სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:58

რა როლს თამაშობენ შეთანხმების მხარდამჭერნი?

Written by
Rate this item
(0 votes)

გააჩნიათ რა გამოცდილება ნორმატიულ, საკანონმდებლო და ფინანსურ სფეროებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ, შეთანხმების მხარდამჭერთ შესანიშნავი საშუალება აქვთ, ინდივიდუალური მიდგომით,   კონსულტაცია გაუწიონ ხელმომწერებს მიმდინარე ინიციატივებთან ურთიერთკავშირების (სინერგიის) დადგენაში. მათ ტექნიკური დახმარების გაწევაც შეუძლიათ ხხელმომწერთათვის. მერების შეთანხმების მხარდამჭერთა ამოცანებს შორის არის:

 

პოპულარიზაცია გაუწიონ მერების შეთანხმების ინიციატივას, მობილიზება გაუწიონ არსებულ და პოტენციურ ხელმომწერებს (სარეკლამო მასალების ეროვნულ ან რეგიონულ კონტექსტთან ადაპტაცია, ინფორმაციის გავრცელება ბიუ;ლეტენების, ვებ–გვერდების, სემინარების და სხვა ღონისძიებების საშუალებით) 

 

დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ მერების შეთანხმების ხელმომწერებს;

 

ხელი შეუწყონ გაცვლებს, ასევე მერეების შეთანხმებისთვის აქტუალური ცოდნის, გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და რესურსების გაზიარებას

 

პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ მერების შეთანხმების სხვა მხარდამჭერებთან და ეროვნულ/ტერიტორიულ კოორდინატორებთან, ხელმომწერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მერების შეთანხმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოებაში, რათა შესაძლებელი გახდეს ერთობლივი საქმიანობა და კოორდინირებული მიდგომა. 

 

უკეთ დაეხმარონ მათი წევრებს და/ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისა და კკლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებთან.

 

მონაწილეობა მიიღონ მერების შეთანხმების ღონისძიებებში, და დაეხმარონ იმ აქტვიბოების იდენტიფიცირებაში, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია.

 

რეგულარულად, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, მიაწოდონ ანგარიშები მერების შეთანხმების ოფისს ინიციატივის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ, და მონაწილეობა მიიღონ შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში.

 

მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების მხარდმჭერთა მონაწილეობა ინიციატივაში, თუ ადგილი ექნება ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების არ შესრულებას.

Read 531 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა