Raphael Chatelet

Raphael Chatelet

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:33

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები

ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები - მერების შეთნხმების ფარგლებში, მონაწილეთა მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში  ორგანიზებული ღონისძიებაა. რომლის მიზანია ენერგიის გონივრულად გამოყენების შედეგად მიღებულ შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა.  რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას, მდგრადი ენერგიის (და კლიმატის) სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ერთობლივ დიალოგში ჩართოს  დაინტერესებული მხარეები და  მოქალაქეები. ტარდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (მაგ: ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის პარალელურად), ღონისძიება შეიძლება მრავალნაირი იყოს,  მაგრამ  როგორც წესი მოიცავს ისეთ აქტივობებს როგორიც არის სემინარები, გამოფენები, ექსკურსიებს  და ღია კარის დღეებს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.eusew.eu.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:32

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნიკურ განყოფილებას წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ინიციატივის ტექნიკურ და სამეცნიერო მხარდაჭერას. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მერების შეთანხმების ოფისთან (CoMO),  ტექნიკური სახელმძღვანელოებით და დოკუმენტების ნიმუშებით უზრუნველყოფს ხელმომწერებს, მათ მიერ აღებული ვალდებულებების,  მონიტორინგის განხორციელების და მიღებული შედეგების  დროულად შესასრულებლად. 

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ვებ-გვერდი:http://ec.europa.eu/dgs/jrc/

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:31

განხორციელების მონიტორინგის ანგარიში

შეთანხმების ხელმომწერებმა  მესგ-ს წარდგენის შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში უნდა მოამზადონ მონიტორინგის ანგარიში,  რომელიც  განხორციელების შუალედურ შედეგებს ასახავს. ამ ანგარიშის  მიზანია შეაფასოს შედეგების შეესაბამისობა წინასწარ დაგეგმილ მიზნებთან.

ანგარიში უნდა მოიცავდეს განახლებულ გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციას (MEI), რომელის შემუშავება იმავე მეთოდებით და მონაცემებით ხდება რითაც საბაზისო  ემისიების ინვენტარიზაცია (BEI) რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეესაბამისობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ჩათვლიან რომ ეს დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მისი მომზადების ინტერვალი შესაძლოა გაიზარდოს, მაგალითად „მოქმედებათა ანგარიშეგებისთვის“ (MEI)-ს გარეშე ყველ 2 წელიწადში (2,6,10,14 წწ) და „სრული ანგარიშგება“ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციით (BEI) ყოველ 4 წელიწადში (4,8,12,16 წწ).

მოქმედებათა ანგარიში SECAP-ის განხორციელების შესახებ ისეთ ხარსიხობრივ ინფორმაციას მოიცავს, როგორიც არის მისი განხორიელების პერიოდში წამოქმნილი  სირთულეები, ყოველი მოქმედების  განხორციელების სტატუსი და სხვა.

„სრული ანგარიშგება“ კი გამონაბოლქვის მონიტორინგის ინვენტარიზაციით (MEI), საშუალებას იძლევა  ენერგიის მოხმარების, ენერგიის წარმოების და CO2 ემისიის შემცირების შეაფასების საშულებას.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:29

ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი ძირითადი შუამავალია ადგილობრივ მთავრობასა და მერების შეთანხმების ოფისს შორის. მისი ამოცანაა უპასუხოს ინიციატივის შესახებ  ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებს, ასევე დაეხმაროს ხელმომწერებს.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:27

ენერგეტიკული სააგენტოები

ადგილობრივი და რეგიონალური ენერგეტიკული (LAREAs) სააგენტოები მხარს უჭერენ ენერგომენეჯმენტის მაგალითების წარდგენას, მდგრადობის კონცეფციას, უზრუნველყოფენ ინფორმაციით და სახელმძღვანელოთი, ასევე სთავაზობენ ადგილობრივ ენერგეტიკულ საჭიროებებზე მორგებული, ენერგეტიკული სერვისებს.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:26

მერების შეთანხმების მხარდამჭერები

ევროკავშირის განსაზღვრებით „შეთანხმების მხარდამჭერები“ არიან ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები და ქსელები, რომლებიც მერების შეთანხმების ინიციატივის სტიმულირებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელმომწერთა დახმარებას აქტიური ლობირებით, კომუნიკაციითა და კავშირების დამყარებით ცდილობენ.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:24

მერების შეთანხმების ოფისი

მერების შეთანხმების ოფისი (CoMO) დაფუძნდა და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ინიციატივის კოორდინაციასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. უზურნველყოფს ხელმომწერებს ადმინისტრაციული  და ტექნიკური დახმარებით, უზრუნველყოფს კავშირს დაინტერესებულ მხარეებს შორის  და ეხმარება მათ საქმიანობაში.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:22

შეთანხმების კოორდინატორები

ევროკავშირის განსაზღვრებით „შეთანხმების კოორდინატორები“ არიან ის სახელმწიფო საჯარო ორგანოები, რომლებიც სტრატეგიულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია ანდა რესურსები საჭირო მოთხოვნების შესასრულებლად. შეთანხმების კოორდინატორები შეიძლება იყვნენ წარმოადგენენ დეცენტრალიზებული ხელისუფლების ორგანოები - როგორიცაა რეგიონები, მხარეები ან ადგილობრივი თვითმმართველობების ჯგუფები- და ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებები, როგორიცაა სამინისტროები და სააგენტოები.

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 13:20

წარმატების ეტალონი

წარმატების ეტალონი ეს არის ინიციატივების შესაბამისი მაგალითები, რომლითაც შეთანხმების ხელმომწერები, კოორდინატორები და მხარდამჭერები განსაკუთრებულად ამაყობენ. უფრო მეტიც, განიხილავენ მათ სხვა ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონების და მათი  ქსელებისათვის   სასარგებლო ქმედებებად.

საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაცია (BEI), არის შეთანხმების ხელმომწერის ტერიტორიაზე  საბაზისო წელს გამოფრქვეული CO2 ემისიის რაოდენობრივი შეფასება. რაც საშუალებას იძლევა CO2 ემისიის წყაროებისა  და მისი შემცირების პოტენციალის განსასაზღვრისათვის.

სიახლეების გამოწერა