მერების შეთანხმების ოფისი

მერების შეთანხმების ოფისი (4)

მერების შეთანხმების ოფისი (CoMO), რომელიც ევროკომისიი მიერ ფინანსდება, ინიციატივის საერთო კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. CoMO იმართება ადგილობრივი და რეგიონალური სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენელი გამოცდილი ევროპული ქსელების კონსორციუმის მიერ, სადაც შედიან: Energy Cities. ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო (CEMR), Climate Alliance, EUROCITIES,  Fedarene და ICLEI Europe.

 

ინიციატივის კოორდინაცია ხორციელდება ევროკომისიის გაერთიანებულ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც ხელმომწერთა მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. ეს ხდება ანგარიშგების ონ–ლაინ სისტემის მეშვეობით და მისი ნახვა ხელმომწერებს შეუძლიათ სისტემაში "ჩემი შეთანხმება" (‘My Covenant’)  შესვლისთანავე.

ორშაბათი, 08 აპრილი 2019 13:49

რას შეიძლება მოელოდეთ CoMO –გან?

Written by

მერებბის შეთანხმების ოფისი მოქმედებს, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი ყველა ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოს ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი. მისი მიზანია:

 

  • დაეხმაროს ყველა იმ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს, რომელსაც სურს, მიერთების პროცედურის გავლით, მონაწილეობა მიიღოს ინიციატივაში.
  • მერების შეთანხმებასთან დაკავშირებული ზოგადი და ტექნიკური ინფორმაციის, და ასევე ვალდებულებების გაცნობა ხელმომწერთათვის.
  • თქვენს საკომუნიკაციო და სარეკლამო საქმიანობაში დახმარება.
  • მესამე პირებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ. შეთანხმების კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან) ურთიერთობების კოორდინაცია
  • მერების შეთანხმების მონაწილე მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა.

 

ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი ბასუხისმგებელია სამოქმედო გეგმების შეფასებაზე, ხელმომწერი ქალაქებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე, და ასევე პასუხების მომზადებაზე ტექნიკური ხასიათის შეკითხვებზე.

მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი (oСоМ-East), რომელიც ფინანსდება ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ, პასუხისმგებელია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინიციატივის კოორდინაციასა და მენეჯმენტზე. ოფისი ხელმომწერებს უწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ. დახმარებას, ხელს უწყობს შეთანხმების პარტნიორებს შორის ურთიერთქმედებას და უზრუნველჰყოფს მათი საქმიანობის წარმოჩენას. 

 

ბრიუსელში განლაგებულ oСоМ–თან ერთად oСоМ აღმოსავლეთი, რომელიც ერევანში (სომხეთი), მინსკში (ბელარუსი), თბილისში (საქართველო), კიშინიოვში (მოლდოვა) და კიევშია (უკრაინა) განლაგებული, დახმარებას უწევს ხელმომწერებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. 

 

ოფისი იმართება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს Energy Cities, და რომელშიც შედის ასოციაცია "Climate Alliance", კონსალტინგის კომპანია "Kommunalkredit Public Consulting", ფონდი "ინტერაქცია", ასოციაცია "უკრაინის ენერგოეფექტრი ქალაქები", სომხეთის თემების რესპუბლიკური ასოციაცია.

 

მერების შეთანხმების ოფისი აღმოსავლეთი პირველადი შუამავლის როლს ასრულებს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მერების შეთანხმებას შორის. მისი მიზნებია:

 

- შეთანხმების ინციატივასთან მიერთების მსურველი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელშეწყობა.

- მერების შეთანხმებასთან და მასში ჩამოთვლილ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება ხელმომწერთათვის. .

- მესამე პირებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ. შეთანხმების კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან) ურთიერთობების კოორდინაცია.

 

ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი და ასოციაცია «Climate Alliance» დახმარებას უწევენ უფრო სპეციფიკურ საკითხებში, როგორიცაა СО2–ს გამოფრქვევის ინვენტარიზაცია, SEAP/SECAP–ების შემუშვება და შეფასება.

CoMO აღმოსავლეთი, ტექნიკური დახმარების ჯგუფის მეშვეობით, ეხმარება შეთანხმების ხელმმომწერებს მთელ რიგ საკითხებში.

 

კერძოდ CoMO აღმოსავლეთი ანხორციელებს შემდეგ საქმიანობას:

 

ინდივიდუალური ტექნიკური, საექსპერტო და ადმინისტრაციული დახმარება ხელმომწერი დიდი და პატარა ქალაქებისთვის;

 

ტქანიკური გაიდლაინების, შაბლონებისა და მეთოდოლოგიური მასალის შემუშვება და გადაცემა ხელმომწერებისთვის,

     - მონაცემთა მოგროვების;

     - ემისიის საბაზო ინვენტარიზაციის შემუშვების;

     - ქალაქის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების;

     - SEAP–ს ფარგლებში საქმიანობის მონიტორინგის პროცესისა და შესრულების შესახებ ანგარიშგების მიზნით

სიახლეების გამოწერა