![შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა](/components/com_k2/images/placeholder/category.png)
შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა (1)
რატომ არის აუცილებელი ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება?
Written by Anna Zenzinaმთელი პროცესის – SEAP/SECAP–ს მომზადებით დაწყებული და განხორციელების შედეგებით დამთავრებული – წარმატების გასაღებს წარმოადგენს სხვადასხვა ადგილობრივ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს (მაგ. მერიის განყოფილებებსა და სამმართველოებს შორის) შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. გარდა ამისა შესაბამისი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების დროს SEAP/SECAP–ს გათვალისწინება.
მუნიციპალიტეტები არ უნდა თვლიდნენ, რომ SEAP/SECAP დამოუკიდებელი დოკუმენტია. პირიქით, ის მჭიდროდ გადაჯაჭვული უნდა იყოს ხელმომწერის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან და ინტეგრირებული იყოს ადგილობრივი ადმინისტრაციის სხვადასხვა დანაყოფების ყოველდღიურ ფუნქციებში.
SEAP/SECAP უნდა მიუთითებდეს, თუ რა ოპერატიული ჯგუფები და ადმინისტრაციული სტრუქტურებია შექმნილი ან შეიქმნება უახლოეს მომავალში გამონაფრქვევის საბზისო ინვენტარიზაციის მომზადების (BEI), რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების (RVA), SEAP/SECAP–თ გათვალისწინებული ზომების დაგეგმვისა და განხორციელების, და შედეგების მონიტორინგის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მართვის სტრუქტურას ხელმძღვანელობდეს მენეჯერი, რომელსაც გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროში, და ასევე SEAP/SECAP–თვის შესაბამისი რაოდენობის ადამიანური რესურსების გამოყოფას სტრუქტურაში (შტატში) ენერგეტიკის მენეჯერის არსებობამ პრინციპიალური როლი შეიძლება ითამაშოს ქალაქის ფარგლებში SEAP/SECAP–ს ეფექტიან განხორციელებაში.