სამშაბათი, 09 აპრილი 2019 07:51

რა არის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)

Written by
Rate this item
(0 votes)

მერების წინა შეთანხმების ხელმომწერნი, რომელშიც მხოლოდ ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებაზე იყო საუბარი ვალდებულება აიღეს მოემზადებინათ და 2020 წლამდე განეხორციელებინათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). მერების ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის, შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და 2030 წლამდე განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP), რომელიც ითვალისწინებს კლიმატის შერბილებასაც და ადაპტაციასაც.

 

სამოქმედო გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს, რომელიც გვიჩვენებს როგორ განახორციელებს შეთანხმების ხელმომწერი საკუთარ ხედვას და ამოცანას. გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, ე.ი. საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას კლიმატის შერბილების ნაწილისთვის, და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას ადაპტაციის ნაწილისთვის (მხოლოდ SECAP–თვის); ნათლად დასახულ მიზნებსა და ამოცანებს; და დაგეგმილ ღონისძიებებს თავისი ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და სავარაუდო შედეგებით.    

 

საქმიანობის სფერო:

 

მერების შეთანხმება ითვალისწინებს საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი სახელისუფლების ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმომწერნი გამოვლენ რამდენიმე როლში, ან ყველა შესაძლო როლში:

 

  • მომხმარებელი და ნიმუში: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია ენერგიის საკუთარ მოხმარებაზე. ამავე დროს ისინი სანიმუშო უნდა იყვნენ დანარჩენი მომხმარებლებისთვის, ენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარებისკენ მოწოდონ მოქლაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
  • დამგეგმავი, განმავითარებელი (დეველოპერი) და რეგულატორი: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის, ტრანსპორტისა და მიწათსარგებლობის პოლიტიკაზე. მათ გააჩნიათ ახალი შენობების ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციის, ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ზომებისა და ადაპტაციის სტრატეგიების ადგილობრივი დაგეგვის პრაქტიკაში ინტეგრირების უფლებამმოსილება, ისინი არეგულირებენ ტრანსპორტის გამართულ მუშაობას და ენერგოეფექტურობას კანონიერი გადაწყვეტილებებისა და ნორმატიული დოკუმენტების მიღების გზით.
  • მწარმოებელი და მომწოდებელი: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი კომუნალური საწარმო და მომსახურების მომწოდებელი, ხელი შეუწყოს ენერგიის ადგილობრივად წარმოებას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას (მაგ. სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წაარმოება თბოელექტროსადგურში, უბნის ცენტრალიზებული თბომომარაგება და ა.შ.)
  • კონსულტანტი და მოტივაციის მიმცემი: ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოიზიდოს ადგილობრივი საზოგადოება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგ. არქიტექტორების, დამგეგმავების ან მშენებლების) კონსულტანტისა და განმანათლებლის როლში გამოვიდეს.

 

კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილების თემაზე უფრო დაწვრილებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ SEAP სახელმძღვანელოს (ინგლ. გერმ. ფრანგ. იტ. ესპან.  ენებზე)

 

ადაპტაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადაპტაციაში ქალაქებისათვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტს

Read 672 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა