Анна Деркач

Анна Деркач

ჟიტომირში გარე განათების პროექტის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებრივი განათების დონისა და ხარისხის გაუმჯობესება მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, გარე განათების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ასევე ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა.
პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს: i) არსებული საზოგადოებრივი განათების მოდერნიზაცია LED სანათებით; ii) გარე განათების მართვის «გონიერი» სისტემის მონტაჟი.

GE

2016-2029 წლების საქალაქო ტრანსპორტის სტრატეგია მიზნად ისახავს ზრდის ხელშეწყობას და სატრანზიტო მობილობის გაუმჯობესებას. ეს სტრატეგია ადგენს ქალაქის ახალ მნიშვნელოვან მიმართულებებს, პოლიტიკის მიზნებს და გეგმებს. 2029 წლისთვის ვინიცას მოსახლეობას მოემსახურება სატრანსპორტო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ინტეგრირებულ, უსაფრთხო და მდგრად სერვისს მთელი მოსახლეობისთვის.
დღეის მონაცემებით, დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა შემდეგი პროექტები: i) კოსმონავტივის გამზირის რეკონსტრუქცია; ii) ტრამვაი «WinWay»; iii) ინტეგრირებული ბილეთი iv) ველოსიპედით მოძრაობის განვითარების პროგრამა; v) საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსები.

GE

მარიუპოლს, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერს, აქვს ამბიციური პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად, რაც მოიცავს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებს კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების დახმარებით მარიუპოლმა შეიძინა 72 თანამედროვე, დაბალასასვლელიანი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტროლეიბუსი და განაახლა სატროლეიბუსო ინფრასტრუქტურა. ყველა ეს ღონისძიება არის 2015 წელს შემუშავებული მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის ნაწილი.

GE

ქალაქი ხმელნიცკი, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი, ამბიციურ პოლიტიკას ატარებს ადგილობრივ დონეზე სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად, რაც მოიცავს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებს კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ.
მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტად შეარჩია მყარი ნარჩენების სექტორი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების დახმარებით დაიწყო ამ სექტორის გაუმჯობესების ღონისძიებები. 2-3 წელიწადში დაგეგმილია მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენების (რომლებიც ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირდება) მოცულობის შემცირება 2020 წელთან შედარებით 87%-ით.

GE

მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (CoM East) 12-ე საინფორმაციო ბიულეტენში ასახულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა - მიმდინარე პანდემიის პირობებში ხელმომწერი ქალაქებისათვის, მერების შეთანხმების ეროვნული (CNC) და ტერიტორიული (CTC) კოორდინატორებისა, ასევე მერების შეთანხმების მხარდამჭერი სტრუქტირებისათვის, მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად და პოტენციალის გასაძლიერებლად გაწეული დახმარება. ბიულეტენში გაეცნობით 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოცემულ ძირითად მონაცემებს. ბიულეტენში ასევე ასახულია ინფორმაცია ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ: მერების შეთანხმების ექსპერტების მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყნაში ჩატარებული 300-მდე კონსულტაციის თაობაზე, რაც ეფექტური საშუალება აღმოჩნდა მერების შეთანხმების, ენერგეტიკისა და კლიმატისა ცვლილების ადაპტაციის მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში. ბულეტენში ასახულია ასევე ინფორმაცია მერების შეთანხმების გუნდების მიერ, თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული პოტენციალის ზრდის სპეციალიზირებული რეგიონალური ვებინარების, ონლაინ ტრეინინგებისა და კონკრეტული ქვეყნებისათვის  გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.

 

EN     RU

სამშაბათი, 23 მარტი 2021 15:55

National Emission Factors for Electricity have been updated

The Joint Research Center has updated the national emission factors for electricity for Covenant of Mayors signatory cities from the Eastern Partnership countries.

ორშაბათი, 15 მარტი 2021 18:01

The EU Sustainable Energy Week 2021

The EU Sustainable Energy Week (EUSEW) will take place on 25-29 October 2021 under the theme: "Towards 2030: Reshaping the European Energy System".

The project “Biomass Energy and Energy Efficient Technologies as Sustainable Energy Solutions for Covenant of Mayors signatories in Georgia”, funded by the EU project "Covenant of Mayors - Demonstration Projects" (CoM-DeP) and co-financed by the Telavi Municipality City Hall, is among the 9 winners of the 2019-2020 Best Practices contest for municipalities organized under the EU supported project “Networking for Efficiency and Development” (N4ED). The project is being implemented by the Energy Efficiency Center in Georgia, which is the Covenant of Mayors supporter in Georgia.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

გვერდი 1 სულ 16

სიახლეების გამოწერა