სამშაბათი, 09 აპრილი 2019 10:05

რაში მდგომარეობს შეთანხმების კოორდინატორების როლი?

Written by
Rate this item
(0 votes)

ევროკომისია ეროვნულ და ტერიტორიალურ კოორდინატორებს მნიშვნელოვან მოკავშირებად განიხილავს მერების შეთანხმების ხელმომწერთა დახმარებაში, რათა ამ უკანასკნელებმა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და გაზარდონ შეთანხმების გავლენა. 

 

შეთანხმების კოორდინატორების ტიპიური ამოცანები შემდეგში მდგომარეობს: 

 

  • მერების შეთანხმებასთან მიერთების მსურველი მუნიციპალიტეტების რიცხვის გაზრდა და მერების შეთანხმების (არსებულ და პოტენციურ) ხელმომწერებს შორის ცოდნისა და გმოცდილების გაზიარებაში დახმარება;
  • ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის SEAP/SECAP სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში ტექნიკური და სტრატეგიული დახმარების გაწევა;
  • ხელმომწერთათვის ფინანსური დახმარების გაწევა პირდაპირი დახმარების (გრანტები, სუბსიდიები და ა.შ.) ან/და ტქნიკური დახმარების გასაწევად ადამიანური რესურსების გამოყოფის სახით;
  • სხვა ეროვნულ / ტერიტორიალურ კოორდინატორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობა ერთობლივი საქმიანობისა კოორდინირებული მიდგომების წახალისების მიზნით;
  • მერების შეთანხმების საქმიანობაში მონაწილეობა და დახმარება იმ ღონისძიებების დადგენასა და ჩატარებაში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია;
  • მერების შეთანხმების ოფისისთვის რეგულარული, არანაკლებ ყოველი ორი წლისა, ანგარიშების წარდგენა ხელმომწერთა მხარდამჭერი აქტივობების შესახებ და შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში მონაწილეობა.

 

ზემოთ ჩამოთვლილილ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების კოორდინატორების მონაწილეობა ინიციატივაში

Read 586 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა