ფინანსირების მექანიზმები

ფინანსირების მექანიზმები (1)

Horizon 2020 არის ევროკომისიის მთავარი კვლევითი და ინოვაციური პროგრამა, რომელზეც დაახლოებით 80 მილიარდი ევროა გამოყოფილი 7–წლიანი ვადით (2014–2020 წ.წ.) პროგრამა სამ ძირითად საყრდენზე დგას მეცნიერების საუკთესო მიღწევები, მოწინავე მრეწველობა და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება.  ეს საყრდენები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებად იყოფა, რომელთაგან ორი – განსაკუთრებით საინტერესოა ხელისუფელბის ადგილობრივი ორგანოებისთვის: 'უსაფრთხო, სუფთა და ეფექტიანი ენერგეტიკა" და "განვითარებული, ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) და ინტეგრირებული ტრანსპორტი". ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის 'უსაფრთხო, სუფთა და ეფექტიანი ენერგეტიკის' მიმართულებით საქმიანობის თითოეულ სფეროში დადგენილია შემდეგი პრიორიტეტები: 

 

  • ენერგოეფექტურობა: EE-5, EE-6, EE-8, EE-9, EE-10, EE-11, EE-15, EE-19, EE-22, EE-23, EE-24, EE-25.
  • კონკურენტუნარიანი, დაბალნახშირბადიანი ენერგეტიკა: LCE-21
  • განვითარებული ქალაქები და საზოგადოება: SCC-1, SCC-02 SCC-03
  • სხვა აქტივობები: B.1.4. მდგრადი ენერგიის ინოვაციური ფინანსირება (ფინანსური ინსტრუმენტი EIB-ELENA)

 

რაც შეეხება განვითარებული, ეკოლოგიურად სუფთა და ინტეგრირებული ტრანსპორტის სფეროს, "მობილურობა განსაზღვრავს ზრდის ტემპს" ლოზუნგის ფარგლებში დადგენილია შემდეგი პრიორიტეტები:

 

  • ურბანული მობილურობა: MG5.2, MG-4.4, MG-4.5
  • ლოგისტიკა: MG-5.3
  • ჭკვიანური სატრანსპორტო სისტემები: MG-6.1, MG-6.2, MG-6.3
  • სოციალურ–ეკონომიკური და ბიჰევიორალური (ქცევითი) კვლევები და პოლიტიკის შემუშავებაზე მიმართული პერსპექტიული ღონისძიებები: MG-8.4, MG-8.5

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

 

  • ყველა მოწოდება Horizon 2020 ფარგლებში იხ. აქ.
  • ზოგადი ინფორმაცია Horizon 2020 პროგრამის შესახებ, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ შევიტანოთ განაცხადი დაფინანსებაზე, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
  • ენერგოეფექტურობის მოწოდების (კონკურსის) თემაზე ნებისმიერი კითხვის წმოჭრის შემთხვევაში დაკავსირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან your H2020 National Contact Point ვებ–გვერდის გამოყენებით

სიახლეების გამოწერა