სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:43

რა არის ადგილობრივი კლიმატის ენერგეტიკის დღე?

Written by
Rate this item
(0 votes)

კლიმატის და ენერგეტიკის დღე არის ადგილობივი ღონისძიება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლება, და კავშირი ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილებას შორის. ამ დღეების ორგანიზება,, როგორც წესი ხდება გარკვეულ პერიოდში, ღონისძიებები განსხვავებული შეიძლება იყოს და უხშირესად მოიცავენ სემინარებს, გამოფენებს, ექსკურსიებს და ღია კარის დღეებს. ენერგეტიკის ადგილობრივი დღეების მაგალითები მოცემულია შეთანხმების ონ–ლაინ პორტალში.

 

ენერგეტიკის დღეები  მუნიციპალური ორგანოების და/ან სხვა უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთადაც შეიძლება ჩატარდეს (მაგალითად ქალაქის დღესთან ერთად).

 

ღონისძიების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობას, როგორებიცაა ბროშურები, ლიფლეტები, პროსპექტები, რომლებიც მოსახლეობას და ღონისძიების სხვა მონაწილეებს უადვილებენ ინფორმაციის მიღებას.  

Read 560 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა