სამშაბათი, 09 აპრილი 2019 08:06

რა ხდება SEAP–ს შეტანის შემდეგ? – SEAP / SECAP–ს შეფასება

Written by
Rate this item
(0 votes)

ანგარიშგების ონ–ლაინ პლატფორმა 'My Covenant'–ს საშუალებით თქვენი სამოქმედო გეგმის შეტანის შემდეგ თქვენი გეგმის ყველა ძირითადი რეზულტატი, ავტომატურად, გრაფიკულ ასახვას ჰპოვებს მერების ხელშეკრულების ვებ–გვერდზე განლაგებულ თქვენს "ხელმომწერის პროფილში". ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, თქვენს მიერ ატვირთული მთელი დოკუმენტაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი თქვენს საჯარო პროფილზე ჩასატვირთად.

 

ამის შემდეგ სამოქმედო გეგმა გადაიცემა შეფასების პროცესის გასავლელად, რომელსაც ატარებს ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი გეგმა ვარგისიანობის კრიტერიუმებს და გიგზავნით  საპასუხო ანგარიშს.

 

შეფასების პროცესი ძირითადად ემყარება SEAP / SECAP ონ–ლაინ შაბლონის ფორმაში კოდირებულ აღწერებს. ამიტომ მერების შეთანხმების ყველა ხემომწერი ვალდებულია უზრუნველჰყოს, რომ შაბლონის ფორმაში შეტანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მათ სრულ SEAP / SECAP დოკუმენტს.

 

ვარგისიანობის კრიტერიუები შემდეგია: 

 

1) სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ქალაქის საბჭოს, ან მისი ექვივალენტური ორგანოს მიერ.

2) სამოქმედო გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილების  (ე.ი.  СО2–ს გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 30%–თ 2030 წლამდე) და ადაპტაციის შესახებ.

3) სამოქმედო გეგმა უნდა ემყარებოდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) და კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების შედეგებს.

4) კლიმატიც ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს საქმიანობის ძირითად სექტორებს (მუნიციპალური, არამუნიციპალური, საცხოვრებელი შენობები და ტრანსპორტი):

 

  • ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში ამ ოთხიდან მინიმუმ სამი სექტორი უნდა შედიოდეს;
  • კლიმატის ზემოქმედების შერბილების ღონისძიებები ამ ოთხიდან მინიმუმ ორ სექტორს უნდა მოიცავდეს.

 

შეთანხმების ხელმომწერს დაუკავშირდებიან, თუ ონ–ლაინ შაბლონის ფორმა არასრულად იქნება შევსებული, ან თუ რაიმე ინფორმაციის დამატება გახდა საჭირო.

 

შენიშვნა:

 

SEAP / SECAP ანალიზის სავარაუდო ვადა – ექვსი თვე.

 

თქვენი სამოქმედო გეგმის შეფასების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთობლივ კვლევით ცენტრს ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართზე.

 

იმ შემთხვევებში, როცა სამოქმედო გეგმების კოორდინაციას შეთანხმების კოორდინატორი აწარმოებს, გაერთიანებულ კვლევით ცენტრს შეუძლია ჯგუფური ანალიზის ჩატარება, რაც დააჩქარებს მათ საპასუხო ანგარიშს. თუ თქვენს რაიონს/რეგიონს შემუშავებული აქვს ერთიანი მიდგომა სამოქმედო გეგმების შედგენაში ხელმომწერებისათვის დახმარების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ გაერთიანებულ კვლევით ცენტრს:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (მეტი ინფორმაცია იხ. აქ).

Read 563 times Last modified on სამშაბათი, 09 აპრილი 2019 10:32

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა