სამშაბათი, 09 აპრილი 2019 10:14

რატომ უნდა იყვნენ LAREAs ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში?

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასა და მიზნების მიღწევას არა მარტო პოლიტიკური ნება სჭირდება, არამედ შესაბამისი ტექნიკური პოტენციალიც.  ადგილობრივ და რეგიოინულ ენერგეტიკულ სააგენტოებს ამ სფეროში 10–წლეულობით მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ და მათი ეს ცოდნა და გამოცდილება ენერგეტიკის ადგილობრივი პოლიტიკის გატარებისთვის  ძალიან გამოადგება მერების შეთანხმებას. შესაბამისად მერების შეთანხმება კარგ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ უკეთ გამოჩნდეს ენერგეტიკული სააგენტოების როლი და მოხდეს მათი საქმიანობის წარმოჩინება,

 

მათი მისიისდან გამომდინარე, ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები ორმაგ როლს თამაშობენ: ერთის მხრივ მათ რეგიონში მდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში პოპულარიზაციას უწევენ მერების შეთანხმებას, და მეორეს მხრივ შეთნხმების ხელმომწერთ ტექნიკურ დახმარების უწევენ საქმიანობის განხორციელებაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ გააჩნია საკმარისი ფინანსური და/ან ადამიანური რესურსები შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

ამგვარად, LAREA–ებს რეკომენდაცია ეძლევათ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ თავისი რეგიონის სახელისუფლებო ორგანოებთან და დაეხმარონ მათ მერების შეთანხმებით დასახული მიზნებისა და მოთხოვნების განხორციელებაში.  LAREAs ასევე შეუძლიათ შეთანხმების მხარდამჭერნი გახდნენ და მჭიდროდ ითანამშრომლონ შეთანხმების კოორდინატორებთან, როგორც შეთანხმების ხელმომწერებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევის "შეიარაღებულმა ფრთამ".

Read 533 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა