სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:08

როგორ უნდა ჩაბარდეს მონიტორინგის ანგარიში?

Written by
Rate this item
(0 votes)

შეთანხმების ხელმოწერებს სთხოვენ გამოიყენონ ანგარიშის ჩაბარების ონ–ლაინ სისტემა, რომელიც 'My Covenant' ვებ–გვერდის შეზღუდულ სივრცეშია განლაგებული. პროცედურა შემდეგ ნაბიჯებს გულლისხმობს:

 

  • 'My Covenant' ვებ–გვერდზე შესვლა პერსონალური იდენტიფიკაციის ნიშნებით – პაროლის განახლება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ‘sign-in’ ფუნქციიდან.
  • შეავსეთ ‘Monitoring template’ (მონიტორინგის შაბლონური ფორმა) ინგლისურ ენაზე – დააჭირეთ "'My progress' > 'Get started' ან ‘Fill in a monitoring template’ საწყისი გვერდის ცისფერ მენიუში. აირჩიეთ როგორ გინდათ მონიტორინგის განხორციელება – საქმიანობის შესახებ ანგარიშის საშუალებით (ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგის (MEI) ჩართვის გარეშე) თუ სრული ანგარიშგებით (მინიმუმ ერთ–ერთი ბოლო MEI–ს ჩართვით). მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა მწვნე ველის შევსება სავალდებულოა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მინიმუმ სამი აქტივობა მაინც უნდა იყოს წარადგინოთ "ხარისხის ეტალონის" სახით.  
  • ატვირთეთ მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტი (ფაკულტატური) – მონიტორინგის შბლონური ფორმის შევსების შემდეგ, თუ მოისურვებთ მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტის დამატებას, დააჭირეთ ‘Upload monitoring document’ და ჩატვირთეთ PDF ფორმატში. თუ ამის გაკეთება არ გსურთ, გააგრძელეთ ‘Go to submission’–ზე დაჭერით (დაკლიკებით).
  • დაადსტურეთ მონიტორინგის ანგარიშის ონ–ლაინ გაგზავნა – დააჭირეთ 'submit', რათა თქვენი მონიტორინგის ანგარიშის შევსებული შაბლონური ფორმა ოფიციალურად იყოს გაგზავნილი. 2017 წლიდან შემოღებული იქნება შაბლონური ფორმის წინასწარ გადამოწმების სისტემა, რომელიც შეცდომებისა და შეუსაბამობების დადგენის საშუალებას იძლევა. ამისათვის უნდა დააჭიროთ ‘See notification checklist’ ღილაკს. სისტემა პარალელური ონ–ლაინ დანართის რეჟიმში იმუშავებს, რომელიც ერთიანმა კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა და თავადვე მართავს.

 

შაბლონური ფორმის შევსების პროცესის ნაბიჯ–ნაბიჯ განმარტებისთვის ასევე იხილეთ ანარიშგების გაიდლაინები, რომლებიც ვებ–გვერდის ონ–ლაინ ბიბლიოთეკაში მოიპოვება

Read 629 times Last modified on სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:19

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა