ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია (5)

სამშაბათი, 19 მარტი 2019 09:41

რა არის მერების შეთანხმება?

Written by

მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის პირველ და ყველაზე ამბიციურ, ევროკომისიის მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც უშუალოდაა მიმართული ადგილობრივი ორგანოებისა და მათი მოქალაქეების როლის გაზრდაზე კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში. 2008 წლიდან მერების შეთანხმება გადაიზარდა ადგილობრივი ორგანოების აქტიურ მოძრაობაში, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწიონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროში. მერების შეთანხმებაზე ხელმოწერით ადგილობრივი ხელისუფლება ნებაყოფლობით იღებს სასათბურე გაზების გამოფრქვევის (ემისიის) შემცირებისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე შეწინააღმდეგების ვალდებულებას მდგრადი ენერგეტიკისა (და კლიმატის) სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით.

შეთანხმების ხელმომწერთა ვალდებულებები უკავშირდება ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის საფუძვლებს. აქ შედის ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პაკეტი 2020 წლამდე იმ ხელმომწერებისთვის, ვინც შეთანხმებას 2008–2015 წ.წ. შეუერთდა და ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის საფუძვლები და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ევროკავშირის  სტრატეგია 2030 წლამდე იმ ხელმომწერებისთვის, რომლებიც 2015 წლის მერე შეუერთდნენ შეთანხმებას.

 

ხელმომწერები, რომლებიც 2020 წლამდე სტრატეგიის  (მერების შეთანხმება 2020) და/ან მისი ადაპტირებული ვერსიის (მერები ადაპტირდებიან) ფარგლებში მუშაობენ მოწოდებულნი არიან განაახლონ და გააფართოონ 2030 წლამდე  კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე მიმართული საკუთარი ვალდებულებები (მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის) საბჭოს მიერ ახალი ვალდებულებების აღებით და 2030 წლის მიერთების ფორმით.

 

მერების შეთანხმება

 

2008 და 2015 წლებს შორის მერების შეთანხმებასთან მიერთებულმა ხელმომწერებმა ნებაყოფლობით ივალდებულეს გადააჭარბონ ევროკავშირის მიზნებს და 2020 წლამდე 20%–თ შეამცირონ CO2–ს გამოფრქვევა.

 

მერები ადაპტირდებიან

 

ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებმაც 2014 დან 2016 წლამდე პერიოდში მოაწერეს ხელი "მერები ადაპტირდებიან – ადაპტირების შესახებ მერების შეთანხმებას", აიღეს პოლიტიკური ვალდებულება იმოქმედონ კლიმატის შეცვლასთან ადაპტაციის მიმართულებით.

 

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის

 

2015 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ივალდებულეს 2030 წლამდე CO2–ს (შეძლებისდაგვარად სხვა სასათბურე გაზებისაც) გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 40%–თ, კლიმატის შეცვლით გამოწვეული ზეგავლენების მიმართ შეწინააღმდეგების უნარის გაზრდა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის მდგრადი მოწოდება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის CO2–ს შემცირების ამოცანა დადგენილია მინიმუმ 30%–მდე

მერების შეთანხმების ამომავალი წერტილი იყო ევროპის ქალაქების მოწოდება, რომელიც მოიწონა და მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. რამდენადაც მერების შეთანხმება ქვემოდან წამოსული ინიციატივაა, და ამავე დროს არის მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობითი ვალდებულება მიაღწიონ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც თვითონვე დაისახეს, ამ შეთანხმებაზე მიერთება სრულიად უფასოა, ისევე როგორც გეგმიური დავალებების შესრულება და ანგარიშგება შეთანხმების შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.

ევროკომისიამ ვალდებულება აიღო მხარი დაუჭიროს მერების შეთანხმების ხელმომწერ ადგილობრივ ხელისუფლებებს და გაასაჯაროოს მათი საქმიანობა

 

ჯერ ერთი, კომისიამ ჩამოაყალიბა და დააფინანსა მერების შეთანხმების ოფისი (оСоМ), რომელიც საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით ნებისმიერ საკითხში უწევს დახმარებას ხელმომწერებს და პოპულარიზაციას უწევს მათ საქმიანობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. СоМ ოფისი ასევე კოორდინაციას უწევს მესამე პირებთან ურთიერთობებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და დონორებთან ხელმომწერთა საქმიანობის მხარდასაჭერად.

 

მეორეც, ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს оСоМ–თან, რათა მიაწოდოს სრული ტექნიკური გაიდლაინები და შაბლონები, რომელთა მიზანიცაა მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარება, და სამოქმედო გეგმების განხორცილებისა და მათი შედეგების მონიტორინგის უზრუნველყოფა.

 

მესამეც, ევროკომისიამ აიღო დაფინანსების მექანიზმების შექმნისა და ევროკავშირის დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერის გაკრვეული ვალდებულება.

 

კვლევები გვიჩვენებს, რომ  ხელმომწერები ამ მოძრაობასთან მიერთების უამრავ მიზეზს ასახელებენ, რომელთა შორისაცაა: 

 

  • CO2–ს შემცირების ამბიციური ვალდებულების საჯაროდ გამოცხადება;
  • საკუთარ ტერიტორიაზე CO2–ს შემცირების დინამიკის შექმნა ან გაძლიერება;
  • მიბაძონ და მაგალითი გადაიღონ ამ საქმის პიონერებისგან;
  • საკუთარ ტერიტორიაზე მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება
  • გააცნონ საკუთარი ტერიტორის საუკეთესო პრაქტიკა დანარჩენ საზოგადოებას;,
  • განაცხადონ საკუთარი მიღწევების შესახებ როგორც შეთანხმების წევრი საზოგადოებრიობის შიგნით, ისე მის გარეთ შეთანხმების ვებ–გვერდის საშუალებით;
  • გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი;
  • მიიღონ სარგებელი ფართე ტექნიკური მხარდაჭერიდან;
  • გააძლიერონ თანამშრომლობა საკუთარ მოქლაქეებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან სამოქმედო გეგემების შემუშვებისა და მისი შესრულების მონიტორინგის გზით.

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის

 

საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ადგილობრივი ხელისუფელბები კისრულობენ:

 

 

  • მოამზადონ და წარმოადგინონ ემისიების საბაზისო დონის ინვენტარიზაცია, (BEI) სადაც მითითებული იქნება ხელმომწერის ტერიტორიაზე გამოფრქვეული CO2–ს რაოდენობრივი მაჩვენებელი;  
  • მოამზადონ და წარმოადგინონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება (RVA), რომელშიც რისკის დონე ფასდება პოტენციური კლიმატური საფრთხეების ანალიზის, და ხელმომწერის ტერიტორიაზე მოწყვლადობების შეფასების საფუძველზე
  • წარმოადგინონ მერების შეთანხმების ინიციატივასთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დადგენილ ვადებში მომზადებული (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმისთვის, და ორი წელი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის) და ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებული მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გგეგმა (SECAP). გეგმაში მითითებული უნდა იყოს დასახული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ზომები და პროგრამა.   
  • რეგულარულად – ყოველ ორ წელიწადში სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ – წარმოადგინონ მონიტორინგის ანგარიშები სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული წარმატებების მითითებით.

 

მერების შეთანხმება და მერები ადაპტირდებიან (ვალდებულებები 2016 წლამდე)

 

მერების შეთანხმების ინიციატივის და/ან "მერები ადაპტირდებიან"–ს  ხელმომწერთათვის ვალდებულებები და ანგარიშგების შესაბამისი მოთხოვნები იგივეა, რაც ვალდებულებების თავდაპირველ (მიერთებისას ხელმოწერილ) ტექსტშია მითითებული:

 

  • მერების შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ ოფიციალური ხელმოწერიდან ერთი წლის ვადაში წარადგინონ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ), ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში – მონიტორინგის ანგარიშები.
  • "მერები ადაპტირდებიან"–ს ხელმომწერები ვალდებულნი არიან ოფიციალური ხელმოწერიდან ორი წლის ვადაში შეიმუშაონ ადაპტაციის ადგილობრივი სტრატეგია და/ან ჩართონ ადაპტაციის ნაბიჯები არსებულ შესაბამის გეგმებში, ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში წარადგინონ მონიტორინგის ანგარიშები.

 

ხელმომწერები თანახმა არიან შეჩერდეს მოცემულ ინიციატივაში მათი წევრობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ ვადებში ვერ წარმოადგენენ ზემოხსენებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიში).  როგორც კი ხელმომწერები მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ, მერების შეთანხმებაში მათი წევრობა განახლდება. წევრობის შეჩერების დეტალები.

სიახლეების გამოწერა