შეთანხმებასთან მიერთების პროცედურა – როგორ მოვაწეროთ ხელი მერების შეთანხმებას

შეთანხმებასთან მიერთების პროცედურა – როგორ მოვაწეროთ ხელი მერების შეთანხმებას (6)

ორშაბათი, 08 აპრილი 2019 13:11

ვის შეუძლია მიერთება?

Written by

ევროპის ნებისმიერი ქალაქის – მცირე ქლაქებიდან დაწყებული და დიდი მეტროპოლიებით დამთავრებული – ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ გახდნენ მერების შეთანხმების ხელმომწერნი. ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლები დემოკრატიულად იყვნენ არჩეულნი.

 

რამდენადაც ინიციატივა მოითხოვს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სრულყოფიილი სამოქმედო გეგმის (SECAP) შემუშავებასა და განხორცილებას, ხელმომწერი მმართველი ორგანო კომპეტენტური უნდა იყოს ცოდნის სხვადასხვა სფეროებში,  როგორიცაა ტრანსპორტი, მსენებლობა, მიწათსარგებლობის დაგეგმარება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და ა.შ. თუ დაინტერესებულ ადგილობრივ ორგანოს არ გააჩნია სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო საკმარისი კომპეტენცია ან რესურსები, მათ დახმარება უნდა გაუწიონ შესაბამისმა ორგანოებმა, რომელთაც ამის პოტენციალი გააჩნიათ. აქ იგულისხმება შეთანხმების ტერიტორიალური კოორდინატორები ან მხარდამჭერები.

 

ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მცირე ორგანოებს ჯგუფური ხელმომწერის სახით შეუძლიათ მიუერთდნენ მერების ხელშეკრულებას და გაინაწილონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. აქ შეგიძლიათ იხილოთ ქალაქების ჯგუფურად მიერთების ინსტრუქცია

მერების შეთანხმების ხელმოწერის მსურველმა მუნიციპალიტეტმა ვალდებულებები უნდა წარუდგინოს ქალაქის საბჭოს (ან სხვა, შესაბამის, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს) და იქ მოხდეს მათი განხილვა. მას შემდეგ, რაც ხელმოწერის გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღბული, ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანომ ონლაინ უნდა შეავსოს საინფორმაციო ფორმა და ატვირთოს მერის ხელმოწერილი მიერთების ფორმა, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია აქ. საბჭოს მიერ გადააწყვეტილების მიღბის თარიღი არის ქალაქის შეთანხმებასთან მიერთების თარიღი და იგი მითითებული უნდა იყოს საინფორმაციო და საკონტაქტო ფორმაში. ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც სწორად შეავსებენ შეთანხმებასთან მიერთების ფორმას და  ონ–ლაინ რეგისტრაცია ექნებათ შემდგომში ჩაირიცხებიან შეთანხმების ხელმომწერთა საჯარო სიაში.

 

შენიშვნა: მერების შეთანხმება ნებაყოფლობითი ინიციატივაა და მასთან მიერთება სრულიად უფასოა.

ერთმანეთთან ახლოს განლაგებულ მცირე მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მოამზადონ ერთობლივი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა. ჯგუფში ჩასართავად საჭიროა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდეს და შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ერთობლივი SECAP ფორმა. მუნიციპალიტეტებს თანამშრომლობის ორი ვარიანტიდან შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი:

 

ვარიანტი 1 – ინდივიდუალური ვალდებულებები: ჯგუფიდან თითოეული ხელმომწერი  ინდივიდუალურ ვალდებულებას იღებს 2020 წლისთვის შეამციროს СО2–ს გამოფრქვევა მინიმუმ 20%–თ და/ან 30%–თ 2030 წლისთვის. ამ შემთხვევაში მან უნდა შეავსოს საკუთარი შაბლონური ფორმა. სამოქმედო გეგმა შეიძლება შეიცავდეს როგორც ინდივიდუალურ, ის ერთობლივ ღონისძიებებს.

 

ვარიანტი 2 – საერთო ვალდებულებები: ხელმომწერთა ჯგუფი ერთობლივად ვალდებულობს 2020 წლისთვის შეამციროს СО2–ს გამოფრქვევა მინიმუმ 20%–თ და/ან 30%–თ 2030 წლისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელმომწერთა ჯგუფის მიერ ივსება მხოლოდ ერთი საერთო შაბლონური ფორმა, რომელიც საჯარო ვებ–გვერდზე გამოჩნდება ქალაქების ჯგუფურ პროფილში.

ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მერების შეთანხმებასთან მიერთება, ამისათვის დადგენილი ვადები არ არსებობს. მერების შეთანხმების ცერემონია ყველა მერს საშუალებას აძლევს, რომ გამოაჩინონ საკუთარი  საქმიანობა, დაამყარონ კავშირები და საჯაროდ მოაწერონ ხელი შეთანხმებას.

 

შენიშვნა: მიერთების თარიღად ითვლება ქალაქის საბჭოს (ან მისი ექვივალენტური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.

ქალაქის საბჭო იღებბს მერების შეთანხმებასთან მიერთების ოფიციალურ გადაწყვეტილებას და ქალაქის მერს ან მის წარმომადგენელს გადასცემს მიერთების ფორმის ხელმოწერის უფლებამოსილებას.

შეთანხმების ხელმომწერი, დიდი და პატარა ქალაქების სიის გაცნობა შეგიძლიათ  აქ

სიახლეების გამოწერა