ადგილობრივი კლიმატის და ენერგეტიკის დღეები

ადგილობრივი კლიმატის და ენერგეტიკის დღეები (3)

კლიმატის და ენერგეტიკის დღე არის ადგილობივი ღონისძიება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლება, და კავშირი ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილებას შორის. ამ დღეების ორგანიზება,, როგორც წესი ხდება გარკვეულ პერიოდში, ღონისძიებები განსხვავებული შეიძლება იყოს და უხშირესად მოიცავენ სემინარებს, გამოფენებს, ექსკურსიებს და ღია კარის დღეებს. ენერგეტიკის ადგილობრივი დღეების მაგალითები მოცემულია შეთანხმების ონ–ლაინ პორტალში.

 

ენერგეტიკის დღეები  მუნიციპალური ორგანოების და/ან სხვა უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთადაც შეიძლება ჩატარდეს (მაგალითად ქალაქის დღესთან ერთად).

 

ღონისძიების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობას, როგორებიცაა ბროშურები, ლიფლეტები, პროსპექტები, რომლებიც მოსახლეობას და ღონისძიების სხვა მონაწილეებს უადვილებენ ინფორმაციის მიღებას.  

რამდენადაც სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ ტერიტორიას – არა მარტო მუნიციპალურ შენობა–ნაგენბობებს და ტრანსპორტს, არამედ კერძო სახლებს, მომსახურების სფეროსა და ტრანსპორტს – ამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართვა სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

 

შეთანხმების თითოეულ ხელმომწერს შეუძლია აამარლოს მათი ჩართულობა ეფექტიანი კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარებით, რომლებიც ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებს შეეხება.

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:46

როგორ მივიღოთ დახმარება?

Written by

მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე, მერების შეთანხმების აქტუალური დღის წესრიგის პროგრამაში, იპოვით შთაგონებას ენერგეტიკის დღის ღონისძიებების ჩასატარებლად

 

ამას გარდა, ევროკომისია ყოველწლიურად მასპინძლობს მდგრადი ენერგეტიკის ევროპულ კვირას (EUSEW), რომელიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების საკითხებზეა კონცენტრირებული. EUSEW–ს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეთმობა მთელს ევროპაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ენერგეტიკის  დღის აღნიშვნას  

 

ენერგეტიკის დღის ადგილობრივად აღნიშვნა არის არამომგებიანი ღონისძიება, აქტივობა, პროექტი, გამოფენა ან ჩვენება, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროების პოპულარიზაციაზეა მიმართული. გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა გამოფენები, კონფერენციები, ონ–ლაინ ღონისძიებები, წარმოდგენები, ექსკურსიები, ღია კარის დღეები, სემინარები, მედია–კამპანიები და კონცერტები.

 

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართზე

სიახლეების გამოწერა