ვადის გადაცილება – ხელმომწერის წევრობის უფლება შეჩერებულია

ვადის გადაცილება – ხელმომწერის წევრობის უფლება შეჩერებულია (2)

როგორც ვალდებულებების შემცველ დოკუმენტებშია აღწერილი, ყველა ხელმომწერი ეთანხმება წევრობის შეჩერებას იმ შემთხვევაში თუ დადგენილ ვადებში ვერ წერმოადგენენ ზემოთ მითითებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიშები). ეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია, რომელსაც ყველა ხელმომწერი დაეთანხმა მერების შეთანხმების ხელმოწერის დროს. თუ ხელმომწერის წევრობა შეჩერებულია, საჯარო ვებ–გვერდზე მისი პროფილი ნაცრისფერდება და ხელმომწერების ძიების დროს არ გამოჩნდება.

ხელმომწერს, რომელმაც დოკუმენტების მიწოდების ვადები ვერ დაიცვა და ამის გამო შეუჩერდა წევრობა, მაინც ექნება საკუთარ პროფილზე წვდომა "ჩემი შეთანხმების" სახელით და ყოველთვის შეუძლია დაბრუნება. როგორც კი ხელმომწერი წარადგენს ანგარიშს, რომელიც დროზე არ იქნა წარდგენილი, ის ავტომატურად გამოჩნდება საჯარო ვებ–გვერდზე და ხელმომწერთა საძიებელში, როგორც აქტიური ხელმომწერი. გადავადება არსად არ რეგისტრირდება და არანაირ გავლენას არ მოახდენს შემდგომ საქმიანობაზე მერების შეთანხმების ფარგლებში.

სიახლეების გამოწერა