გამოფრქვევის (ემისიის) საბაზისო ინვენტარრიზაცია (კადასტრი) (BEI)

გამოფრქვევის (ემისიის) საბაზისო ინვენტარრიზაცია (კადასტრი) (BEI) (7)

SEAP/SECAP უნდა შემუშვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე ენერგიის მოხმარებასა და სასათბურე აირების ემისიასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ საწყის ეტაპზე უნდა ჩატარედეს არსებული (საბაზისო) მდგომარეობისა და სტრუქტურების ყოველმხრივი შეფასება.  ეს შეფასება იწყება საბაზო წელს საქალაქო მეურნეობის შესაბამის დარგებში ენერგომოხმარების დონის დადგენით და გამოფრქვევის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) შემუშვებით, და ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ორჟანგის (CO2)  ემისიის მოცულობის დადგენით.

 

BEI და  CO2–ს გამოფრქვევის შემდგომი ინვენტარიზაცია (თუ შესაძლებელია) წარმოადგენენ იმ ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს საშუალებას აძლევს განსაზღვროს პრიორიტეტული ზომები და სასათბურე აირების ემისიის შემცირების მიზნით მათ მიერ გატარეებული ზომების ეფექტიანობა.

 

BEI–ს შემუშავება SEAP/SECAP–ს მომზადების სავალდებულო ეტაპია და ასევე წარმოადგენს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკვანძო ასპეექტს. ინვენტარიზაცია ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ოფიციალურად დამტკიცეულ SEAP/SECAP–ს სრულ ვარიანტში უნდა შევიდეს. 

 

ქვემოთ მოყვანილია BEI–ს ძირითადი მახასიათებლები:

 

  • BEI უნდა ასახავდეს ადგილობრივ მდგომარეობას, ანუ უნდა ეყრდნობოდეს მონაცემებს ენერგიის მოხმარება/წარმოების შესახებ და სხვა ადგილობრივ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ინვენტარიზაციის მოსამზადებლად.. ეროვნულ და რეგიონულ საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი შეფასებები და გათვლები არ გამოდგება, რადგან ისინი არ ასახავენ ადგილზე (ქალაქში) არსებულ რეალურ სიტუაციას, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ისინი კონკრეტული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი.  ასეთი მონაცემების ბაზაზე გათვლილი ინვენტარიზაცია ვერ გამოდგება ათვლის წერტილად იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შესაფასებლად, რომლებიც ხელისფულების ადგილობრივმა ორგანოებმა ჩაატარეს СО2–ს ემისიის შემცირების მიზნით.
  • მეთოდოლოგიური მიდგომები და შეფასებისას გამოყენებული მონაცემების წყაროები არ უნდა იცვლებოდეს წლების განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ BEI–ს შემუშავების მიზნით გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული შემდგომშიც, ემისიების შემცირების საქმეში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის მიზნით ჩატარებული ინვენტარიზაციების დროსაც (ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი).
  • BEI უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ დარგებს (სექტორებს), სადაც ადდგილობრივი ორგანოები ხელისუფლება გეგმავს ემისიების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, ანუ ის სექტორები, რომლებიც СО2–ს გამოფრქვეის მთავარ წყაროს წარმოადგენენ (BEI–ში შესატანი სექტორების დეტალური აღწერა შეტანილია  SEAP–ს სახელმძღვანელოს მე–2 ნაწილში, იხ. ქვემოთ)
  • BEI უნდა შეიცავდეს სანდო ინფორმაციას ან, მინიმუმ, რეალობის საღ აღქმას. (ე.ი. შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ობიექტურობით ასახულ რეალობას) .
  • BEI–თვის საწყისი მონაცემების შეგროვების პროცესი, მათი წყაროები და გამოთვლის მეთოდოლოგია შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული (ამის გაკეთება SEAP/SECAP–ს ფარგლებშიც შეიძლება, ან, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი მონაცემების შენახვა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს დოკუმენტებში).
  • ხელმომწერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დაბეჯითებითაა რეკომენდებული ჩართონ ენერგიის საფასურის მონიტორინგი როგორც BEI–ში, ისე შემდგომ ინვენტარიზაციებში.

 

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია BEI–ს მომზადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ   'აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დიდი და პატარა ქალაქებისთვის SEAP–ს შემუშვების სახელმძღვანელოში', ნაწილი I (თავი 2) და ნაწილი II  – ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია, რომელიც მომზადებულია გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ 2014 წელს.).

ყველა ხელმომწერს შეუძლია თავად აირჩიოს, თუ რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს ემისიების გამოსათვლელად. ამავე უნდა უზრუნველჰყონ, რომ მათ მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგები შეესაბამება SEAP სახელმძღვანელოში დეტალურად მოცემულ პრინციპებს (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე), რომლებიც ჩვენს ონ–ლაინ ბიბლიოთეკაში მოიძებნება. მიაქციეთ ყურადღება, რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შერბილების ნაწილს შეეხება, ხოლო როცა ემისიების საბაზისო ინვენტარიზაციას მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის (SECAP)  აწარმოებთ გაიდლაინები უცვლელი რჩება.  

საბაზისო წლად ითვლება ამოსავალი წელიწადი, რომელთან შედარებითაც СО2–ს გამოფრქვევა უნდა შემცირდეს 2020 წლის ბოლოსთვის.  ამდენად, 2020 წლისთვის ემისიის მოცულობის შემცირება 2020 წელს ფასდება საბაზისო წლის გამოფრქვევების მაჩვენებლებთან შედარებით.

 

SEAP სახელმძღვანელოში ევროპის ქვეყნებისთვის გაცემული რეკომენდაციებისგან განსხვავებით (სადაც ძირითადად 1990 წლი ითვლება საბაზისო წლად), ხელმომსერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რეკომენდაცია ეძლევათ ამოირჩიონ რაც შეიძლება გვიანი წელი (არა 2000 წლამდე), რომელიც ყველაზე კარგად ასახავს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას და რომლის შესახებაც სანდო სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება.  

 

ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაში 1990 წლის საბაზისო ინვენტარიზაციის შესადგენად.

 

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები საბაზისო წელი ეტალონად ვერ გამოდგება არის ის, რომ ქალაქებს, რომელთაც SEAP/SECAP–ში მრეწველობის დარგების ჩართვა უნდათ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან პოსტსაბჭოური ქვეყნების უეტესობა 90–ან წლებში ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რის გამოც ინდუსტრიალიზაციის მაშინდელი დონე ვერ შეესაბამება დღევანდელს. 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი ორგანო, აქცევს რა ყურადღებას, სხვა ფაქტებთან ერთად იმ ფაქტსაც, რომ 2020 წელი კარს არის მომდგარი, და შესაბამისად  დროის არასაკმარისი მონაკვეთია დარჩენილი  CO2 ემისიის შემცირეების ზომების მისაღებად, ისახავს ემისიის შემცირების უფრო ხანგრძლივ პერიოდს (მაგალითად 2030 წლამდე). ამ შემთხვევაში მათ უნდა დაისახონ შუალედური მიზნები 2020 წლისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ხელმომწერებთან შედარება.

ემისიის საბაზისო ინვენტარიზაცია, არსებითად, ემყარება  ენერგომოხმარების საბოლოო მონაცემებს, ე.ი. იმას რასაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ტერიტორიაზე მოიხმარენ საბოლოო მომხმარებლები (ელექტრობის, გათბობა/გაციების და საწვავის ჩათვლით).

 

ინვენტარიზაციაში ასევე შიძლება ენერგიის ადგილობრივი წარმოების შეტანა იმ შემთხვევაში, თუ SECAP სამმოქმედო გეგმაში შედის მასსთან დაკავშირებული საქმიანობა (მაგ. ფოტოელექტრული პანელები, ქარის ენერგია, ცენტრალიზებული გათბობა, ან ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოება). SEAP სახელმძღვანელოში (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე) მოცემულია მეტი ინფორმაცია ამ ვარიანტის შესახებ. მიაქციეთ ყურადღება, რომ რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შედეგების შერბილებას შეეხება, მაგრამ მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია SECAP–თვისაც ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის განახლების მიზნით. 

ორი განსხვავებული მიდგომა შეიძლება შეირჩეს ადგილობრივ დონეზე ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად:

 

ტერიტორიალური (სტანდარტული), ანუ IPCC (კლლიმატის ცვლილების ეკსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფი) მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე საბოლოო ენერგომოხმარების შედეგად წარმოქმნილ CO2–ს მთლიან ემისიებს

 

სასიცოცხლო ციკლის შეფასებითი (LCA)  მიდგომა, რომელიც ენერგომატარებლის (საწვავი/ელექტრობა) მთლიან სასიცოცხლო ციკლს ითვალისწინებს. აქ შედის ის ემისიებიც, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტერიტორიის გარეთ ხდება, (მაგალითად საწვავის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების შედეგად, ან ენერგიის კონვერსიის (გარდაქმნის) შედეგად და ა.შ.

მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდეულებებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული მთელი გეოგრაფიული ტერიტორია. ამდენად ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგიის მოხმარება საქმიანობის ყველა საფეროში/ყველა სექტორში. მერების შეთანხმების მიხედვით ძირითადი სექტორებია:

 

  • მუნიციპალური შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
  • მესამე კლასის (არამუნიციპალური) შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
  • საცხოვრებელი სახლები;
  • ტრანსპორტი.

იმისათვის, რომ ენერგომოხმარებისა და CO2–ს ემისიების მონაცემები ეფექტიანად გაკონტროლდეს და, თუ საჭირო გახდა, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ადაპტირება, ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ რეგულარულად აწარმოონ ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი. მერების შეთანხმების კონტექსტში მოთხოვნა ასეთია, რომ ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ. ჩვენ გირჩევთ  ყოველწლიურად ჩაატაროთ მონიტორინგი, რაც საშუალებას იძლევა ყოველი მომდევნო ინვენტარიზაციის შედეგი შეედაროს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციას და ენერგიის ეკონომიის, განახლებადი ენერგიების წარმოების და CO2–ს ემისიების შემცირების ღონისძიებებში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.

სიახლეების გამოწერა