ორშაბათი, 08 აპრილი 2019 14:18

რატომ არის აუცილებელი ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება?

Written by
Rate this item
(0 votes)

მთელი პროცესის – SEAP/SECAP–ს მომზადებით დაწყებული და განხორციელების შედეგებით დამთავრებული – წარმატების გასაღებს წარმოადგენს სხვადასხვა ადგილობრივ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს (მაგ. მერიის განყოფილებებსა და სამმართველოებს შორის) შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. გარდა ამისა შესაბამისი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების დროს SEAP/SECAP–ს გათვალისწინება. 

 

მუნიციპალიტეტები არ უნდა თვლიდნენ, რომ SEAP/SECAP დამოუკიდებელი დოკუმენტია. პირიქით, ის მჭიდროდ გადაჯაჭვული უნდა იყოს  ხელმომწერის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან და ინტეგრირებული იყოს ადგილობრივი ადმინისტრაციის სხვადასხვა დანაყოფების ყოველდღიურ ფუნქციებში.

 

SEAP/SECAP უნდა მიუთითებდეს, თუ რა ოპერატიული ჯგუფები და ადმინისტრაციული სტრუქტურებია შექმნილი ან შეიქმნება უახლოეს მომავალში გამონაფრქვევის საბზისო ინვენტარიზაციის მომზადების (BEI), რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების (RVA), SEAP/SECAP–თ გათვალისწინებული ზომების დაგეგმვისა და განხორციელების, და შედეგების მონიტორინგის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს   იმას, რომ მართვის სტრუქტურას ხელმძღვანელობდეს მენეჯერი, რომელსაც გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროში, და  ასევე SEAP/SECAP–თვის შესაბამისი რაოდენობის ადამიანური რესურსების გამოყოფას სტრუქტურაში (შტატში) ენერგეტიკის მენეჯერის არსებობამ პრინციპიალური როლი შეიძლება ითამაშოს ქალაქის ფარგლებში SEAP/SECAP–ს ეფექტიან განხორციელებაში.

 

(ასევე იხ. თავი 2 ' SEAP–ს შემუშვების სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დიდი და პატარა ქალაქებისთვის' მომზადებული გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ 2012 წელს.).

Read 536 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა