ორშაბათი, 08 აპრილი 2019 11:42

რისი მოწოდება ევალებათ ხელმომწერებს?

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის

 

საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ადგილობრივი ხელისუფელბები კისრულობენ:

 

 

  • მოამზადონ და წარმოადგინონ ემისიების საბაზისო დონის ინვენტარიზაცია, (BEI) სადაც მითითებული იქნება ხელმომწერის ტერიტორიაზე გამოფრქვეული CO2–ს რაოდენობრივი მაჩვენებელი;  
  • მოამზადონ და წარმოადგინონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება (RVA), რომელშიც რისკის დონე ფასდება პოტენციური კლიმატური საფრთხეების ანალიზის, და ხელმომწერის ტერიტორიაზე მოწყვლადობების შეფასების საფუძველზე
  • წარმოადგინონ მერების შეთანხმების ინიციატივასთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დადგენილ ვადებში მომზადებული (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმისთვის, და ორი წელი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის) და ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებული მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გგეგმა (SECAP). გეგმაში მითითებული უნდა იყოს დასახული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ზომები და პროგრამა.   
  • რეგულარულად – ყოველ ორ წელიწადში სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ – წარმოადგინონ მონიტორინგის ანგარიშები სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული წარმატებების მითითებით.

 

მერების შეთანხმება და მერები ადაპტირდებიან (ვალდებულებები 2016 წლამდე)

 

მერების შეთანხმების ინიციატივის და/ან "მერები ადაპტირდებიან"–ს  ხელმომწერთათვის ვალდებულებები და ანგარიშგების შესაბამისი მოთხოვნები იგივეა, რაც ვალდებულებების თავდაპირველ (მიერთებისას ხელმოწერილ) ტექსტშია მითითებული:

 

  • მერების შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ ოფიციალური ხელმოწერიდან ერთი წლის ვადაში წარადგინონ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ), ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში – მონიტორინგის ანგარიშები.
  • "მერები ადაპტირდებიან"–ს ხელმომწერები ვალდებულნი არიან ოფიციალური ხელმოწერიდან ორი წლის ვადაში შეიმუშაონ ადაპტაციის ადგილობრივი სტრატეგია და/ან ჩართონ ადაპტაციის ნაბიჯები არსებულ შესაბამის გეგმებში, ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში წარადგინონ მონიტორინგის ანგარიშები.

 

ხელმომწერები თანახმა არიან შეჩერდეს მოცემულ ინიციატივაში მათი წევრობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ ვადებში ვერ წარმოადგენენ ზემოხსენებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიში).  როგორც კი ხელმომწერები მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ, მერების შეთანხმებაში მათი წევრობა განახლდება. წევრობის შეჩერების დეტალები.

Read 540 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა