ორშაბათი, 08 აპრილი 2019 13:54

რა არის მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი (oСоМ-East)?

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი (oСоМ-East), რომელიც ფინანსდება ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ, პასუხისმგებელია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინიციატივის კოორდინაციასა და მენეჯმენტზე. ოფისი ხელმომწერებს უწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ. დახმარებას, ხელს უწყობს შეთანხმების პარტნიორებს შორის ურთიერთქმედებას და უზრუნველჰყოფს მათი საქმიანობის წარმოჩენას. 

 

ბრიუსელში განლაგებულ oСоМ–თან ერთად oСоМ აღმოსავლეთი, რომელიც ერევანში (სომხეთი), მინსკში (ბელარუსი), თბილისში (საქართველო), კიშინიოვში (მოლდოვა) და კიევშია (უკრაინა) განლაგებული, დახმარებას უწევს ხელმომწერებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. 

 

ოფისი იმართება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს Energy Cities, და რომელშიც შედის ასოციაცია "Climate Alliance", კონსალტინგის კომპანია "Kommunalkredit Public Consulting", ფონდი "ინტერაქცია", ასოციაცია "უკრაინის ენერგოეფექტრი ქალაქები", სომხეთის თემების რესპუბლიკური ასოციაცია.

 

მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი პირველადი შუამავლის როლს ასრულებს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მერების შეთანხმებას შორის. მისი მიზნებია:

 

- შეთანხმების ინციატივასთან მიერთების მსურველი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელშეწყობა.

- მერების შეთანხმებასთან და მასში ჩამოთვლილ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება ხელმომწერთათვის. .

- მესამე პირებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ. შეთანხმების კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან) ურთიერთობების კოორდინაცია.

 

ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი და ასოციაცია «Climate Alliance» დახმარებას უწევენ უფრო სპეციფიკურ საკითხებში, როგორიცაა СО2–ს გამოფრქვევის ინვენტარიზაცია, SEAP/SECAP–ების შემუშვება და შეფასება.

Read 612 times Last modified on ორშაბათი, 08 აპრილი 2019 13:55

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა