მერების შეთანხმება იწვევს ყველა დონის სახელმწიფო ორგანოებს სათანამშრომლოდ, ისევე როგორც შესაბამის მხარდამჭერ ორგნიზაციებს, სააგენტოებს და ასოციაციებს შემოუერთდნენ ინიციატივას, რათა მოკლე დროში განახორციელონ კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი საქმიანობა. გაწევრიანებასთან დაკავშირებული დეტალური ინფომრმაცია იხილეთ ქვემოთ.
შეთანხმების კოორდინატორები, იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში შემავალ ხელმომწერებს. დახმარება პირველ რიგში ითვალისწინებს მდგრადი ენერგიის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების ტექნიკურ ანდა ფინანსურ დახმარებას და ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობას.
დამატებითი დეტალების ნახვა შესაძლებელია აქ
ვის შეუძლია გაწევრიანება
პროვინციები, რეგიონები, სამინისტროები ... ნებისმიერი საჯარო ორგანო, რომელიც ოფიციალურ ვალდებულებას აიღებს ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერა აღმოუჩინონ მერების შეთანხმების ხელმომწერებს, ოფიციალურად აღიარებულნი იქნებიან, როგორც შეთანხმების კოორდინატორები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შეთანხმეების ტექნიკური მხარდაჭერის ოფისს - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
კოორდინატორების სიარატომ უნდა გაწევრიანდეთ
შეთანხმების კოორდინატორების უპირატესობა:
როგორ უნდა გაწევრიანდეთ
თქვენი ორგანიზაციდან შეთანხმების კოორდინატორად ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამოდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ:
საფეხური 1
ხელი მოაწერეთ შეთანხმების კოორდინატორთა ვალდებულების დეკლარაციას დაშეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
საფეხური 2
დადასტურების შემდეგ, დაასრულეთ და ხელი მოაწერეთ მერების შეთანხმების ოფისიდან გამოგზავნილ ვალდებულების განცხადებას
საფეხური 3
ხელმოწერილი ვალდებულების განცხადების მიღების შემდეგ, მერების შეთანხმების ოფისი შექმნის თქვენი ადმინისტრაციის ვებგვერდს რაც, საშუალებას მოგცემთ აქტიურად იყოთ ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში, რაც თქვენთან ასოცირებული ხელმომწერების უკეთ მხარდაჭერის საშუალებას მოგცემთ.
როდის გაწევრიანდეთ
შეთანხმების კოორდინატორობის მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება ამ გვერდზე, მარჯვნივ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
Latest from Raphael Chatelet
Leave a comment
Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.