მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP) (9)

მერების წინა შეთანხმების ხელმომწერნი, რომელშიც მხოლოდ ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებაზე იყო საუბარი ვალდებულება აიღეს მოემზადებინათ და 2020 წლამდე განეხორციელებინათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). მერების ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის, შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და 2030 წლამდე განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP), რომელიც ითვალისწინებს კლიმატის შერბილებასაც და ადაპტაციასაც.

 

სამოქმედო გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს, რომელიც გვიჩვენებს როგორ განახორციელებს შეთანხმების ხელმომწერი საკუთარ ხედვას და ამოცანას. გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, ე.ი. საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას კლიმატის შერბილების ნაწილისთვის, და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას ადაპტაციის ნაწილისთვის (მხოლოდ SECAP–თვის); ნათლად დასახულ მიზნებსა და ამოცანებს; და დაგეგმილ ღონისძიებებს თავისი ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და სავარაუდო შედეგებით.    

 

საქმიანობის სფერო:

 

მერების შეთანხმება ითვალისწინებს საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი სახელისუფლების ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმომწერნი გამოვლენ რამდენიმე როლში, ან ყველა შესაძლო როლში:

 

  • მომხმარებელი და ნიმუში: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია ენერგიის საკუთარ მოხმარებაზე. ამავე დროს ისინი სანიმუშო უნდა იყვნენ დანარჩენი მომხმარებლებისთვის, ენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარებისკენ მოწოდონ მოქლაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
  • დამგეგმავი, განმავითარებელი (დეველოპერი) და რეგულატორი: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის, ტრანსპორტისა და მიწათსარგებლობის პოლიტიკაზე. მათ გააჩნიათ ახალი შენობების ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციის, ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ზომებისა და ადაპტაციის სტრატეგიების ადგილობრივი დაგეგვის პრაქტიკაში ინტეგრირების უფლებამმოსილება, ისინი არეგულირებენ ტრანსპორტის გამართულ მუშაობას და ენერგოეფექტურობას კანონიერი გადაწყვეტილებებისა და ნორმატიული დოკუმენტების მიღების გზით.
  • მწარმოებელი და მომწოდებელი: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი კომუნალური საწარმო და მომსახურების მომწოდებელი, ხელი შეუწყოს ენერგიის ადგილობრივად წარმოებას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას (მაგ. სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წაარმოება თბოელექტროსადგურში, უბნის ცენტრალიზებული თბომომარაგება და ა.შ.)
  • კონსულტანტი და მოტივაციის მიმცემი: ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოიზიდოს ადგილობრივი საზოგადოება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგ. არქიტექტორების, დამგეგმავების ან მშენებლების) კონსულტანტისა და განმანათლებლის როლში გამოვიდეს.

 

კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილების თემაზე უფრო დაწვრილებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ SEAP სახელმძღვანელოს (ინგლ. გერმ. ფრანგ. იტ. ესპან.  ენებზე)

 

ადაპტაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადაპტაციაში ქალაქებისათვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტს

რამდენადაც მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს დაქვემდებარებულ მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საქმიანობას, რომელსაც ეწევა როგორც სახელმიწფო, ისე კერძო სექტორი.

 

შეთანხმების ხელმომწერთ შეუძლიათ თავად ამოირჩიონ მოქმედების არეალი. პრინციპში მოსალოდნელია, რომ სამოქმედო გეგმების უმეტესობა მოიცავს იმ სექტორებს, რომლებიც ემისიის ინვენტარიზაციაში და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშია (მხოლოდ SECAP–თვის)  გათვალისწინებული. კლიმატის ცვლილების შერბილებს ნაწილში (SEAP–ც და SECAP–ც) რეკომენდებულია იმ აქტივობების შეტანა, რომელიც შეთანხმების საკვანძო სექტორებზეა მიმართული:

 

  • მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
  • სხვა (არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტრანსპორტი

 

ასევე შეიძლება სხვა აქტივობების ჩართვა ისეთი სექტორებში, როგორებიცაა, მაგალითად:

 

  • მრეწველობა;
  • ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება;
  • სითბოს/სიცივის ადგილობრივი წარმოება;
  • სხვა (მაგალითად სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა).

 

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის (მხოლოდ SECAP–თვის):

 

იმ სექტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ქალაქების მედეგობას უწყობენ ხელს დიდ არის დამოკიდებული კონტექსტზე. ამიტომ კლლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სრული და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს საქალაქო მეურნეობის ყველა იმ სფეროს ადაპტაციის ზომებს, რომლებზეც კლიმატი ახდენს გავლენას. იმ სექტორებს შორის, რომლებსაც ქალაქის მედეგობის გაუმჯობესება შეუძლიათ, აღსანიშნავია: 

 

  • ინფრასტრუქტურა
  • კომუნალური სევისები
  • მიწათსარგებლობის დაგეგმვა
  • გარემო და ბიომრავალფეროვნება
  • სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობას
  • ეკონომიკა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი, უკვე არსებული, სამოქმედო გეგმა აკმაყოფილებს მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახედოთ დოკუმენტს და დაადგინოთ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შედეგების ცვლილებისთვის SEAP სახელმძღვანელოში  რეკომენდებულ 10 ძირითად მოთხოვნას. (იხ.SEAP სახელმძღვანელო, გვ. 8, ინგლ. გერმ. ფრანგ. იტალ. და ესპ. ენებზე).

 

მოქმედების გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული საკვანძო ვალდებულებები, ანუ СО2–ს ემისიის შემცირება მინიმუმ 20%–თ 2020 წლამდე და/ან СО2–ს ემისიის შემცირება 30%–თ 2030 წლამდე და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაზრდა (SECAP), რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ივალდებულა მერების შეთნხმების ხელმოწერის დროს.   

საჭიროა სტრატეგიული ვალდებულებების გადაყვანა მოკლე– და საშუალოვადიანი კონკრეტული მოქმედებების, და ასევე გრძლევადიანი სტრატეგიისა და მიზნების კონტექსტში. თუ თქვენი, არსებული, გეგმის ვადები არ ემთხვევა მერების შეთანხმებით დადგენილ ვადებს (ე.ი. 2020წ. ან 2030 წ.), მაშინ ის უნდა მიუსადაგოთ იგი მერების შეთანხმების სამიზნე დროით ჩარჩოებს და ჩართოთ შეთანხმების მიზანი ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებულ, თქვენს სამოქმედო გეგმაში

 

ამასთანავე, თქვენი გეგმის საკვანძო ელემენტების შესახებ უნდა განაცხადოთ ონ–ლაინ შაბლონის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე 'ჩემი ხელშეკრულება' (‘My Covenant’). გთხოვთ ასევე გადახედოთ ანგარიშგების გაიდლაინებს, რომლებსაც ბიბლიოთეკაში იპოვით.

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 07:57

როდის ხდება SEAP / SECAP შეტანა?

Written by

SEAP –ს შეტანის საბოლოო ვადა 

 

მერების შეთანხმების ხელმომწერები, რომლებიც 2020 წლამდე დროის ჩარჩოებში არიან მოქცეული, ვალდებულნი არიან სკუთარი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმები, სადაც დასაბუთებულია  შეთანხმების მიზნები და გასატარებელი ღონისძიებები, შეიტანონ ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადაში, როგორც ეს მიერთების დოკუმენტშია მითითებული.

 

SECAP–ს შეტანის საბოლოო ვადა

 

ენერგეტიკისა და კლიმატის შესახებ მერების შეთანხმების ხელმომწერები, რომლებიც 2030 წლამდე დროის ჩარჩოებში არიან მოქცეული, ვალდებულნი არიან სკუთარი მდგრადი ენერგეტიკის და კლლიმატის სამოქმედო გეგმები, სადაც დასაბუთებულია  შეთანხმების მიზნები და გასატარებელი ღონისძიებები, შეიტანონ ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის ვადაში, როგორც ეს მიერთების დოკუმენტშია მითითებული.

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 07:58

როგორ ხდება SEAP / SECAP შეტანა?

Written by

იმისათვის, რომ შეიტანოთ SEAP:

 

შეთანხმების ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ შეტანის (ჩატვირთვის) ონ–ლაინ სისტემა, რომელში შესვლაც 'My Covenant'–დანაა შესაძლებელი (ექსტრანეტ ვებ–გვერდის ფუნქცია)

 

დოკუმენტის ჩატვირთვის პროცედურა ითვალისწინებს შემდეგ ნაბიჯებს:

 

  1. 'My Covenant' საიტში შესვლა პირადი ლოგ–ინის და პაროლის გამოყენებით. პაროლის აღდეგენა შეგიძლიათ "შესვლა" ფუნქციიდან ნებისმიერ დროს.
  2. შეავსეთ ინგლისურ ენაზე 'SEAP შაბლონის ფორმა'. ამისათვის აჭერთ 'My action plan' > 'SEAP template' საბაზო თავში ცისფერ მენიუში და ავსებთ შემდეგ სამ განყოფილებას: თქვენი 'Overall Strategy', თქვენი 'Baseline Emission Inventory' და კთქვენი 'SEAP'. მწვანე ფერის უჯრების შევსება სავალდებულოა! შაბლონის შევსების კონკრეტული ინსტრუქციის პოვნა შეიძლება შეთანხმების ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.
  3. თქვენი SEAP დოკუმენტის ატვირთვა – SEAP შაბლონის შევსების შემდეგ, დააჭირეთ (დაკლიკეთ) 'Upload SEAP document’ და შეიყვანეთ თქვენი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა – შესაბამისად დამტკიცებული ქალაქის საბჭოს მიერ – (და სხვა თანმდევი დოკუმენტები) PDF ფორმატში.
  4. დაადასტურეთ SEAP დოკუმენტის ატვირთვა 'Go to submission' დაჭერით (დაკლიკვით) და მიჰყევით ინსტრუქციას.

 

2017 წელს ხელმისაწვდომი იქნება შაბლონის წინასწარი შემოწმების სისტემა, რომელიც შეცდომების და შეუსაბამობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა დაკლიკოთ ‘See notification checklist’ ღილაკი.  ეს მოხდება პარალელური ონ–ლაინ დანართის მეშვეობით, რომელიც გაერთიანებულ კვლევით ცენტრშია შემუშვებული და იქიდანვე იმართება.

 

მიღებისთანავე თქვენს SEAP დოკუმენტს გაანალიზებს გაერთიანებული კვლევითი ცენტრი და თქვენ მიიღებთ პასუხს. SEAP–ს შეფასების პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შეიძლება აქ.

 

იმისათვის, რომ შეიტანოთ SECAP

 

SECAP–ს შეტანის პროცედურა ამჟამად შემუშვების სტადიაშია, რაც უკვე არსებული  SEAP შაბლონური ფორმის მოდერნიზაციის გეგმის ნაწილს წარმოადგენს და მასში შევა 2030 წლისთვის აღებული ადაპტაციის ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშგება. 2016 წლის განმავლობაში SECAP შაბლონი ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკაში მხოლოდ  EXCEL ფრომატში. ახალ ხელმომწერებს, შეუძლიათ ისარგებლონ EXCEL ვერსიით სამუშაო დოკუმენტის სახით, და ასევე ანგარიშგების სტრუქტურის გასაცნობად, რომელიც ონ–ლაინ იქნება წარმოდგენილი 2017 წლის ბოლო კვარტალში.  

 

ამასობაში ახალ ხელმომწერებს შესაძლებლობა ექნება ჩატვირთონ ნებისმიერი დოკუმენტი, მაგალითად ადაპტაციის სტრატეგია, როგორც   SEAP შაბლონის შეტანის არსებული პროცედურის ნაწილი. ახალ ხელმომწერებს ასევე შეუძლიათ არსებული  SEAP შაბლონის გამოყენება 2030 წლამდე (2020–ს ნაცვლად) კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად. თუმცა, როგორც კი SECAP შაბლონი ხელმისაწვდომი გახდება 2017 წელს, მათ უნდა შეავსონ მისი ყველა დანარჩენი უჯრა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას ეხება.

მერების შეთანხმებას მიერთებულ მეზობელ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოების, ჯგუფს, თუ სურს ერთობლივი SEAP/SECAP სამოქმედო გეგმის შემუშავება, შეუძლიათ ასეც მოქცნენ, რისთვისაც თანამშრომლობის ქვემოთ ჩამოთვლილი ორი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ ერთ–ერთი:  

 

ვარიანტი 1:

 

შერბილება (მიტიგაცია): ჯგუფში შემავალი თვითეული ხელმომწერი ინდივიდუალურად ვალდებულობს СО2–ს ემისიის შემცირებას (SEAP). რამდენადაც ემისიის შემცირების მიზანი ინდივიდუალურ ვალდებულებად რჩება, ყველა ხელმომწერმა უნდა შეავსოს საკუთარი SEAP/SECAP შაბლონი და შეიტანონ ინდივიდუალური მონაცემები ენერგომოხმარების და CO2–ს ემისიასთან დაკავშირებით. ერთობლივი მოქმედების შედეგად მიღებული CO2–ს ემისიის შემცირება, რომელიც ერთობლივ SEAP/SECAP–შია იდენტიფიცირებული, უნდა განაწილდეს ხელმომწერებზე და აღირიცხოს თვითეულ SEAP/SECAP შაბლონში  გამჭვირვალობის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც ერთობლივ SEAP დოკუმენტშია აღწერილი.

 

ერთობლივი SEAP/SECAP უნდა დამტკიცდეს თვითეული მონაწილე მუნიციპალიტეტის ქალაქის საბჭოს (ან ექვივალენტური ორგანოს) მიერ და აიტვირთოს თვითეული ადილობრივი ორგანოს მიერ საკუთარ პროფილზე 'My Covenant'–ს საშუალებით (შეზღუდული სივრცე)." SEAP/SECAP–თ მოცული თვითეული ხელისუფლების ორგანოს დასახელება ნათლად უნდა იყოს მითითებული სამოქმედო გეგმაში. ასეთი ტიპის ერთობლივი SEAP/SECAP აღწერილია SEAP სახელმძღვანელოში (ინგლ. რუს.).

 

ადაპტაცია (მხოლოდ SECAP–თვის): ხელმომწერებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ ერთობლივად მოამზადონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების დოკუმენტი და მისი შესაბამისი საქმიანობა, თუ ცალკ–ცალკე. თუ მიერთება ხდება მუნიციიპალიტეტების ჯგუფის სახით, ანუ ვარიანტი 1–ს შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად რეგისტრირდება და შეაქვს მონაცემები ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოს შესახებ და საკონტაქტო დეტალები, ონ–ლაინ რეგისტრაციის ფორმაში შესაბამისი უჯრის მონიშვნით მიუთითებს, რომ ეს არის მუნიციპალიტეტების ჯგუფი, და ერთობლივ ვალდებულებას იღებენ SEAP/SECAP პირველი ვარიანტის მიხედვიტ. იქვე, ფორმაში მითითებულ გრაფებში, შეიტანს შესაბამის მუნიციპალიტეტებს.

 

ვარიანტი 2:

 

მიტიგაცია: ჯგუფში შემავალი ხელმომწერები იღებენ СО2–ს ემისიის შემცირების ერთობლივ ვალდებულებას. ამ შემთხვევაში ემისიის შემცირების მიზანი წარმოადგენს ჯგუფის შემადგენელი მუნიციპალიტეტების ერთობლივ ვალდებულებას. ამდენად ხელმომწერების მიერ ივსება ერთად–ერთი SEAP/SECAP შაბლონის ფორმა. ერთობლივი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ჯგუფის თვითეული მონაწილე ხელმომწერის მუნიციპალური საბჭოს (ან მისი ექვივალენტი გადაწყვეილების მიმღები ორგანოს) მიერ და ატვირთული იყოს საზიარო პროფილში ''My Covenant'–ს საშუალებით (შეზღუდული სივრცე).  SEAP/SECAP–თ მოცული ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები, და მათი წვლილი საერთო გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული SEAP/SECAP დოკუმენტში. ამ ვარიანტის მიზანია ხელი შეუწყოს მეზობელი სტრუქტურების საუწყებათშორისო თანამშრომლობას დასახული ამოცანის შესრულების გაადვილების მიზნით. იგი განსაკუთრეებითაა რეკომნდებული მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობას განიცდიან, და ასევე ერთსა და იგივე ურბანულ არეალში განლაგებული მუნიციპალიტეტებისთვის.  

 

(მხოლო SECAP–თვის): ხელმომწერებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების მომზადება, და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა ერთობლივად ან ცალკ–ცალკე. როდესაც მიერთება ხდება მუნიციპალიტეტების ჯგუფის სახით ვარიანტი 2–ს მიხედვით, საჭიროა მხოლოდ ერთი პროფილის გახსნა (შექმნა).ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს შესახებ ინფორმაციისა და საკონტაქტო დეტალების ონ–ლაინ დარეგისტრირებისას ამ საერთო პროფილში უნდა შევიდეს შეთანხმებასთან მიერთების ყველა ინდივიდუალური ფორმა. გარდა ამისა მითითებული უნდა იყოს, რომ ეს არის მუნიციპალიტეტების ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას უერთდება ერთობილივი SEAP/SECAP მეორე ვარიანტით, რისთვისაც რეგისტრაციის ონ–ლაინ ფორმაში უნდა მოიხაზოს შესაბამისი უჯრა, და ჩაიწეროს შესაბამისი მუნიციპალიტეტბი ფრომის იმ უჯრებში, სადაც აუცილებელია.  

 

შემაჯამებელი ცხრილი

   

შეთანხმების ეტაპები:

ვარიანტი 1

ვარიანტი 2

მიზანი – CO2–ს ემისიის შემცირება

ინდივიდ. მიზანი

საერთო მიზანი

ადაპტაციის ზომები

ერთობლივად ან ინდივიდუალურად

ერთობლივად ან ინდივიდუალურად

SEAP/SECAP შაბლონის შეტანა

ინდივიდუალურად

1 მთელი ჯგუფისთვის

SEAP/SECAP დოკუმენტის შეტანა

1 საერთო SEAP/SECAP

 

შედეგების გამოქვეყნება "მერების შეთანხმების" ვებ–გვერდზე

1 ყოველ ხელმომწერზე

1 მთელ ჯგუფზე

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

ორივე შემთხვევაში დაბეჯითებითაა რეკომენდებული, რომ 'ხელმომწერთა ჯგუფმა' გამოყოს ორგანო/სახელისუფლებო ორგანო, რომელიც SEAP/SECAP–ს შემუშავების და განხორციელების მთელი პროცესის განმავლობაში კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს შეიძლება იყოს ჯგუფში ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტი, ან ქალაქების შემთხვევაში – აგლომერაცია, ან პროვინცია/რეგიონი, რომელიც შეთანხმების ოფიციალურ კოორდინაციას იკისრებს. (იხ. მერების შეთანხმების კოორდინატორების სია) თუ გსურთ მერების შეთანხმებასთან "ხელმომწერთა ჯგუფის" სახით  მიერთება,  გთხოვთ დაუკავშირდეთ მერების შეთანხმების ოფისს (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.).  მერების შეთანხმების ოფისი უფლებას იტოვებს უარი უთხრას ისეთ განცხადებას, რომელიც არ შეესაბამება SEAP სახელმძღვანელოს დანართი 1–ში განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მაგ. მე–2 ვარიანტის შემთხვევაში: ჯგუფი უნდა შედგებოდეს მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებისგან, რომლებც ერთ არეალშია განლაგებული, და თითოეულის მოსახლეობა 10 000 კაცზე ნაკლებია).   

 

მიერთების ფორმის ჩამოტვირთვა:

 

ხელმომწერთა ჯგუფი – ვარიანტი 1

ხელმომწერთა ჯგუფი – ვარიანტი 2

 

მიერთების ფორმას ხელს აწერს ჯგუფის წევრი ყველა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს თითოეული მათგანის მუნიციპალური საბჭო.

ხელმომწერები ვალდებულნი არიან წარადგინონ მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა (SEAP) მიერთბიდან 1 წლის ვადაში, ხოლო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის გეგმა (SECAP) – მიერთებიდან 2 წლის ვადაში*. თუ SEAP/SECAP ამ თარიღისთვის ვერ მოესწრო, შეთანხმების ხელმომწერებმა ვადის გაგრძელება უნდა ითხოვონ. ამისთვის საჭიროა გადავადების ონ–ლაინ ფორმის შევსება, რომელიც განლაგებულია საიტზე 'My Covenant' (მერების შეთანხმების ექსტრანეტ ვებ–გვერდი.

 

თუ ინდივიდუალური ხელმომწერი ხართ (ე.ი. არ განეკუთვნებით ტერიტორიულ კოორდინატორს): 

 

ინდივიდუალურ ხელმომწერებს ეძლევათ  9–თვიანი გადავადება, იმ შემთხვევაში, როცა სიტუაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება არ იძლევა SEAP/SECAP–ს დროულად დასრულებისა და შეტანის საშუალებას.

 

საბოლოო ვადის 9 თვით გადადების პროცედურა:

 

- შედით ‘My Covenant’ საიტზე საკუთარი საიდენტიფიკაციო ნიშნებით;

- დააჭირეთ (დაკლიკეთ) '‘My Action Plan’ > ‘Submit a delay request’ და შევასეთ ფორმა (ასტერისკით * მონიშნული ყველა ველი აუცილებლადდ უნდა შეივსოს). მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადავადების გამომწვევი მიზეზების ახსნას.  

- დააჭირეთ ‘Submit delay request’ ღილაკს. თქვენ 1 დღის ვადაში მიიღებთ დამადასტურებელ ელექტრონულ წერილს

 

თუ მერების შეთანხმების ოფიციალურ ტერიტორიულ კოორდინატორს განეკუთვნებით

 

თუ შეთანხმების ოფიციალური ტერიტორიული კოორდინატორი (CTC),  გიჭერთ მხარს, შეგიძლით მას 18–თვიანი გადავადება სთხოვოთ.

 

საბოლოო ვადის 18 თვით გადადების პროცედურა CTC–თვის:

 

შედით ‘My Covenant’ საიტზე და დარეგისტრირდით მათი საიდენტიფიკაციო ნიშნებით;

დააჭირეთ ‘My Signatories’ > ‘Submit a delay request’ და შევასეთ ფორმა (ასტერისკით * მონიშნული ყველა ველი აუცილებლადდ უნდა შეივსოს). მოთხოვნაში უნდა იყოს: ჩვეულებრივი გადადების მოთხოვნის მთავარ საფუძვლებს და იმ ინსტრუმენტების/მომსახურების ჩამონათვალს, რომლებიც CTC–მ ხელმომწერთა მხარდასაჭერად შეიმუშვა.

დააჭირეთ ‘Submit delay request’ ღილაკს. გადავადება ავტომატურად ებოძებათ ასოცირებულ მუნიციპალიტეტებს. თქვენ (და თქვენს ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტები 1 დღის ვადაში მიიღებთ დამადასტურებლ ელექტრონულ წერილს.

თუ მერებბის შეთანხმების ხელმომწერმა არ შეიტანა განცხადება გადავადების თხოვნით:

 

ერთი გადავადების უფლება შეიძლება მიეცეს, იმ პირობით, რომ ხელმომწერი სათანადოდ შეავსებს გადავადების მოთხოვნის ონ–ლაინ ფორმას – გთხოვთ იხილოთ  FAQ თავი სათაურით 'როგორ მოვითხოვოთ SEAP–ს შეტანის საბოლოო ვადის გაგრძელება?'

 

თუ მერების შეთანხმების ხელმომწერს ერთხელ უკვე უბოძეს გადავადება:

 

ინიციატივის გლობალური წარმატება და მისდამი ნდობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ სრულდებოდეს ხელმომწერების მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ევროკომისია, პატვის სცემს რა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოების ძალისხმევას, რომ დროულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და გაითვალისწინონ მერების შეთანხმების ოფიციალური ტექსტის ის დებულება, რომელიც მის შეწყვეტას ეხება (*), შეაჩერებს ხელმომწერების მოქმედებებს, თუ დოკუმენტი გახანგრძლივებულ ვადებშიც არ იქნება შეტანილი. მიუხედავად ამისა, მერების ხელმომწერის სტატუსის კვლავ გააქტიურება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი იმ პირობით, რომ მუნიციპალიტეტი შეასრულებს პირველად ვალდებულებას და წესითა და რიგით შეიტანს სამოქმედო გეგმას ონ–ლაინ ექსტრანეტ სისტემის საშუალებით ('My Covenant').

_____________________________________________________________

(*) მოკლე ამონაწერი შეთანხმების ოფიციალური ტექსტიდან (გვ. 7):

"მონაწილეობის შეჩერება პირობების დაუცველობის შემთხვევაში: ხელმომწეერნი თანახმა არიან, რომ შეუჩერდეთ ინიციატივაში მონაწილეობა – მერების შეთანხმების ოფისის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე – იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (ე.ი. მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა და მონიტორინგის ანგარიშები) დადგენილ ვადებში არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცედურა უზრუნველჰყოფს გამჭვირვალობას, სანდოობას და სამართლიანობას იმ ხელმომწერებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს.

_____________________________________________________________

შენიშვნა: შეჩერების ახალი, სრულიად ავტომატიზებული და გამჭვირვალე პროცედურის შემოღების შემდეგ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხელმომწერი სკუთარ ვალდებულებებს  საჯაროდ ხელმისაწვდომია და ინახება მათ ინდივიდუალურ პროფილში – იხ. ხელმმომწერთა სია. თუ ხელმომწერს სტატუსი შეჩერებული აქვს, საჯარო პროფილი განაცრისფერებულია და იუწყება "ხელმომწერის სტატუსი შეცერებულია – დოკუმენტების შემოტანის ვადა ამოიწურა"

ანგარიშგების ონ–ლაინ პლატფორმა 'My Covenant'–ს საშუალებით თქვენი სამოქმედო გეგმის შეტანის შემდეგ თქვენი გეგმის ყველა ძირითადი რეზულტატი, ავტომატურად, გრაფიკულ ასახვას ჰპოვებს მერების ხელშეკრულების ვებ–გვერდზე განლაგებულ თქვენს "ხელმომწერის პროფილში". ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, თქვენს მიერ ატვირთული მთელი დოკუმენტაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი თქვენს საჯარო პროფილზე ჩასატვირთად.

 

ამის შემდეგ სამოქმედო გეგმა გადაიცემა შეფასების პროცესის გასავლელად, რომელსაც ატარებს ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი გეგმა ვარგისიანობის კრიტერიუმებს და გიგზავნით  საპასუხო ანგარიშს.

 

შეფასების პროცესი ძირითადად ემყარება SEAP / SECAP ონ–ლაინ შაბლონის ფორმაში კოდირებულ აღწერებს. ამიტომ მერების შეთანხმების ყველა ხემომწერი ვალდებულია უზრუნველჰყოს, რომ შაბლონის ფორმაში შეტანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მათ სრულ SEAP / SECAP დოკუმენტს.

 

ვარგისიანობის კრიტერიუები შემდეგია: 

 

1) სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ქალაქის საბჭოს, ან მისი ექვივალენტური ორგანოს მიერ.

2) სამოქმედო გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილების  (ე.ი.  СО2–ს გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 30%–თ 2030 წლამდე) და ადაპტაციის შესახებ.

3) სამოქმედო გეგმა უნდა ემყარებოდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) და კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების შედეგებს.

4) კლიმატიც ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს საქმიანობის ძირითად სექტორებს (მუნიციპალური, არამუნიციპალური, საცხოვრებელი შენობები და ტრანსპორტი):

 

  • ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში ამ ოთხიდან მინიმუმ სამი სექტორი უნდა შედიოდეს;
  • კლიმატის ზემოქმედების შერბილების ღონისძიებები ამ ოთხიდან მინიმუმ ორ სექტორს უნდა მოიცავდეს.

 

შეთანხმების ხელმომწერს დაუკავშირდებიან, თუ ონ–ლაინ შაბლონის ფორმა არასრულად იქნება შევსებული, ან თუ რაიმე ინფორმაციის დამატება გახდა საჭირო.

 

შენიშვნა:

 

SEAP / SECAP ანალიზის სავარაუდო ვადა – ექვსი თვე.

 

თქვენი სამოქმედო გეგმის შეფასების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთობლივ კვლევით ცენტრს ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართზე.

 

იმ შემთხვევებში, როცა სამოქმედო გეგმების კოორდინაციას შეთანხმების კოორდინატორი აწარმოებს, გაერთიანებულ კვლევით ცენტრს შეუძლია ჯგუფური ანალიზის ჩატარება, რაც დააჩქარებს მათ საპასუხო ანგარიშს. თუ თქვენს რაიონს/რეგიონს შემუშავებული აქვს ერთიანი მიდგომა სამოქმედო გეგმების შედგენაში ხელმომწერებისათვის დახმარების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ გაერთიანებულ კვლევით ცენტრს:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (მეტი ინფორმაცია იხ. აქ).

სიახლეების გამოწერა