სამშაბათი, 09 აპრილი 2019 08:10

რა არის ანგარიშგების შაბლონური ფორმა?

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების შეთანხმების ანგარიშგების შაბლონური ფორმები საშუალებას აძლევს ხელმომწერებს სტრუქტურირებულად განაზოგადონ მათი სამოქმედო გეგმების ძირითადი ელემენტები და თვალი მიადევნონ შესრულებას მონიტორინგის სტადიაზე. ეს შაბლონები მერების შეთანხმების ოფისის და გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების პრაქტიკოსებთან თანამშრომლობით, არის შემუშავებული. 

 

საკუთარ სახელმწიფო ენაზე შედგენილი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შეტანისას ხელმომწერებმა ონ–ლაინ შაბლონური ფორმაც უნდა შეავსონ, რომელიც, ინგლისურ ენაზე, მოიპოვება შეთანხმების შეზღუდული წვდომის ვებ–გვერდზე ‘My Covenant’. მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ხდება მერების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ოფიციალური შეტანა.

 

SEAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც 2020 წლამდე მერების შეთანხმების ხელმომწერნი ამჟამად იყენებენ შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:

 

 

  • ზოგადი სტრატეგია: განსაზღვრავს CO2–ს გამოფრქვევის შემცირების საბოლოო მიზანს, საერთო ხედვას, თანამშრომლებისა და ფინანსური სახსრების განაწილებას, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების მოზიდვას და ა.შ.
  • ემისიების ინვენტარიზაცია: გვიჩვენებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობას და CO2–ს გამონაბოლქვს ენერგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით.
  • სამოქმედო გეგმა: განსაზღვრავს საერთო სტრატეგიის რეალიზაციაზე მიმართულ ძირითად ნაბიჯებს და ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების

 

გთხოვთ, იხილოთ 'მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშგებისა და მონიტორინგის გაიდლაინები' ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.

 

SECAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისა და კლიმატის შესახებ მერების შეთანხმების ხელმომწერები ამჟამად იყენებენ, და რომელიც კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებისა და ადაპტაციისთვის 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს, შედგება შემდეგი ნაწილებისგან:  

 

შესავალი:

 

  • სტრატეგია: აკონკრეტებს როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზოგად სტრატეგიას. მასში გაერთიანებულია ხედვა, CO2–ს ემისიის შემცირების მიზანი, ადაპტაციის მიზნები, თანამშრომლებისა და ფინანსური რესურსების განაწილება, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და მოქლაქეების მოზიდვა.  

 

თავი I: ენერგეტიკა და  კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება:

 

 

  • ემისიების ინვენტარიზაცია; მიუთоთებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ CO2–ს ემისიას ნერეგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით;
  • შერბილების ღონისძიებები: განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების ძირითად ღონისძიებებს, რომლებიც საერთო სტრატეგიის განხორციელებაზე უნდა იყოს მიმართული, ასევე ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების შეფასებას.

 

თავი II: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია:

 

  • ადაპტაციის შეფასების სკალა: იძლევა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ადაპტაციის პროცედურის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვას.
  • რისკები და მოწყვლადობა: განსაზღვრავს პოტენციურ სექტორებს და რისკის დონეს, რომელსაც მათ ცლიმატის ცლილება უქმნის;
  • ადაპტაციის ღონისძიებები: განსაზღვრავს ძირითადი აქტივობების სიას იმისათვის, რომ მოხდეს ზოგადი სტრატეგიის რეალიზაცია თავისი ვადებით, აღებული ვალდებულებებით, და გამოყოფილი ბიუჯეტით; ასევე იმას, თუ რა რისკებსა და სისუსტეებს შეიცავს ესა თუ ის აქტივობა;
  • მაჩვენებლები: წარმოადგენს ერთგვარ საკონტროლო ნუსხას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომპლექსური გეგმის შესრულების სულისჩამდგმელის როლში უნდა გამოვიდეს.

 

გთხოვთ, იხილოთ 'ენერგიისა და კლიმატისთვის მერების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშგების ეტაპობრივი ინსტრუქციები ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.

 

შეგროვილი ინფორმაციის ძირითადი მომენტები შაბლონურ ფორმაში გრაფიკულ ფორმატშია მოცემული, რომელიც შემდგომში მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე თითოეული ხელმომწერის პროფილში ჩნდება.

Read 656 times Last modified on სამშაბათი, 09 აპრილი 2019 08:12

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა