებისათვის სტიმულის მისაცემად შეთანხმების ყველა ხელმომწერი აზიარებენ თავისს მიღწევებს. ჩვენი საუკეთესო მაგალითების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მიღწევების კონკრეტული მაგალითები, ქალაქების პროფაილები, ვიდეო მასალა და სხვა.
მერების შეთანხმების გაერთიანება სასარგებლო რჩევებს აზიარებს.
პროგრესი
მერების შეთანხმების ხელმომწერები საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად, ვალდებულნი არიან კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოამზადონ და წარადგინონ მონიტორინგის ანგარიში. ხოლო ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განაახლონ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია რათა, კლიმატის ცვლილებასთან მედეგობა, ემისიისა და ენერგიის მოხმარების მაჩვენებლები ზუსტად იქნას ასახული.
ქვემოთ იხილავთ ხელმომწერების მიერ დამტკიცებულ მონიტორინგის ანგარიშების სიას. კონკრეტული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ მიმართოთ საძიებო სისტემას.
სამოქმედო გეგმები
მერების შეთანხმებაში ოფიციალური გაწევრიანების შემდეგ, ხელმომწერები ვალდებულნი დადგენილ პერიოდში (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმისათვის (SEAP) და ორი წელი - მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმისათვოს (SECAP)) წარადგინონ მუნიციპალური საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმა.
ქვემოთ იხილავთ, როგორც ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ უკვე დამტკიცებულ ასევე, ამჟამად განხილვაში მყოფ სამოქმედო გეგმებს. კონკრეტული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ მიმართოთ საძიებო სისტემას.
ოქსანა კისილი
ოქსანა კისილს, მუნიციპალიტეტების ენერგოეფექტური პროექტებისათვის, ენერგომომსახურეობის კომპანიების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და სხვა ფორმების მეშვეობით ენერგოეფექტური ღონისძიებების, ენერგომოხმარების (ფინანსური) დაზოგის პოტენციალის, ენერგოეფექტური ღონისძიებების ფინანსური სქემების შემუშავების სფეროში 9 წელზე მეტი მუშაობის პროფესიული გამოცდილება გააჩნია. მისი საქმიანობა საჯარო და კერძო სექტორში მოიცავდა ბიზნეს გეგმებისა და საბიუჯეტო საინვესტიციო პროგრამების შემუშავებას ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი რესურსების წყაროების (RES) პროექტების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დასაფინანსებლად. ქ-ნ კისილს საჯარო სამსახურებთან მუშაობის სპეციფიური გამოცდილება გააჩნია, განსაკუთრებით კი საბიუჯეტო საინვესტიციო პროგრამების, SEAP-ის ფარგლებში მუნიციპალური ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებისათვის, ბიუჯეტის შესრულებისა და დანერგვის პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.
გიორგი აბულაშვილი
გიორგი აბულაშვილს სუფთა ენერგიისა და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო და ეროვნული პროექტებში მუშაობის 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. 2007 წლიდან ბატონმა გიორგი გააფართოვა საკუთარი ცოდნა მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის დაგეგმვითი საქმიანობით. იგი ხელმძღვნელობს ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს, რომელიც საქართველოში „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ოფიციალური მხარდამჭერია.