Raphael Chatelet

Raphael Chatelet

გაინტერესებთენერგეტიკისსაკითხები

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:43

ვებინარი

ვებინარი ეს არის ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში, რომელიც საშუალებას აძლევს მერების შეთანხმებაში ჩართულ პირებს - ხელმომწერებს, მხარდამჭერებსა და კოორდინატორებს - მოისმინონ მერების შეთანხმების წევრის ან სხვა ექსპერტის მიერ ჩატარებული, შეთანხმებასთან დაკავშირებული ლექცია.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:42

თემატური სემინარები

თემატური სემინარები ეს არის პოტენციალის ზრდის ინტერაქტიული სესიები, რომლის მიზანია მონაწილეთა შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. თემატური სემინარის მიზანს  სადისკუსიო ჯგუფები წარმოადგენენ.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:40

თემატური სამუშაო შეხვედრები

თემტური სამუშაო შეხვედრები არის საინფორმაციო და გამოცდილების გაზიარების საშუალება, რომლის მიზანია მერების მხარდამჭერთა შორის ურთიერთკავშირის ხელშეუწყობა.  ეს არასტანდარტული  პლატფორმები შეთანხმების აერთიანებს მონაწილეთა წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიას - დიდ ქალაქებს და დიდ ქალაქური ტიპის დასახლებებს, მცირე და საშუალო ზომის ხელმომწერებს; შეთანხმების კოორდინატორებს და მხარდამჭერებს - სადაც განიხილავენ შეთანხმებასთან დაკავშირებულ თემებს და სვამენ კითხვებს, განსაკუთრებით კი მერების შეთანხმების ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმებსა და ვებინარებზე.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:39

მესგ / მეკსგ შაბლონი

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ანგარიშგების შაბლონი აჯამებს მათი სამოქმედო გეგმის ძირითად ელემენტებს და  მონიტორინგის განხორციელებას. მას შემდეგ რაც ხელმომწრები (თავიანთ მშობლიურ ენაზე) შეათანხმებენ სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციას, მათ მოეთხოვებათ ონლაინ დაასრულონ თავიანთი შაბლონის შევსება, რომელიც მოცემულია შეთანხმების ვებ-გვერდზე „ჩემი შეთანხმება/My Covenant“ ინგლისურ ენაზე. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება პროცესი დასრულებულად, რასაც მერების შეთანხმების ინიციატივის სამოქმედო გეგმის შეთანხმების ოფიციალური წარდგენა მოსდევს.

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ინიციატივის ახალი ხელმომწერები  ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (მეკსგ / SECAP), რომელიც მიმართულია 2030 კლიმატის შერბილებისა და შეგუებისაკენ. სამოქმედო გეგმა ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უჩვენებს შეთანხმების ხელმომწერებს თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ამოცანებს. გეგმა მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, მაგ: საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია, როგორც კლიმატის შერბილების ნაწილი, კლიმატის ცვლილების რისკი და შეგუების ნაწილის მოწყვლადობის შეფასება, მკაფიოდ განსაზღვრავს ამოცანებსა და მიზნებს; ასევე დროში გაწერილი ღონისძიებებს, მოვალეობების გადანაწილებას და სავარაუდო ზემოქმედებას.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:36

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა მესგ (SEAP) ძირითადი დოკუმენტია რომლის მიზანია 2020 წლისათვის  CO2-ის ემისიის 20%-ით შემცირება. მესგ-ს წარმატებული განხორციელების მიზნით ყალიბდება საქმიანობა, ღონისძიებები, ვადები და მოვალეობები, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მესგ-ის შემუშავების ვალდებულება აქვთ მერების შეთანხმების ხელმომწერებსრომლებიც 2016 წლადმე მიუერთდნენ ინიციატივას.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:34

რისკი და მოწყვლადობის შეფასება

რისკისა და მოწყვლადობის შეფასება საშუალებას იძლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული იმ არსებითი რისკებისა და პოტენციური საფრთხეების განსასაზღვრად, რომლებიც ზიანს მოუტანს მოსახლეობას, მათ საკუთრებას, გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს და გარემოს. იგი საშუალებას აძლევს განისაზღვროს განსაკუთრებულად მაღალი საფრთხის მქონე არეალი და  უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.  რისკისა და მოწყვლადობის შეფასება, საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციასთან (BEI) ერთად მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

სიახლეების გამოწერა