სამშაბათი, 09 აპრილი 2019 09:59

სინამდვილეში რამდენად არიან შეთანხმების მხარდამჭერნი ჩართულნი მერების შეთანხმების ინიციატივაში, და რა უპირატესობას ანიჭებთ მათ მხარდამჭერის სტატუსი?

Written by
Rate this item
(0 votes)

შეთანხმების მხარდამჭერობას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია:

 

  • აღიარება ევროკომისიის მიერ
  • საერთაშორისო დონეზე საკუთარი საქმიანობის ვიზუალიზაციის საშუალება, განსაკუთრებით მისი პოპულარიზაციით მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე
  • გამოცდილების გაცვლა და კავშირების დამყარება (ნეტვორკინგი) ევროპელ კოლეგებთან;
  • სპეციალიზირებულ სადიკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და სხვა პლატფორმებში მონაწილეობა გამოცდილების გაცვლის მიზნით;.
  • და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი: ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება.

 

სინამდვილეში, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების მხარდაჭერს, წვდომა აქვს პაროლით დაცულ ’My Covenant’ ვებ–გვერდზე, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან ინფორმაციის და ძირითადი მონაცემების გაცვლის შესანიშნავ პლატფორმას, და ზრდის თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაციის საშუალებას.  ’My Covenant’–ს საშუალებით შეგიძლიათ:

 

  • პროფილის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
  • თქვენი 'ხარისხის ეტალონების' (ე.ი. განხორციელებული მთავარი აქტივობების) ვიზუალიზაცია შეთანხმების საზოგადოებრიობისათვის და მის ფარგლებს გარეთ;
  • პოტენციალის გაცვლის პლატფორმაზე ('Capacity sharing') სასარგებლო რესურსების ატვირთვა და გაცვლა, სადისკუსიო ჯგუფებში მონაწილეობა;
  • დღის წესრიგში თქვენი ღონისძიებების გამოქვეყნება;
  • შეთანხმების საზოგადოებრიობასთან ქსელური თანამშრომლობის (ნეტვორკინგი) უზრუნველყოფა (ფორუმების, ვებინარების ღონისძიებების... გზით) და სხვათა საქმიანობიდან შთაგონების მიღება.

 

ექსტრანეტი (’My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია: თქვენს მიერ შეტანილი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი პირდაპირ აირეკლება საჯარო ვებ–გვერდზე.

Read 608 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა